"ქართული ოცნების" დეპუტატი პარლამენტის შენობაში სასაქონლო და საფონდო ბირჟის განთავსების წინადადებით გამოდის

"ქართული ოცნების" დეპუტატი პარლამენტის შენობაში სასაქონლო და საფონდო ბირჟის განთავსების წინადადებით გამოდის

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თემურ მაისურაძე პარლამენტს ქუთაისში მდებარე შენობაში კავკასიის რეგიონის მასშტაბის სასაქონლო და საფონდო ბირჟის განთავსებას სთავაზობს. როგორც დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რეგიონის განვითარებას ქუთაისში ასეთი ტიპის ბირჟის ამოქმედება შეუწყობს ხელს.

"მოდი მხარი დავუჭიროთ საქართველოს პარლამენტის თბილისში გადატანას. ქუთაისში მდებარე შენობაში კავკასიის რეგიონის მნიშვნელობის სასაქონლო და საფონდო ბირჟა შევქმნათ. შენობა ასეთ საქმიანობას ნამდვილად მოერგება - იქ სადაც ჩვენ ვსხედვართ, კომპანიების წარმომადგენლები განლაგდებიან, თაღის ქვეშ მუდმივმოქმედი გამოფენა იქნება და მთელს კავკასიაში ყველას ეცოდინება, რომ ღვეზელიდან დაწყებული ფასიანი ქაღალდებით დამთავრებული აქ შეიძლება მისი შეძენა. ქუთაისში განლაგდებიან საწარმოები და პატარ-პატარა კომპანიები, რომლებიც სასაქონლო-საფონდო ბირჟასთან იქნებიან "მიბმული". მათ შორის სახელმწიფო აუქციონები, ტენდერები, ბანკების წარმომადგელობა, სანოტარო კანტორები და ასე შემდეგ, შეიძლება ამ შენობაში განთავსდეს", - განაცხადა მაისურაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა