ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ვენაში ოფიციალურ ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება.
ვიქტორ დოლიძის მიერ ვიზიტის შეწყვეტის მიზეზი უცნობია. ის მედიისთვის კომენტარს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს.
18-20 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეა იმართებოდა.