პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მხოლოდ ჭურჭელი ვარ" - ინტერვიუ სუროგატ დედასთან, რომელიც სხვას უკვე მესამე ბავშვს უჩენს
"მე მხოლოდ ჭურჭელი ვარ" - ინტერვიუ სუროგატ დედასთან, რომელიც სხვას უკვე მესამე ბავშვს უჩენს

სუ­რო­გა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით და­საშ­ვე­ბია. აქამ­დე სუ­რო­გა­ტი დე­დე­ბი ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლი წყვი­ლის­თვის აჩენ­დნენ ბავ­შვებს. ბოლო ხანს ამ სა­კი­თხი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი გა­ი­ზარ­და, რად­გან რიგი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ამ სფე­რო­ში ბევ­რი უკა­ნო­ნო­ბა ხდე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მალე შე­საძ­ლოა სუ­რო­გა­ცია გარ­კვე­ულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩო­ში მო­ექ­ცეს. ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტი 29 წლის ქალ­ბა­ტო­ნია. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ის უცხო­ელ წყვილს პა­ტა­რას გა­უ­ჩენს. წყვი­ლი ამ დღეს მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა. პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­დე­ბა და ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნა­ში წა­იყ­ვა­ნენ.

მა­ნა­ნა სუ­რო­გა­ტი დედა გახ­ლავთ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სო­რო­გა­ტო­ბა მის პრო­ფე­სი­ად იქცა, ის ბავ­შვს უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის უკვე მე­სა­მედ აჩენს. თა­ვად ორი შვი­ლის დე­დაა, ჰყავს მე­უღ­ლეც. ქმა­რი არ არის წი­ნა­აღ­მდე­გი, ცოლ­მა ამ გზით ფული იშო­ვოს.

- რო­დის და რა­ტომ მი­ი­ღეთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- სუ­რო­გა­ცი­ის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად 2007 წელს შე­ვი­ტყვე. ერთი ახ­ლო­ბე­ლი მარ­ტო­ხე­ლა ქალი გა­მო­მი­ტყდა, რომ კა­ნა­დელ წყვილს შვი­ლი გა­უ­ჩი­ნა. იცო­და ეკო­ნო­მი­უ­რად რო­გორ მი­ჭირ­და და მირ­ჩია ამ საქ­მით და­ვინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყა­ვი. ორ შვილს ვზრდი­დი, მე­უღ­ლეც უმუ­შე­ვა­რი მყავ­და და მარ­თლა ძა­ლი­ან მი­ჭირ­და ეკო­ნო­მი­უ­რად. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­დგი ეს ნა­ბი­ჯი. ინ­ფორ­მა­ცია ინ­ტერ­ნე­ტით გა­და­ვა­მოწ­მე და როცა დავ­რწმუნ­დი, ნა­ყოფ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ მექ­ნე­ბო­და და მხო­ლოდ ჭურ­ჭე­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, ეს ჩემს მე­უღ­ლე­საც ვუ­თხა­რი, თან წა­ვა­კი­თხე ინ­ფორ­მა­ცია. ჩემი ნაც­ნო­ბი გო­გო­ნას დახ­მა­რე­ბით აღ­მოვ­ჩნდი ერთ-ერთ ასეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში. იქ უფრო დე­ტა­ლუ­რად ამიხ­სნეს ყვე­ლა­ფე­რი და მივ­ხვდი, რომ ეს პრო­ცე­დუ­რა ჩემს ორ­გა­ნიზ­მში რა­ი­მე უკუჩ­ვე­ნე­ბას არ გა­მო­იწ­ვევ­და. ამ გზით 2008 წელს გა­ვა­ჩი­ნე პირ­ვე­ლი ბავ­შვი. თქვენ ვერ წარ­მო­იდ­გენთ რო­გო­რი გა­ხა­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ ბავ­შვის მშობ­ლე­ბი, მარ­თლა კარ­გი საქ­მე გა­ვა­კე­თე მათ­თვის და ჩემ­თვი­საც, რად­გან მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ზღა­ურ­საც ვი­ღებ და სხვა­საც ვეხ­მა­რე­ბი. თუ ქალს ქმა­რი ჰყავს, მისი თან­ხმო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"მე მხოლოდ ჭურჭელი ვარ" - ინტერვიუ სუროგატ დედასთან, რომელიც სხვას უკვე მესამე ბავშვს უჩენს

"მე მხოლოდ ჭურჭელი ვარ" - ინტერვიუ სუროგატ დედასთან, რომელიც სხვას უკვე მესამე ბავშვს უჩენს

სუროგაცია საქართველოში ჯერჯერობით დასაშვებია. აქამდე სუროგატი დედები ძირითადად უცხოელი წყვილისთვის აჩენდნენ ბავშვებს. ბოლო ხანს ამ საკითხისადმი საზოგადოების ინტერესი გაიზარდა, რადგან რიგი ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ამ სფეროში ბევრი უკანონობა ხდება. გავრცელებული ინფორმაციით, მალე შესაძლოა სუროგაცია გარკვეულ საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცეს. ჩვენი რესპოდენტი 29 წლის ქალბატონია. რამდენიმე თვეში ის უცხოელ წყვილს პატარას გაუჩენს. წყვილი ამ დღეს მოუთმენლად ელოდება. პატარა საქართველოში დაიბადება და ბიოლოგიური მშობლები თავიანთ ქვეყანაში წაიყვანენ.

მანანა სუროგატი დედა გახლავთ. შეიძლება ითქვას, სოროგატობა მის პროფესიად იქცა, ის ბავშვს უცხო ადამიანებისთვის უკვე მესამედ აჩენს. თავად ორი შვილის დედაა, ჰყავს მეუღლეც. ქმარი არ არის წინააღმდეგი, ცოლმა ამ გზით ფული იშოვოს.

- როდის და რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

- სუროგაციის შესახებ პირველად 2007 წელს შევიტყვე. ერთი ახლობელი მარტოხელა ქალი გამომიტყდა, რომ კანადელ წყვილს შვილი გაუჩინა. იცოდა ეკონომიურად როგორ მიჭირდა და მირჩია ამ საქმით დავინტერესებულიყავი. ორ შვილს ვზრდიდი, მეუღლეც უმუშევარი მყავდა და მართლა ძალიან მიჭირდა ეკონომიურად. სწორედ ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი. ინფორმაცია ინტერნეტით გადავამოწმე და როცა დავრწმუნდი, ნაყოფთან არანაირი კავშირი არ მექნებოდა და მხოლოდ ჭურჭელი ვიქნებოდი, ეს ჩემს მეუღლესაც ვუთხარი, თან წავაკითხე ინფორმაცია. ჩემი ნაცნობი გოგონას დახმარებით აღმოვჩნდი ერთ-ერთ ასეთ ორგანიზაციაში. იქ უფრო დეტალურად ამიხსნეს ყველაფერი და მივხვდი, რომ ეს პროცედურა ჩემს ორგანიზმში რაიმე უკუჩვენებას არ გამოიწვევდა. ამ გზით 2008 წელს გავაჩინე პირველი ბავშვი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი გახარებული იყვნენ ბავშვის მშობლები, მართლა კარგი საქმე გავაკეთე მათთვის და ჩემთვისაც, რადგან მომსახურების საზღაურსაც ვიღებ და სხვასაც ვეხმარები. თუ ქალს ქმარი ჰყავს, მისი თანხმობა აუცილებელია.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია