პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცი, რომელმაც "მანდარინებსა" და "სიმინდის კუნძულს" კინოსტუდიის ეზოში "ოსკარის" ძეგლი დაუდგა
კაცი, რომელმაც "მანდარინებსა" და "სიმინდის კუნძულს" კინოსტუდიის ეზოში "ოსკარის" ძეგლი დაუდგა

კი­ნოს­ტუ­დი­ის ეზო­ში ვინც მოხ­ვდე­ბა, მხატ­ვარ-დე­კო­რა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლოს­ნოს წინ, ოს­კა­რის 6-მეტ­რი­ან სკულპ­ტუ­რას ნა­ხავს, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მის კვარ­ცხლბეკ­ზე დგას. ის იქ ფილ­მე­ბის - "მან­და­რი­ნე­ბი" და "სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლი" დე­კო­რა­ტო­რებს და­უდ­გამთ.

თა­ვი­დან თურ­მე წა­ი­ოც­ნე­ბეს, - რა კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ოდეს­მე ოს­კარ­ზე მოვხდრი­ლი­ყა­ვი­თო, მაგ­რამ იქვე გა­უ­ფან­ტავთ ოც­ნე­ბა, რად­გა­ნაც ამის შან­სი არ გვაქ­ვსო და მერე სა­ხე­ლოს­ნოს ეზო­ში ოს­კა­რის სკულპ­ტუ­რის აღ­მარ­თვა თა­ვის­თვის გა­და­წყვი­ტეს.

მუ­შა­ო­ბა რომ და­ი­წყეს, ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის ოს­კარ­ზე წარ­დგე­ნა­ზე ჯერ არა­ვინ ლა­პა­რა­კობ­და, ეს ამ­ბა­ვი შე­მოდ­გო­მით და­იძ­რა. მოკ­ლედ, მხატ­ვარ-დე­კო­რა­ტო­რებ­მა სა­მუ­შაო დე­კემ­ბერ­ში და­ას­რუ­ლეს და ფილ­მე­ბი მარ­თლაც ნო­მი­ნან­ტე­ბად და­სა­ხელ­და.

ჯიმ­შერ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ის მხატ­ვარ დე­კო­რა­ტო­რია, რო­მელ­თა­ნაც ამ თე­მა­ზე გა­სა­უბ­რე­ბა ვცა­დე. საკ­მა­ოდ ბევრ ფილმზე უმუ­შა­ვია და შე­სა­ბა­მი­სად კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში წლე­ბია, აქ­ტი­უ­რად საქ­მი­ა­ნობს.…

- კი­ნოს­ტუ­დი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თქვე­ნი სა­ხე­ლოს­ნოს წინ "ოს­კა­რის" სკულპ­ტუ­რა და­გიდ­გამთ. რო­გორ მოხ­და ეს?

- ჯერ "მან­და­რი­ნებ­ზე" ვმუ­შა­ობ­დით, მერე - "სი­მი­ნის კუნ­ძულ­ზე". მხატ­ვარ-დე­კო­რა­ტო­რი ვარ და შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რი ფილ­მი მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ამ ორ ფილმზე საქ­მი­ა­ნო­ბა რომ და­ვას­რუ­ლეთ, მერე ფრან­გულ პრო­ექ­ტზეც ვი­მუ­შა­ვეთ. ისიც რომ დამ­თავ­რდა, შეკ­ვე­თა აღარ გვქონ­და.

- თქვე­ნი კომ­პა­ნია გაქვთ?

- კი, კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში არის ასე­თი კომ­პა­ნია, "კი­ნო­ფაბ­რი­კა", რო­მე­ლის დე­კო­რა­ტო­რე­ბიც გახ­ლა­ვართ. მოკ­ლედ, სა­ნამ ამ ფილ­მებ­ზე აჟი­ო­ტა­ჟი და­ი­წყე­ბო­და, ანუ ჯერ არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი, ოს­კარ­ზე რო­მე­ლი მი­დი­ო­და, ავ­დე­ქით და ბი­ჭებ­მა (მხატ­ვარ-დე­კო­რა­ტო­რებ­მა) ოს­კა­რის გა­კე­თე­ბა და­ვი­წყეთ და მისი ჩვე­ნი სა­ხე­ლოს­ნოს წინ დად­გმა მოგ­ვინ­და. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი შემ­თხვე­ვით და­ემ­თხვა.

- და ეს არ ყო­ფი­ლა თქვე­ნი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა?

- არა, რას ამ­ბობთ? ჩვენ­თვის გა­ვა­კე­თეთ, ასეთ ბევრ ნი­მუშს ვამ­ზა­დებთ და ესეც შევ­ქმე­ნით. სკულპ­ტორ-არ­ქი­ტე­ტურ-მო­ქან­და­კე­ე­ბი ამუ­შავ­დნენ, გა­ვა­კე­თეთ და დავ­დგით. ვი­მე­ო­რებ, ორი თვით ადრე, სა­ნამ გა­ვი­გებ­დით, რომ ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბი იყო "ოს­კარ­ზე" წარ­დგე­ნი­ლი. ეს იყო და ეს. მერე კი ეს თემა აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და.

- ისე, შემ­თხვე­ვით მგო­ნი, არა­ფე­რი ხდე­ბა. ვფიქ­რობ, რომ მა­ინც გული გიგ­რძნობ­დათ...

- არა, რას ამ­ბობთ, ვინ რა იცო­და და რა გული უგ­რძნობ­და, რომ ორი ქარ­თუ­ლი ფილ­მი ასეთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ­და? მით უმე­ტეს, "მან­და­რი­ნე­ბი" ჯერ "გლო­ბუს­ზე" და მერე "ოს­კა­რის" ნო­მი­ნან­ტთა ხუ­თე­ულ­ში მოხ­ვდა, ამას ვინ იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­და?

- მოკ­ლედ, რო­გორც არ უნდა იყოს საქ­მე. "ოს­კა­რი" ამ ორ ფილ­მს თქვენ უკვე და­უდ­გით.

- კი, ასე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ. ჩვე­ნი მხრი­დან ორი­ვე ფილ­მს ოს­კა­რი უკვე დად­გმუ­ლი აქვს.

- ისე, რამ­დე­ნი ხანი მუ­შა­ობ­დით?

- როცა საქ­მე, შეკ­ვე­თა არ გვქონ­და, ანუ რეკ­ლა­მა­სა და ფილმზე არ ვმუ­შა­ობ­დით, იმ შუ­ა­ლე­დებ­ში. მოკ­ლედ, თა­ვი­სუ­ფალ დროს ამას ვა­კე­თებ­დით, საკ­მა­ოდ დიდ­ხანს გაგ­რძელ­და, ასე, ორი-სამი თვე. რომ და­ვას­რუ­ლეთ, ნა­მუშ­ვა­რი სა­ხე­ლოს­ნო­დან გა­მო­ვაბ­რძა­ნეთ და იქვე, ეზო­ში გან­ვა­ტავ­სეთ. მნახ­ველ­ში ის თა­ვი­დან ღი­მილს იწ­ვევ­და, მერე სხვა­ნა­ი­რად რომ გან­ვი­თარ­და ჩვე­ნი ფილ­მე­ბის ბედი, აღარ ეცი­ნე­ბო­დათ. პი­რი­ქით, მოს­წონ­დათ და მის სა­ნა­ხა­ვად ახ­ლაც მო­დი­ან, სუ­რა­თებს უღე­ბენ. მოკ­ლედ, "მან­და­რი­ნე­ბის" შე­დე­გებს გუ­ლის­ფან­ცქა­ლით ვე­ლო­დე­ბით. ვნა­ხოთ, რა მოხ­დე­ბა დღეს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

კაცი, რომელმაც "მანდარინებსა" და "სიმინდის კუნძულს" კინოსტუდიის ეზოში "ოსკარის" ძეგლი დაუდგა

კაცი, რომელმაც "მანდარინებსა" და "სიმინდის კუნძულს" კინოსტუდიის ეზოში "ოსკარის" ძეგლი დაუდგა

კინოსტუდიის ეზოში ვინც მოხვდება, მხატვარ-დეკორატორების სახელოსნოს წინ, ოსკარის 6-მეტრიან სკულპტურას ნახავს, რომელიც შესაბამის კვარცხლბეკზე დგას. ის იქ ფილმების - "მანდარინები" და "სიმინდის კუნძული" დეკორატორებს დაუდგამთ.

თავიდან თურმე წაიოცნებეს, - რა კარგი იქნებოდა, ოდესმე ოსკარზე მოვხდრილიყავითო, მაგრამ იქვე გაუფანტავთ ოცნება, რადგანაც ამის შანსი არ გვაქვსო და მერე სახელოსნოს ეზოში ოსკარის სკულპტურის აღმართვა თავისთვის გადაწყვიტეს.

მუშაობა რომ დაიწყეს, ქართული ფილმების ოსკარზე წარდგენაზე ჯერ არავინ ლაპარაკობდა, ეს ამბავი შემოდგომით დაიძრა. მოკლედ, მხატვარ-დეკორატორებმა სამუშაო დეკემბერში დაასრულეს და ფილმები მართლაც ნომინანტებად დასახელდა.

ჯიმშერ ბერძენიშვილი ის მხატვარ დეკორატორია, რომელთანაც ამ თემაზე გასაუბრება ვცადე. საკმაოდ ბევრ ფილმზე უმუშავია და შესაბამისად კინოსტუდიაში წლებია, აქტიურად საქმიანობს.…

- კინოსტუდიის ტერიტორიაზე, თქვენი სახელოსნოს წინ "ოსკარის" სკულპტურა დაგიდგამთ. როგორ მოხდა ეს?

- ჯერ "მანდარინებზე" ვმუშაობდით, მერე - "სიმინის კუნძულზე". მხატვარ-დეკორატორი ვარ და შესაბამისად, ბევრი ფილმი მაქვს გაკეთებული. ამ ორ ფილმზე საქმიანობა რომ დავასრულეთ, მერე ფრანგულ პროექტზეც ვიმუშავეთ. ისიც რომ დამთავრდა, შეკვეთა აღარ გვქონდა.

- თქვენი კომპანია გაქვთ?

- კი, კინოსტუდიაში არის ასეთი კომპანია, "კინოფაბრიკა", რომელის დეკორატორებიც გახლავართ. მოკლედ, სანამ ამ ფილმებზე აჟიოტაჟი დაიწყებოდა, ანუ ჯერ არაფერი იყო ცნობილი, ოსკარზე რომელი მიდიოდა, ავდექით და ბიჭებმა (მხატვარ-დეკორატორებმა) ოსკარის გაკეთება დავიწყეთ და მისი ჩვენი სახელოსნოს წინ დადგმა მოგვინდა. მოკლედ, ყველაფერი შემთხვევით დაემთხვა.

- და ეს არ ყოფილა თქვენი წინასწარმეტყველება?

- არა, რას ამბობთ? ჩვენთვის გავაკეთეთ, ასეთ ბევრ ნიმუშს ვამზადებთ და ესეც შევქმენით. სკულპტორ-არქიტეტურ-მოქანდაკეები ამუშავდნენ, გავაკეთეთ და დავდგით. ვიმეორებ, ორი თვით ადრე, სანამ გავიგებდით, რომ ქართული ფილმები იყო "ოსკარზე" წარდგენილი. ეს იყო და ეს. მერე კი ეს თემა აქტუალური გახდა.

- ისე, შემთხვევით მგონი, არაფერი ხდება. ვფიქრობ, რომ მაინც გული გიგრძნობდათ...

- არა, რას ამბობთ, ვინ რა იცოდა და რა გული უგრძნობდა, რომ ორი ქართული ფილმი ასეთ წარმატებას მიაღწევდა? მით უმეტეს, "მანდარინები" ჯერ "გლობუსზე" და მერე "ოსკარის" ნომინანტთა ხუთეულში მოხვდა, ამას ვინ იწინასწარმეტყველებდა?

- მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს საქმე. "ოსკარი" ამ ორ ფილმს თქვენ უკვე დაუდგით.

- კი, ასე შეგვიძლია ვთქვათ. ჩვენი მხრიდან ორივე ფილმს ოსკარი უკვე დადგმული აქვს.

- ისე, რამდენი ხანი მუშაობდით?

- როცა საქმე, შეკვეთა არ გვქონდა, ანუ რეკლამასა და ფილმზე არ ვმუშაობდით, იმ შუალედებში. მოკლედ, თავისუფალ დროს ამას ვაკეთებდით, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ასე, ორი-სამი თვე. რომ დავასრულეთ, ნამუშვარი სახელოსნოდან გამოვაბრძანეთ და იქვე, ეზოში განვატავსეთ. მნახველში ის თავიდან ღიმილს იწვევდა, მერე სხვანაირად რომ განვითარდა ჩვენი ფილმების ბედი, აღარ ეცინებოდათ. პირიქით, მოსწონდათ და მის სანახავად ახლაც მოდიან, სურათებს უღებენ. მოკლედ, "მანდარინების" შედეგებს გულისფანცქალით ველოდებით. ვნახოთ, რა მოხდება დღეს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია