გთავაზობთ, 2014 წლის ივლისში, გაზეთ "ქრონიკა +" -ში გამოქვეყნებულ ინტერვიუს ლელა კაკულიასთან, რომელშიც ცნობილი ქალბატონი პოლიტიკურ პროგნოზებს აკეთებს. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს:
"ქრონიკა +", სტატია - "ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება"
- ომი გველოდება?
- არვითარი ომი არ გველოდება, არავითარი ომი! თუმცა რუსეთიდან ყველაფერს მოველით. ომის გარეშეც მავთულხლართებს აბამს. მე ვთქვი, რომ მოვა დრო, როცა ამ მავთულხლართებს ჭკვიანი არქიტექტორი დაამრგვალებს და ცხინვალში მონუმენტად დადგამს-მეთქი.
- გიორგი მარგველაშვილის მომავალზე ვილაპარაკოთ...
- ისეთი ამბები ტრიალებს ქვეყანაში, რომ ამას არავინ აქცევს ყურადღებას, ვის სცალია პატარა საქართველოს პრეზიდენტისთვის? ადამიანურად შემიძლია ყველას ვუთხრა: რას ერჩით ამ მარგელაშვილს? ისეთი განათლებული პიროვნებაა, ჭკვიანი ბიჭია, მიხვდა, რომ ასეთი მონა-მორჩილი პოზა მისთვის არის ძალიან ცუდი. იფიქრა, რომ კაცურად მაინც დავრჩები და ანალიზს გავაკეთებო, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდა. ეს იყო აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი გიორგი მარგველაშვილის მხრიდან.
- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება?
- აუცილებლად! უნდათ-არ უნდათ, მაინც იქნება, იმიტომ რომ ხალხი არის უკმაყოფილო. მე მიწერია: ეს მთავრობა, რომელიც მოვიდა "ნაციონალების" მერე, არის გარდამავალი რგოლი, რომელსაც გადააგორებს საქართველო. ჰოდა, აი, მერე მოდის უკვე ძლიერი მთავრობა.
- პოლიტიკოსები დადიან თქვენთან რჩევებისთვის?
- სადაც ახლა თქვენ ზიხართ, მანდ იჯდა (ისტორიულ სავარძელში ზიხართ). - წადით პოლიტიკიდან-მეთქი, - ვუთხარი ჟვანიას, - რას მეუბნებიო?! კიდევ გავუმეორე, - წადით პოლიტიკიდან-მეთქი! – როგორო? - როგორ და ისე, წადით, თორემ ვეღარ გხედავ-მეთქი. ადგა და გავარდა. შეშფოთდა, შეეშინდა, მაგრამ... აი, მეორე სურათი (ირაკლი ალასანიას სურათს მაჩვენებს), ამის მოსვლის ვარიანტი არ არის.
- ახლა ჩემს ადგილას ირაკლი ღარიბაშვილი რომ იჯდეს, რას ურჩევდით?
- უნდა გადადგეს!!! ყველაზე კარგი ეს არის. ძალიან უჭირს, სულ სხვა რამეებით არის დაკავებული, მაგრამ უჭირს. ხალხის განწყობა მის მიმართ მტრული არ არის, ამას არ ვხედავ, ძალიან ერთგული პიროვნებაა, შინაგანად წესიერი, მაგრამ სახელმწიფოს მართვა მძიმე ტვირთია ყველასთვის, ახალგაზრდაა, მომავალი წინ აქვს, კარგ სკოლას გადის ახლა. ბევრსაც სჯობია იქ, იმიტომ რომ არ არის ბოროტი პიროვნება. არ მაქვს ხედვაში მასზე რამე უარყოფითი. სხვებზე მაქვს უარყოფა. ყველა რომ ჩამოვთვალო, ხომ დაუსკდათ გულები. ფრთხილად ვარ ხოლმე, სათითაოდ ვის რაა... პოლიტიკა ჭაობია, მერე ნელ-ნელა ითრევს ამ ხალხს ეს ჭაობი. კალაძის მიმართაც არ არის კოსმოსიდან უარყოფითი ინფორმაცია, სპორტსმენია, იცის თავის საქმე კარგად, პოლიტიკურ დინებას მიჰყვება მშვენივრად, მაგრამ რასაც ახერხებს ეს ბიჭი, ახერხებს და მორჩა, მთავარია, გამყიდველი არ არის და ამით ვაფასებ ერთსაც და მეორესაც.