"წინა ხელისუფლების პერიოდში, რვა სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა თავი მოიკლა"

"წინა ხელისუფლების პერიოდში, რვა სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა თავი მოიკლა"

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღგ-სგან და K2 ტიპის მოსაკრებლისგან თავისუფლდება ის ობიექტები, რომლებზეც სამშენებლო ნებართვა გაცემულია 2008 წლის აგვისტომდე და დღემდე ძალაშია. თანხები, რომლის ჩამოწერაც მოხდება, 100-დან 200 მილიონ ლარამდეა. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა ჟურალისტებს განუცხადა. "ეს შეეხება 15 000-ზე მეტ ფიზიკურ პირს და 15-ზე მეტ კომპანიას. ხუციშვილი ამ ეტაპზე კონკრეტულ კომპანიებს არ ასახელებს. ეს შეღავათები წესდება იმ პირობით, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ობიექტებზე გაგრძელდება სამუშაოები და ამ სამი წლის განმავლობაში დასრულდება მშენებლობა. ეს შეღავათები წესდება ზოგადად დარგისთვის", - განაცხადა ხუციშვილმა. მისივე თქმით, მთავრობას მომზადებული აქვს შესაბამისი კანონპროექტი და ეს ინიციატივა ძალაში პარლამენტის მხრიდან კანონპროექტის მიღების შემდეგ შევა.

"ცენტრ-პოინტის" წარმომადგენელს, ვახტანგ რჩეულიშვილს და მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ირაკლი როსტომაშვილს დაუკავშირდა..

ვახტანგ რჩეულიშვილი: "მთავრობამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მენაშენეთა ასოციაციასთან და სხვა ორგანიზაციებთან ერთად, დიდი ხანია ამ მიმართულებით ვმუშაობთ. საუბარია 2008 წლის აგვისტომდე დაწყებულ და არსებული მდგომარეობით, როგორც დამთავრებულ, ასევე შეჩერებულ მშენებლობებზე დაგროვილი გადასახადების ჩამოწერაზე. გადასახადებისთვის საჭირო თანხა რომ დაგვეგროვებინა, ქონება უნდა შეგვექმნა. ეს პროცესი კი ბევრი ფაქტორის გამო შეფერხდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, ჩვენი გათვლებით, დღგ-ს გადასახადი 70-75 მილიონს აღწევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ნახევარი მილიარდის ღირებულების უძრავი ქონება მაინც უნდა აგვეშენებინა, 70 მილიონი რომ გადაგვეხადა. მოსაწესრიგებელი იყო ეს საკითხი. ბიუჯეტს ამ გადაწყვეტილებით არაფერი დაუკარგავს. ეს თანხა ბიუჯეტში მაინც ვერ შევიდოდა. ეს გადაწყვეტილება რომ არ მიეღოთ, გადასახადს ვერ ამოიღებდნენ. და, ამავდროულად, კომპანიებსაც გააკოტრებდნენ. ახლა კი კომპანიები გადარჩებიან. აქტივებს შეინარჩუნებენ, მშენებლობას გააგრძელებენ და კლიენტებსაც გაისტუმრებენ. ეს კი, რა თქმა უნდა, ეკონომიკასაც დაეტყობა. ამიტომაც არის, რომ მხარს ვუჭერთ და მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. "ცენტრ-პოინტის" შემთხვევაში, მოუწესრიგებელი რჩება თბილისის და ბათუმის მერიის მიერ ჩვენთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების საკითხი, რაც ათეულობით მილიონ დოლარს აღწევს. თუმცა ეს სასამართლოს გზით მოსაგვარებელი საკითხია და ამ კონტექსტში არ განიხილება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იცით რა არის? გაირკვა, რომ ჩვენ თაღლითები კი არა, დაზარალებულები ვართ, ვინაიდან ომის შემდეგ დაზარალებულ კომპანიებს უწევენ ამ შეღავათს. ეს ჩვენს კომპანიას ყველაზე მეტად შეეხო, ვინაიდან იმ დროს სამშენებლო ბაზრის 55% გვეკავა".

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია