ვისთვის ეძებს კარგ სარძლოს ინდირა ჯგერნაია

ვისთვის ეძებს კარგ სარძლოს ინდირა ჯგერნაია

მეგობარი ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადამიანია, რომელიც ჭირსა და ლხინში ჩვენ გვერდით უნდა იდგეს. დღევანდელი რესპონდენტი ინდირა ჯგერნაია თავის ბავშვობის მეგობართან, გიორგი დიხამიძესთან ერთად ჩავწერეთ. ინდირა და გიორგი 9-10 წლის ასაკიდან მეგობრობენ.

- როგორი მეგობარია ინდირა?

გიორგი:

- ერთგული და გულკეთი-ლი. სამწუხაროდ, ამ თვისებებს ბოროტად იყენებდნენ და გულს სტკენდნენ.

- ინდირა, გიორგიში ყველაზე მეტად რა მოგწონს?

- არასდროს უღალატია ჩემთვის. მისგან ვიღებ ჯანსაღ კრიტიკასა და თანადგომას.

- სკოლის წლებს როგორ გაიხსენებთ?

გიორგი:

- ინდირა ძალიან ცელქი იყო, გოგონებზე მეტად ბიჭე-ბს უგებდა და შესაბამისად, მათთან მეგობრობდა, აწყობ-და შატალოებს, ებრძოდა უსამართლობას.

- პატარაობაში რა გინდოდა გამოსულიყავი?

ინდირა:

- ყოველთვის მომღერლობა მსურდა. მუსიკალურ სკოლაში ოთხი წლის ასაკში მიმიღეს, რაც ჩემი აბსოლუტური სმენის დამსახურება იყო.

- რაზე კამათობთ?

- ვჩხუბობთ, როცა რაიმეს გვიან ვუმხელთ ერთმანეთს. ზოგადად, ძალიან მაღი-ზიანებს ადამიანების ჩაგვრა. ასეთ ფაქტებს უყურადღებოდ არასდროს ვტოვებ. სამსახურშიც მომსვლია უსიამოვნება ამ მიზეზით.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება