საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის სძინავს ლენუკა ყიფშიძის საძინებელში
ვის სძინავს ლენუკა ყიფშიძის საძინებელში

სხვა­დას­ხვა დროს ყიფ­ში­ძე­ე­ბის ოჯახ­ში სულ ჰყავ­დათ ძაღ­ლი. ეს ცხო­ვე­ლი ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძეს გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს და მი­უ­ხე­და­ვად იმ სტრე­სი­სა, რაც ძაღ­ლე­ბის სიკ­ვდილს ახ­ლავს თან, მა­ინც ვერ ელე­ვა და ყო­ველ­თვის აქვს სურ­ვი­ლი, მის გვერ­დით ძაღ­ლი იყოს. ახლა ბა­გის უვ­ლის, რო­მელ­საც წელს აპ­რილ­ში ოთხი წელი შე­უს­რულ­დე­ბა...

- ჩვე­ნი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს უყ­ვარს ძაღ­ლი და თით­ქმის ყო­ველ­თვის გვყავ­და სხვა­დას­ხვა ჯი­შის. ძაღ­ლი ჩვენ­თვის ადა­მი­ა­ნი­ვი­თაა. ზოგ­ჯერ ეს არ­სე­ბე­ბი ადა­მი­ან­ზე მე­ტად მგრძნო­ბი­ა­რე­ნი არი­ან. ტყუ­ი­ლად არ არის ნათ­ქვა­მი, ძაღ­ლი ადა­მი­ა­ნის მე­გო­ბა­რი­აო. მარ­თლაც ასეა, ის არას­დროს ღა­ლა­ტობს პატ­რონს, სუფ­თა და ერ­თგუ­ლია. ძაღ­ლის წელ­ში ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი და ზო­გა­დად, ცხო­ვე­ლე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ვერ მო­გა­ტყუ­ებთ და გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, რომ კა­ტას ვერ ვე­გუ­ე­ბი. თუმ­ცა ძაღლსა და თუ­თი­ყუშ­თან ერ­თად კა­ტე­ბიც სულ გვყავ­და ოჯახ­ში. პა­ტა­რა­ო­ბი­სას შინ ბევ­რი ცხო­ვე­ლი ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბი იყო, მაგ­რამ რაც ბავ­შვი აღარ ვარ და, ასე ვთქვათ, ასაკ­ში შე­ვე­დი, მივ­ხვდი, რომ სა­კუ­თა­რი სახ­ლი თუ არ გაქვს, შინ რამ­დე­ნი­მე ცხო­ვე­ლის ყოლა ძა­ლი­ან ძნე­ლია. დიდი სახ­ლი რომ მქონ­დეს, ორი ძაღ­ლი მე­ყო­ლე­ბო­და, რად­გან ვგიჟ­დე­ბი ცხო­ვე­ლებ­ზე და თან კანე კორ­სო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ჭკვი­ა­ნი ჯი­შია. ოჯა­ხის მცვე­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან.

- კანე კორ­სომ­დე რა ჯი­შის ძაღ­ლე­ბი გყავ­დათ?

- ბა­ბუ­ა­ჩე­მი დოგს უვ­ლი­და, მის გარ­და, მახ­სოვს გვყავ­და: დრად­ხა­რი, ნა­გა­ზი, პუ­დე­ლი... მცი­რე ხანს კო­კერ­სპა­ნი­ე­ლიც გვყავ­და, რო­მე­ლიც ვი­პო­ვეთ, მაგ­რამ მერე პატ­რო­ნი გა­მოჩ­ნდა და წა­იყ­ვა­ნა. შემ­დეგ მა­მა­ჩემს აჩუ­ქეს კანე კორ­სო, რო­მე­ლიც აპ­რილ­ში ოთხი წლის ხდე­ბა. დღემ­დე გვყავს და ჩვენ­თვის შვი­ლი­ვით არის. მა­მას ასე­ვე აჩუ­ქეს თეთ­რი, ცის­ფერ­თვა­ლე­ბა ლა­ი­კა. ერთ სახ­ლში ჩვენ, ორი ბავ­შვი და კი­დევ ორი ძაღ­ლი ძა­ლი­ან რთუ­ლია და რომ მივ­ხვდით, უკვე მა­რაზმში გა­და­დი­ო­და, მა­მა­ჩემ­მა და ძმამ ლა­ი­კა ბა­თუმ­ში გა­ა­ჩუ­ქეს. ახლა გვყავს მხო­ლოდ კანე კორ­სო ბა­გი­რა. იტა­ლი­უ­რი ჯი­შის ძაღ­ლია. ბა­გის მო­ფე­რე­ბით ბაგი-ბუ­გას ვე­ძა­ხით. ეს სა­ხე­ლი ყვე­ლამ ერ­თად შე­ვურ­ჩი­ეთ, შა­ვია და ბა­გი­რას მარ­თლა ჰგავს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ვის სძინავს ლენუკა ყიფშიძის საძინებელში

ვის სძინავს ლენუკა ყიფშიძის საძინებელში

სხვადასხვა დროს ყიფშიძეების ოჯახში სულ ჰყავდათ ძაღლი. ეს ცხოველი ლენუკა ყიფშიძეს გამორჩეულად უყვარს და მიუხედავად იმ სტრესისა, რაც ძაღლების სიკვდილს ახლავს თან, მაინც ვერ ელევა და ყოველთვის აქვს სურვილი, მის გვერდით ძაღლი იყოს. ახლა ბაგის უვლის, რომელსაც წელს აპრილში ოთხი წელი შეუსრულდება...

- ჩვენი ოჯახის ყველა წევრს უყვარს ძაღლი და თითქმის ყოველთვის გვყავდა სხვადასხვა ჯიშის. ძაღლი ჩვენთვის ადამიანივითაა. ზოგჯერ ეს არსებები ადამიანზე მეტად მგრძნობიარენი არიან. ტყუილად არ არის ნათქვამი, ძაღლი ადამიანის მეგობარიაო. მართლაც ასეა, ის არასდროს ღალატობს პატრონს, სუფთა და ერთგულია. ძაღლის წელში ვარ დაბადებული და ზოგადად, ცხოველები ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ მოგატყუებთ და გულწრფელად გეტყვით, რომ კატას ვერ ვეგუები. თუმცა ძაღლსა და თუთიყუშთან ერთად კატებიც სულ გვყავდა ოჯახში. პატარაობისას შინ ბევრი ცხოველი ჩემთვის მისაღები იყო, მაგრამ რაც ბავშვი აღარ ვარ და, ასე ვთქვათ, ასაკში შევედი, მივხვდი, რომ საკუთარი სახლი თუ არ გაქვს, შინ რამდენიმე ცხოველის ყოლა ძალიან ძნელია. დიდი სახლი რომ მქონდეს, ორი ძაღლი მეყოლებოდა, რადგან ვგიჟდები ცხოველებზე და თან კანე კორსო განსაკუთრებულად ჭკვიანი ჯიშია. ოჯახის მცველებად მიიჩნევიან.

- კანე კორსომდე რა ჯიშის ძაღლები გყავდათ?

- ბაბუაჩემი დოგს უვლიდა, მის გარდა, მახსოვს გვყავდა: დრადხარი, ნაგაზი, პუდელი... მცირე ხანს კოკერსპანიელიც გვყავდა, რომელიც ვიპოვეთ, მაგრამ მერე პატრონი გამოჩნდა და წაიყვანა. შემდეგ მამაჩემს აჩუქეს კანე კორსო, რომელიც აპრილში ოთხი წლის ხდება. დღემდე გვყავს და ჩვენთვის შვილივით არის. მამას ასევე აჩუქეს თეთრი, ცისფერთვალება ლაიკა. ერთ სახლში ჩვენ, ორი ბავშვი და კიდევ ორი ძაღლი ძალიან რთულია და რომ მივხვდით, უკვე მარაზმში გადადიოდა, მამაჩემმა და ძმამ ლაიკა ბათუმში გააჩუქეს. ახლა გვყავს მხოლოდ კანე კორსო ბაგირა. იტალიური ჯიშის ძაღლია. ბაგის მოფერებით ბაგი-ბუგას ვეძახით. ეს სახელი ყველამ ერთად შევურჩიეთ, შავია და ბაგირას მართლა ჰგავს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება