მოსკოვში უკრაინის საელჩოსთან მაიდნის მსხვერპლთა პატივსაცემად მისული პირები დააკავეს

მოსკოვში უკრაინის საელჩოსთან მაიდნის მსხვერპლთა პატივსაცემად მისული პირები დააკავეს

მოსკოვში, უკრაინის საელჩოსთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომლებსაც სურდათ ერთი წლის წინ მაინდის მოვლენების დროს გარდაცვლილთა პატივსაცემად საელჩოსთან ყვავილები დაედოთ.

უკრაინული სააგენტოების ცნობით, დაკავებულთა შორისაა აქტივისტი ეკატერინა მალდონი, რომელიც ცნობილია უკრაინელი მფრინავი ქალის, ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქციებით.

მოსკოვში, უკრაინის საელჩოს ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ შემოსაზღვრული, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დიპლომატიურ მისიას რამდენიმე ათეული პოლიციელი იცავს. მშვიდობიან აქციას ასევე ხელს უშლიან ვლადიმერ პუტინის მომხრეები, რომლებიც სკანდირებენ: არა მაიდანს რუსეთში!

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა