მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საიდუმლო გაანდო უცხოპლანეტელმა მიხეილ ცაგარელს - "დედამიწაზე ცხოვრებისას ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობდნენ"
რა საიდუმლო გაანდო უცხოპლანეტელმა მიხეილ ცაგარელს - "დედამიწაზე ცხოვრებისას ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობდნენ"

ჯერ კი­დევ წლის და­სა­წყის­ში, ას­ტორ­ლო­გი მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­თან მის უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტზე სა­უბ­რობ­და და მათ­თან შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებს ყვე­ბა. ას­ტრო­ლოგ­მა ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელს უცხო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან შეხ­ვედ­რის ში­ნა­არ­სი გა­აც­ნო და ემო­ცი­ებ­ზეც უამ­ბო, რო­მე­ლიც ამ შეხ­ვედ­რას თან ახ­ლდა.

რო­გორც მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლის ნა­ამ­ბო­ბის მი­ხედ­ვით ამ­ბობს, მათი წი­ნაპ­რე­ბი თა­ვის დრო­ზე აქ, დე­და­მი­წა­ზე ცხოვ­რობ­დნენ და მას შემ­დეგ, რაც იგი­ვე თან­მიმ­დევ­რო­ბით გა­ი­ა­რეს ევო­ლუ­ცი­ის ის გზა, რა­საც ჩვენ დღეს გავ­დი­ვართ, ისი­ნი დე­და­მი­წი­დან სხვა პლა­ნე­ტა­ზე გა­დაფ­რინ­დნენ.

"მე უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­თან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი მქონ­და, მათ შევ­ხვდი კი­დეც. ეს იყო 90-იან წლებ­ში, რო­დე­საც ძა­ლი­ან ბევ­რი უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი შე­მო­დი­ო­და, ამა­ზე ბევ­რიც იწე­რე­ბო­და. ერთ-ერთი შემ­თხვე­ვა მაია ჯა­ბუ­ას კონ­ცერ­ტის დროს მოხ­და, რო­დე­საც ათო­ბით ადა­მი­ან­მა და­ი­ნა­ხა უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა მათ­თან ჩემს კონ­ტაქტს, გუ­ლის ფან­ცქა­ლი დღემ­დე მახ­სოვს, მე­ში­ნო­და, სი­მარ­თლე გი­თხრათ, რად­გან ეს რა­ღაც უცხოს­თან შეხ­ვედ­რა იყო... ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა რუს­თავ­ში შედ­გა, და რომ მკი­თხოთ, რა ენა­ზე ვსა­უბ­რობ­დით, ენა იქ არ იყო, ეს იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად ტე­ლე­პა­ტი­უ­რი კონ­ტაქ­ტი. მახ­სოვს, გა­მი­ჩერ­და სა­ა­თი, თავი ამ­ტკივ­და სა­შინ­ლად, და არ­სე­ბა, რო­მელ­საც შევ­ხვდი, იყო სა­ო­ცა­რი პი­როვ­ნე­ბა. ის, და­ახ­ლო­ე­ბით, ორ მეტრზე მეტი სი­მაღ­ლის იყო, მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც უც­ნა­უ­რი ფერი ჰქონ­და.

ჩვენ გვქონ­და დი­ა­ლო­გი, რომ­ლის მსგავ­სი არას­დროს მქო­ნია. სულ რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა იყო. სა­ერ­თოდ, ცუ­დად გა­მო­დი­ან კონ­ტაქ­ტზე და ეს შემ­თხვე­ვა იყო ერ­თა­დერ­თი, რო­მელ­მაც იმ­დე­ნი რამ "გახ­სნა", რომ მე ვი­ყა­ვი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი.

ვკი­თხე სა­ქარ­თვე­ლო­ზე, და მან მი­თხრა, რომ ისი­ნი არი­ან ძვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მი­თხრა, თუ რო­მე­ლი თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დი­დან არი­ან, ისიც მი­თხრა, რომ მათ გვერ­დით არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ადრე ცხოვ­რობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რომ ისი­ნი ოდით­გან­ვე ცხოვ­რობ­დნენ აქ, დე­და­მი­წა­ზე, მაგ­რამ ევო­ლუ­ცი­ურ გზა­ზე გა­ი­ა­რეს ზუს­ტად ის, რა­საც ახლა ჩვენ გავ­დი­ვართ: გა­მო­ი­გო­ნეს ვე­ლო­სი­პე­დი, შემ­დგომ ავ­ტო­მო­ბი­ლი, შემ­დეგ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და თვითმფრი­ნა­ვე­ბი... და მან თქვა, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მათ­მა ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ამ აქ, დე­და­მი­წა­ზე ამო­წუ­რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და გა­და­ვიდ­ნენ რა­კე­ტე­ბის სის­ტე­მა­ზე და სხვა, ირ­გვლივ მყოფ სის­ტე­მებ­ში გაფ­რე­ნა­ზე. რო­გორც უცხოპ­ლა­ნე­ტელ­მა მი­თხრა, მათი გან­ვი­თა­რე­ბის ამ ეტაპ­ზე მათი სხე­უ­ლი გახ­და უცხო და უკვე დას­ჭირ­დათ სხვა სხე­უ­ლი იმის­თვის, რომ გა­და­სუ­ლიყ­ვნენ სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ამა­ში ჩემი მე­გო­ბა­რი და­მეხ­მა­რა. ჩე­მამ­დე მას ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი და მან წა­მიყ­ვა­ნა შემ­დეგ შეხ­ვედ­რა­ზე; ანუ მათ შო­რის შედ­გა დი­ა­ლო­გი, და­ნიშ­ნეს სად და რო­დის იქ­ნე­ბო­და შემ­დგო­მი მათი შეხ­ვედ­რა და წა­მიყ­ვა­ნა მე, ორნი ვი­ყა­ვით.

რა­ტომ­ღაც, არ ვიცი, რა­ტომ, მაგ­რამ ბოლო პე­რი­ოდ­ში მათ­თან კონ­ტაქ­ტი შე­წყდა. სხვა­თა შო­რის, ჩემს კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ არ შე­მო­დი­ან ისი­ნი აქ­ტი­ურ კონ­ტაქ­ტზე, მი­თხრა, რომ ეს ჯერ ად­რეა, და როცა მი­ი­ღე­ბენ შე­სა­ბა­მის ბრძა­ნე­ბას, აქ­ტი­უ­რად და­ამ­ყა­რე­ბენ კავ­შირს, და რო­დე­საც ვკი­თხე, თუ რა არის მათი ჩვენ­თან კონ­ტაქ­ტზე გა­მოს­ვლის მი­ზა­ნი, მი­თხრა, რომ ისი­ნი იცა­ვენ დე­და­მი­წას უგუ­ნუ­რო­ბის­გან. ადა­მი­ა­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ან­გრი­ონ პლა­ნე­ტა, და თუ დე­და­მი­წა აფეთ­ქდა, ეს გა­და­ე­ცე­მა მთელ მზის სის­ტე­მას და შემ­დეგ და­ან­გრევს სხვა ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ებ­საც...", - ამ­ბობს მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი.

ინ­ტერ­ვიუ შო­უ­დან "სხვა რა­კურ­სით".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

რა საიდუმლო გაანდო უცხოპლანეტელმა მიხეილ ცაგარელს - "დედამიწაზე ცხოვრებისას ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობდნენ"

რა საიდუმლო გაანდო უცხოპლანეტელმა მიხეილ ცაგარელს - "დედამიწაზე ცხოვრებისას ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობდნენ"

ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, ასტორლოგი მიხეილ ცაგარელი უცხოპლანეტელებთან მის უშუალო კონტაქტზე საუბრობდა და მათთან შეხვედრის დეტალებს ყვება. ასტროლოგმა ტელემაყურებელს უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელთან შეხვედრის შინაარსი გააცნო და ემოციებზეც უამბო, რომელიც ამ შეხვედრას თან ახლდა.

როგორც მიხეილ ცაგარელი უცხოპლანეტელის ნაამბობის მიხედვით ამბობს, მათი წინაპრები თავის დროზე აქ, დედამიწაზე ცხოვრობდნენ და მას შემდეგ, რაც იგივე თანმიმდევრობით გაიარეს ევოლუციის ის გზა, რასაც ჩვენ დღეს გავდივართ, ისინი დედამიწიდან სხვა პლანეტაზე გადაფრინდნენ.

"მე უცხოპლანეტელებთან უშუალო კონტაქტი მქონდა, მათ შევხვდი კიდეც. ეს იყო 90-იან წლებში, როდესაც ძალიან ბევრი უცხოპლანეტელი შემოდიოდა, ამაზე ბევრიც იწერებოდა. ერთ-ერთი შემთხვევა მაია ჯაბუას კონცერტის დროს მოხდა, როდესაც ათობით ადამიანმა დაინახა უცხოპლანეტელები.

რაც შეეხება მათთან ჩემს კონტაქტს, გულის ფანცქალი დღემდე მახსოვს, მეშინოდა, სიმართლე გითხრათ, რადგან ეს რაღაც უცხოსთან შეხვედრა იყო... ჩვენი შეხვედრა რუსთავში შედგა, და რომ მკითხოთ, რა ენაზე ვსაუბრობდით, ენა იქ არ იყო, ეს იყო აბსოლუტურად ტელეპატიური კონტაქტი. მახსოვს, გამიჩერდა საათი, თავი ამტკივდა საშინლად, და არსება, რომელსაც შევხვდი, იყო საოცარი პიროვნება. ის, დაახლოებით, ორ მეტრზე მეტი სიმაღლის იყო, მამაკაცი, რომელსაც უცნაური ფერი ჰქონდა.

ჩვენ გვქონდა დიალოგი, რომლის მსგავსი არასდროს მქონია. სულ რამდენიმე შეხვედრა იყო. საერთოდ, ცუდად გამოდიან კონტაქტზე და ეს შემთხვევა იყო ერთადერთი, რომელმაც იმდენი რამ "გახსნა", რომ მე ვიყავი გაკვირვებული.

ვკითხე საქართველოზე, და მან მითხრა, რომ ისინი არიან ძველი ებრაელების წარმომადგენლები, მითხრა, თუ რომელი თანავარსკვლავედიდან არიან, ისიც მითხრა, რომ მათ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც ადრე ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რომ ისინი ოდითგანვე ცხოვრობდნენ აქ, დედამიწაზე, მაგრამ ევოლუციურ გზაზე გაიარეს ზუსტად ის, რასაც ახლა ჩვენ გავდივართ: გამოიგონეს ველოსიპედი, შემდგომ ავტომობილი, შემდეგ კომპიუტერული ტექნოლოგიები და თვითმფრინავები... და მან თქვა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათმა ცივილიზაციამ აქ, დედამიწაზე ამოწურა შესაძლებლობები და გადავიდნენ რაკეტების სისტემაზე და სხვა, ირგვლივ მყოფ სისტემებში გაფრენაზე. როგორც უცხოპლანეტელმა მითხრა, მათი განვითარების ამ ეტაპზე მათი სხეული გახდა უცხო და უკვე დასჭირდათ სხვა სხეული იმისთვის, რომ გადასულიყვნენ სხვა განზომილებაში.

რაც შეეხება შეხვედრის ორგანიზებას, ამაში ჩემი მეგობარი დამეხმარა. ჩემამდე მას ჰქონდა კონტაქტი და მან წამიყვანა შემდეგ შეხვედრაზე; ანუ მათ შორის შედგა დიალოგი, დანიშნეს სად და როდის იქნებოდა შემდგომი მათი შეხვედრა და წამიყვანა მე, ორნი ვიყავით.

რატომღაც, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბოლო პერიოდში მათთან კონტაქტი შეწყდა. სხვათა შორის, ჩემს კითხვაზე, თუ რატომ არ შემოდიან ისინი აქტიურ კონტაქტზე, მითხრა, რომ ეს ჯერ ადრეა, და როცა მიიღებენ შესაბამის ბრძანებას, აქტიურად დაამყარებენ კავშირს, და როდესაც ვკითხე, თუ რა არის მათი ჩვენთან კონტაქტზე გამოსვლის მიზანი, მითხრა, რომ ისინი იცავენ დედამიწას უგუნურობისგან. ადამიანებმა შეიძლება დაანგრიონ პლანეტა, და თუ დედამიწა აფეთქდა, ეს გადაეცემა მთელ მზის სისტემას და შემდეგ დაანგრევს სხვა ცივილიზაციებსაც...", - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ინტერვიუ შოუდან "სხვა რაკურსით".