საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავიცვათ ოჯახი ლარის ვარდნისგან? - ეკონომიკის ექსპერტების სპეციალური რჩევები მოქალაქეებს
როგორ დავიცვათ ოჯახი ლარის ვარდნისგან? - ეკონომიკის ექსპერტების სპეციალური რჩევები მოქალაქეებს

ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ამ და გარ­კვე­ულ პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის ზრდამ მომ­ხმა­რე­ბე­ლი შე­აშ­ფო­თა. შე­მო­სავ­ლე­ბი უც­ვლე­ლია, ხარ­ჯე­ბი კი იზ­რდე­ბა. Ambebi.ge თა­ვის მკი­თხველს ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტე­ბის რჩე­ვებს სთა­ვა­ზობს მე­ტად სა­ჭი­რო და პრაგ­მა­ტულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს მომ­ხმა­რე­ბე­ლი არას­ტა­ბი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის დროს, რაზე უნდა და­ზო­გოს თან­ხა და რა ვა­ლუ­ტა­ში უნდა აი­ღოს სეს­ხი, ამის შე­სა­ხებ ექპერ­ტე­ბი ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხებ­ში სოსო არჩვა­ძე და მიშა დუნ­დუა სა­უბ­რო­ბენ.

სოსო არჩვა­ძის თქმით, ლა­რის კურ­სი სე­რი­ო­ზულ გავ­ლე­ნას ახ­დენს შიდა სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბაზ­რებ­ზე, რად­გან ქარ­თუ­ლი ბაზ­რის დიდი ნა­წი­ლი, თით­ქმის ორი მე­სა­მე­დი, იმ­პორ­ტი­რე­ბულ სა­ქო­ნელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"იმ­პორ­ტის თა­ნა­ფარ­დო­ბას ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას­თან გა­დამ­წყვე­ტი როლი უკა­ვია ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ის დროს. რაც უფრო მე­ტად ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმ­პორტზე, კურ­სის მცი­რე რხე­ვაც კი დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს - მა­ღა­ლი კო­რე­ლა­ცი­აა ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ა­სა და ფა­სე­ბის მა­ტე­ბას შო­რის", -აღ­ნიშ­ნავს ექ­სპერ­ტი.

მი­სი­ვე თქმით, რაც უფრო ნაკ­ლე­ბად ელას­ტი­უ­რია სა­ქო­ნე­ლი, მით უფრო რთუ­ლია მას­ზე უა­რის თქმა. მა­გა­ლი­თად, პური და ლუდი. პური შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბე­ლას­ტი­უ­რია, ლუდი მა­ღა­ლე­ლას­ტი­უ­რი. ეს ნიშ­ნავს, რომ ფა­სე­ბის მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია შე­ვამ­ცი­როთ ლუ­დის მოხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ვერ შე­ვამ­ცი­რებთ პუ­რის მოხ­მა­რე­ბას.

ის ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტე­ბის წი­ნას­წა­რი მო­მა­რა­გე­ბის იდე­ას და ამ­ბობს, რომ ასე შე­საძ­ლოა, ამო­ცა­ნა გა­და­იჭ­რას, მაგ­რამ მთა­ვა­რი შე­ძე­ნი­ლი პრო­დუქ­ტე­ბის სწო­რი გა­მო­ყე­ნე­ბაა:

"მო­მა­რა­გე­ბით, შე­საძ­ლოა, მომ­ხმა­რე­ბელ­მა ლო­კა­ლუ­რი ამო­ცა­ნა გა­და­წყვი­ტოს. ინ­გლი­სუ­რი ან­და­ზა არ­სე­ბობს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­ზო­გო პენი, ეს ნიშ­ნავს, იშო­ვო ერთი ახა­ლი პენი. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ უნდა ვის­წავ­ლოთ უკვე შე­ძე­ნი­ლი პრო­დუქ­ტე­ბის უფრო რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა. არა მხო­ლოდ პრო­დუქ­ტე­ბის, არა­მედ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი­სა და სხვა დოვ­ლა­თის", - აღ­ნიშ­ნავს სოსო არჩვა­ძე და მომ­ხმა­რე­ბელს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­ზოგ­ვის მიზ­ნით ელექტრო­დამ­ზო­გი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყებ­ნე­ბას სთა­ვა­ზობს.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას ყვე­ბა: "ერ­თერთ შეძ­ლე­ბულ გერ­მა­ნულ ოჯახ­ში ვი­ყა­ვი სტუმ­რად და მას­პინ­ძელ­მა მშრალ სპირტზე მო­ა­დუ­ღა ჩაი. გერ­მა­ნი­ა­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ფასი სა­ქარ­თვე­ლო­სა­თან შე­და­რე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, ორ­ნა­ხე­ვარ­ჯერ მა­ღა­ლია. გერ­მა­ნელ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ ეს უფრო ეკო­ნო­მი­უ­რი იყო და არ გა­მო­ი­ყე­ნა ელექტრო­მა­დუ­ღა­რა", - ამ­ბობს სოსო არჩვა­ძე.

ექ­სპერ­ტი მომ­ხმა­რე­ბელს მო­უ­წო­დებს, თავი შე­ი­კა­ვონ სეს­ხის აღე­ბის­გან, მაგ­რამ მათ, ვის­თვი­საც სეს­ხის აღე­ბა აუ­ცი­ლე­ბელ სა­ჭი­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს, ურ­ჩევს, სეს­ხი იმ ვა­ლუ­ტა­ში აი­ღონ, რა ვა­ლუ­ტა­შიც აქვთ შე­მო­სა­ვა­ლი: "თუ თქვენ შე­მო­სა­ვა­ლი გაქვთ ლარ­ში, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში სეს­ხი დო­ლარ­ში არ აი­ღოთ, აი­ღეთ ლარ­ში",- ამ­ბობს სოსო არჩვა­ძე.

მიშა დუნ­დუა პო­ზი­ტი­ურ პროგ­ნო­ზებს აკე­თებს და ამ ეტაპ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნის­კენ მო­უ­წო­დებს: "მიმ­დი­ნა­რე თვე­ებ­ში სი­ტუ­ა­ცია და­რე­გუ­ლი­რე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ამ ეტაპ­ზე ჩემი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, შე­ი­ძი­ნონ ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ცია, რომ­ლებ­ზეც ფა­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უფრო მარ­ტი­ვია".

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბან­კო ოპე­რა­ცი­ებს, მიშა დუნ­დუ­ას თქმით, არას­წო­რი იქ­ნე­ბა ამ ეტაპ­ზე და­ნა­ზო­გის დო­ლარ­ში გა­კე­თე­ბა. "ვინც ახლა დო­ლა­რის აჟი­ო­ტა­ჟურ შეს­ყიდ­ვას და­ი­წყებს, ის წა­გე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა. ამი­ტომ თან­ხა უნდა შე­ვი­ნა­ხოთ იმ ვა­ლუ­ტა­ში, რა ვა­ლუ­ტა­შიც გვაქვს შე­მო­სა­ვა­ლი და რა ვა­ლუ­ტა­შიც ვუ­კე­თებთ ფულს რე­ა­ლი­ზა­ცი­ას", - აღ­ნიშ­ნავს მიშა დუნ­დუა. თუმ­ცა ექ­სპერ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ სი­ტუ­ა­ცია დრო­ე­ბი­თია და მო­სახ­ლე­ო­ბას პო­ზი­ტი­ურ პროგ­ნოზს სთა­ვა­ზობს:

"მარ­ტის თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში, სი­ტუ­ა­ცია აქ­ტი­უ­რად შე­მობ­რუნ­დე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ. მარ­ტის თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ინფლა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა არ მოხ­დე­ბა იმ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ­ლე­ბიც უნდა გა­ტარ­დეს".

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

როგორ დავიცვათ ოჯახი ლარის ვარდნისგან? - ეკონომიკის ექსპერტების სპეციალური რჩევები მოქალაქეებს

როგორ დავიცვათ ოჯახი ლარის ვარდნისგან? - ეკონომიკის ექსპერტების სპეციალური რჩევები მოქალაქეებს

ლარის დევალვაციამ და გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდამ მომხმარებელი შეაშფოთა. შემოსავლები უცვლელია, ხარჯები კი იზრდება. Ambebi.ge თავის მკითხველს ეკონომიკის ექსპერტების რჩევებს სთავაზობს მეტად საჭირო და პრაგმატულ საკითხებთან დაკავშირებით.

როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი არასტაბიული ეკონომიკური სიტუაციის დროს, რაზე უნდა დაზოგოს თანხა და რა ვალუტაში უნდა აიღოს სესხი, ამის შესახებ ექპერტები ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე და მიშა დუნდუა საუბრობენ.

სოსო არჩვაძის თქმით, ლარის კურსი სერიოზულ გავლენას ახდენს შიდა სამომხმარებლო ბაზრებზე, რადგან ქართული ბაზრის დიდი ნაწილი, თითქმის ორი მესამედი, იმპორტირებულ საქონელზეა დამოკიდებული.

"იმპორტის თანაფარდობას ქვეყნის ეკონომიკასთან გადამწყვეტი როლი უკავია ლარის დევალვაციის დროს. რაც უფრო მეტად ვართ დამოკიდებული იმპორტზე, კურსის მცირე რხევაც კი დიდ გავლენას ახდენს - მაღალი კორელაციაა ლარის დევალვაციასა და ფასების მატებას შორის", -აღნიშნავს ექსპერტი.

მისივე თქმით, რაც უფრო ნაკლებად ელასტიურია საქონელი, მით უფრო რთულია მასზე უარის თქმა. მაგალითად, პური და ლუდი. პური შედარებით ნაკლებელასტიურია, ლუდი მაღალელასტიური. ეს ნიშნავს, რომ ფასების მატების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ ლუდის მოხმარება, მაგრამ ვერ შევამცირებთ პურის მოხმარებას.

ის ეხმაურება საჭირო პროდუქტების წინასწარი მომარაგების იდეას და ამბობს, რომ ასე შესაძლოა, ამოცანა გადაიჭრას, მაგრამ მთავარი შეძენილი პროდუქტების სწორი გამოყენებაა:

"მომარაგებით, შესაძლოა, მომხმარებელმა ლოკალური ამოცანა გადაწყვიტოს. ინგლისური ანდაზა არსებობს ამასთან დაკავშირებით, დაზოგო პენი, ეს ნიშნავს, იშოვო ერთი ახალი პენი. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ უკვე შეძენილი პროდუქტების უფრო რაციონალური გამოყენება. არა მხოლოდ პროდუქტების, არამედ ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სხვა დოვლათის", - აღნიშნავს სოსო არჩვაძე და მომხმარებელს ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით ელექტროდამზოგი საშუალებების გამოყებნებას სთავაზობს.

ამასთან დაკავშირებით კი საინტერესო ისტორიას ყვება: "ერთერთ შეძლებულ გერმანულ ოჯახში ვიყავი სტუმრად და მასპინძელმა მშრალ სპირტზე მოადუღა ჩაი. გერმანიაში ელექტროენერგიის ფასი საქართველოსათან შედარებით, დაახლოებით, ორნახევარჯერ მაღალია. გერმანელმა ჩათვალა, რომ ეს უფრო ეკონომიური იყო და არ გამოიყენა ელექტრომადუღარა", - ამბობს სოსო არჩვაძე.

ექსპერტი მომხმარებელს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სესხის აღებისგან, მაგრამ მათ, ვისთვისაც სესხის აღება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, ურჩევს, სესხი იმ ვალუტაში აიღონ, რა ვალუტაშიც აქვთ შემოსავალი: "თუ თქვენ შემოსავალი გაქვთ ლარში, არავითარ შემთხვევაში სესხი დოლარში არ აიღოთ, აიღეთ ლარში",- ამბობს სოსო არჩვაძე.

მიშა დუნდუა პოზიტიურ პროგნოზებს აკეთებს და ამ ეტაპზე მოსახლეობას ადგილობრივი პროდუქციის შეძენისკენ მოუწოდებს: "მიმდინარე თვეებში სიტუაცია დარეგულირებას ექვემდებარება. ამ ეტაპზე ჩემი რჩევა იქნება, შეიძინონ ადგილობრივი პროდუქცია, რომლებზეც ფასების შენარჩუნება უფრო მარტივია".

რაც შეეხება საბანკო ოპერაციებს, მიშა დუნდუას თქმით, არასწორი იქნება ამ ეტაპზე დანაზოგის დოლარში გაკეთება. "ვინც ახლა დოლარის აჟიოტაჟურ შესყიდვას დაიწყებს, ის წაგებული დარჩება. ამიტომ თანხა უნდა შევინახოთ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც გვაქვს შემოსავალი და რა ვალუტაშიც ვუკეთებთ ფულს რეალიზაციას", - აღნიშნავს მიშა დუნდუა. თუმცა ექსპერტი აღნიშნავს, რომ სიტუაცია დროებითია და მოსახლეობას პოზიტიურ პროგნოზს სთავაზობს:

"მარტის თვის განმავლობაში, აპრილის დასაწყისში, სიტუაცია აქტიურად შემობრუნდება უკეთესობისკენ. მარტის თვის განმავლობაში ინფლაციის მნიშვნელოვანი ზრდა არ მოხდება იმ ღონისძიებებიდან გამომდინარე, რომლებიც უნდა გატარდეს".

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია