პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უგულავას პატიმრობის ქრონიკა და "სელებრითი" სამეგობრო, რომლებმაც ყოფილი მერი ციხეშიც არ მიატოვეს
უგულავას პატიმრობის ქრონიკა და "სელებრითი" სამეგობრო, რომლებმაც ყოფილი მერი ციხეშიც არ მიატოვეს

დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ფილ მერს, გიგი უგუ­ლა­ვას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 2014 წლის ივ­ლის­ში შე­უ­ფარ­და.

ვიდ­რე წარ­მო­გიდ­გენთ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ყო­ფი­ლი მერი ცი­ხე­შიც არ მი­ა­ტო­ვეს, თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ უგუ­ლა­ვას პა­ტიმ­რო­ბის ქრო­ნი­კას:

თბი­ლი­სის ყო­ფილ მერს გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა მარ­ნე­უ­ლის სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის მი­მართ 2014 წლის 5 ივ­ნისს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იძუ­ლე­ბის და ჯგუ­ფუ­რი მოქ­მე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იყო მარ­ნე­უ­ლის სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის კა­ნო­ნი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფერ­ხე­ბი­სა­კენ. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უგუ­ლა­ვას ასე­ვე წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა გი­ორ­გი ღო­ნი­აშ­ვილ­თან და სხვა პი­რებ­თან ერ­თად, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ი­სა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის. და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა" და "გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, 25,362-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 226-ე მუხ­ლით და 150-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.

გიგი უგუ­ლა­ვა იმ პა­ტი­მარ­თა­გა­ნია, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს გი­სო­სე­ბი­და­ნაც აკე­თე­ბენ. ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ფი­ლი მერი ეფექ­ტუ­რად იყე­ნებ­და და დღემ­დე იყე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebook-ს.

გარ­და ამი­სა, უგუ­ლა­ვამ ცი­ხი­დან ერთ-ერთ ტე­ლე­არხზე სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტიც წა­მო­ი­წყო. "პა­ტი­მა­რი #X", - ასე ქვია მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან სე­რი­ალს, რო­მე­ლიც პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ფი­ლი მე­რის ცი­ხე­ში გა­კე­თე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, ანი­მა­ცი­ურ ფორ­მატ­ში მზად­დე­ბა.

უგუ­ლა­ვა პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან გრძნობს მხარ­და­ჭე­რას ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის­გან. ცხა­დია, მის ყო­ველ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს ეს­წრე­ბა მისი მე­უღ­ლე ლელა კი­ლა­ძე. ამ­ჯე­რად ჩვენ ყო­ფი­ლი მე­რის იმ ცნო­ბი­ლი მე­გობ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­გახ­სე­ნებთ, რომ­ლე­ბიც მას სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში ამ­ხნე­ვე­ბენ და ხში­რად ეს­წრე­ბი­ან პრო­ცე­სებს.

უგუ­ლა­ვას სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ხში­რად ნა­ხავთ მომ­ღე­რალ სტე­ფა­ნეს, ისე­ვე რო­გორც კა­ხუ­ჩე­ლას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­ხუ­ჩე­ლამ 18 თე­ბერ­ვალს, რო­დე­საც სა­სა­მარ­თლომ დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და უგუ­ლა­ვა პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა, სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა.

უგუ­ლა­ვას პრო­ცეს­ზე ხში­რად ნა­ხავთ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­საც, რო­მელ­მაც თბი­ლი­სის ყო­ფილ მერს პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად მთე­ლი გა­და­ცე­მაც კი მი­უ­ძღვნა. მარ­თა­ლია, გა­და­ცე­მამ პა­თო­სის გამო, მა­ყუ­რებ­ლის საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, მაგ­რამ ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ამით დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელს მე­გობ­რო­ბა სა­ჯა­როდ და­უ­დას­ტუ­რა...

ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან კი­დევ ერთი, რო­მელ­საც უგუ­ლა­ვას მხარ­და­სა­ჭე­რად ნა­ხავთ, თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლია და ასე­ვე ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს­თან, უგუ­ლა­ვას მხარ­და­სა­ჭე­რად გა­მარ­თულ ერთ-ერთ აქ­ცი­ა­საც ეს­წრე­ბო­და.

და­ბო­ლოს, პა­ტი­მა­რი მე­გობ­რის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში ხში­რად იხი­ლავთ გიგა ბო­კე­რი­ა­სა და თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის წყვილ­საც, რომ­ლებ­საც უგუ­ლა­ვას­თან მე­გობ­რო­ბა­ზე ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, გიგი უგუ­ლა­ვა მათი მეჯ­ვა­რეა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 18 თე­ბერ­ვალს სა­მა­მარ­თლომ პა­ტი­მარ უგუ­ლა­ვას დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ფი­ლი მერი კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა.

ად­ვო­კა­ტე­ბი უგუ­ლა­ვას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას 20 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ ითხოვ­დნენ. პრო­კუ­რა­ტუ­რა კი მი­უ­თი­თებ­და, რომ უგუ­ლა­ვას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მისი მი­მალ­ვის, მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე არ­სე­ბობს.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| რა ქო­ნე­ბას ფლობს გიგი უგუ­ლა­ვას მე­უღ­ლე - ლელა კი­ლა­ძის შე­მო­სავ­ლე­ბი და სკან­და­ლე­ბი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

უგულავას პატიმრობის ქრონიკა და "სელებრითი" სამეგობრო, რომლებმაც ყოფილი მერი ციხეშიც არ მიატოვეს

უგულავას პატიმრობის ქრონიკა და "სელებრითი" სამეგობრო, რომლებმაც ყოფილი მერი ციხეშიც არ მიატოვეს

დედაქალაქის ყოფილ მერს, გიგი უგულავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2014 წლის ივლისში შეუფარდა.

ვიდრე წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც ყოფილი მერი ციხეშიც არ მიატოვეს, თვალი გადავავლოთ უგულავას პატიმრობის ქრონიკას:

თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას წარედგინა ბრალდება მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ 2014 წლის 5 ივნისს განხორციელებული იძულების და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისათვის, რომელიც მიმართული იყო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის კანონიერი საქმიანობის შეფერხებისაკენ. პროკურატურის ინფორმაციით, უგულავას ასევე წარედგინა ბრალდება გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ორგანიზებისთვის. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით, 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 226-ე მუხლით და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გიგი უგულავა იმ პატიმართაგანია, რომლებიც პოლიტიკურ განცხადებებს გისოსებიდანაც აკეთებენ. ხმაურიანი განცხადებების გავრცელებისთვის დედაქალაქის ყოფილი მერი ეფექტურად იყენებდა და დღემდე იყენებს სოციალურ ქსელ Facebook-ს.

გარდა ამისა, უგულავამ ციხიდან ერთ-ერთ ტელეარხზე სატელევიზიო პროექტიც წამოიწყო. "პატიმარი #X", - ასე ქვია მოკლემეტრაჟიან სერიალს, რომელიც პატიმრობაში მყოფი დედაქალაქის ყოფილი მერის ციხეში გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით, ანიმაციურ ფორმატში მზადდება.

უგულავა პატიმრობაში ყოფნის პირველივე დღიდან გრძნობს მხარდაჭერას ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან. ცხადია, მის ყოველ სასამართლო პროცესს ესწრება მისი მეუღლე ლელა კილაძე. ამჯერად ჩვენ ყოფილი მერის იმ ცნობილი მეგობრების შესახებ მოგახსენებთ, რომლებიც მას სასამართლო დარბაზში ამხნევებენ და ხშირად ესწრებიან პროცესებს.

უგულავას სასამართლო პროცესზე ხშირად ნახავთ მომღერალ სტეფანეს, ისევე როგორც კახუჩელას. აღსანიშნავია, რომ კახუჩელამ 18 თებერვალს, როდესაც სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და უგულავა პატიმრობაში დატოვა, სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

უგულავას პროცესზე ხშირად ნახავთ ნანუკა ჟორჟოლიანსაც, რომელმაც თბილისის ყოფილ მერს პატივისცემის ნიშნად მთელი გადაცემაც კი მიუძღვნა. მართალია, გადაცემამ პათოსის გამო, მაყურებლის საკმაოდ დიდი ნაწილი გააღიზიანა, მაგრამ ჟორჟოლიანმა ამით დედაქალაქის ყოფილ ხელმძღვანელს მეგობრობა საჯაროდ დაუდასტურა...

ცნობილი ადამიანებიდან კიდევ ერთი, რომელსაც უგულავას მხარდასაჭერად ნახავთ, თიკო სადუნიშვილია და ასევე ნინა წკრიალაშვილი, რომელიც სასამართლოსთან, უგულავას მხარდასაჭერად გამართულ ერთ-ერთ აქციასაც ესწრებოდა.

დაბოლოს, პატიმარი მეგობრის გასამხნევებლად სასამართლო დარბაზში ხშირად იხილავთ გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის წყვილსაც, რომლებსაც უგულავასთან მეგობრობაზე ახლო ურთიერთობა აკავშირებს. როგორც ცნობილია, გიგი უგულავა მათი მეჯვარეა.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს სამამართლომ პატიმარ უგულავას დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დედაქალაქის ყოფილი მერი კვლავ პატიმრობაში რჩება.

ადვოკატები უგულავას გათავისუფლებას 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ. პროკურატურა კი მიუთითებდა, რომ უგულავას გათავისუფლების შემთხვევაში მისი მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ| რა ქონებას ფლობს გიგი უგულავას მეუღლე - ლელა კილაძის შემოსავლები და სკანდალები

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა