მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვებიან უნიკალური ფოტოები წინა საუკუნის ქართველებზე
რას ყვებიან უნიკალური ფოტოები წინა საუკუნის ქართველებზე

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თა­ვის გუნდთან ერ­თად, არა­ერთ სა­სარ­გებ­ლო საქ­მეს აკე­თებს. მათი ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო და ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ექ­ტია - ძვე­ლი, სა­უ­კუ­ნის ფო­ტო­მა­სა­ლის მო­პო­ვე­ბა და გა­ციფ­რე­ბა. ფოტო ხომ უტყუ­არ და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას ინა­ხავს და იძ­ლე­ვა წარ­სულ­ზე... ჰოდა, სწო­რედ ამ თე­მა­ზე, ანუ წარ­სუ­ლის სუ­რა­თე­ბის გამო გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს გა­ვე­სა­უბ­რეთ:

- ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, როცა "აჩ­რდილს" წერ­და, აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ჩვე­ნი ის­ტო­რია მხო­ლოდ მე­ფე­ე­ბი­სა გახ­ლავთ და ხალ­ხი მას­ში არ ჩან­სო. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ წარ­სულ­ში არ ჩანს კონ­ტექ­სტი, ჩვე­უ­ლე­ბე­ბი, ყო­ფი­თი სივ­რცე...

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კი­სა და კომ­პა­ნია "ჯე­ო­სე­ლის" ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი "ციფ­რუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე" მი­ზა­ნად არ ისა­ხავს მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბის ციფ­რულ ფორ­მატ­ში გა­დაყ­ვა­ნას, არა­მედ ერ­თგვა­რი მცდე­ლო­ბაა, რომ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ჩარ­თუ­ლო­ბით, შე­ივ­სოს ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნაკ­ლი­სი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა დროს, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჰქონ­და. ჩვე­ნი ჯგუ­ფე­ბი, სო­ფელ-სო­ფელ, კარ­და­კარ და­დი­ან და აციფ­რე­ბენ ფო­ტო­ებს და გი­გან­ტურ არ­ქივს ქმნი­ან - Photomatiane.ge. მალე პრო­ექ­ტში რე­გი­ო­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან და მათი დამ­ხა­რე­ბით, ჩვენ არ­ქივს ერთი-ორად გავზრდით.

-იქ­ნებ თქვენ მიერ მო­პო­ვე­ბულ და ხელთ ასე­ბულ რამ­დე­ნი­მე ფო­ტო­ზეც გვე­სა­უბ­რა?

- სი­ა­მოვ­ნე­ბით და რა­დე­ნი­მეს გა­მოვ­ყოფ: "თვა­ლი და­უდ­გა ევ­რო­პას. ღვი­ნის სმა" - ამ ფო­ტოს ასე და­ვარ­ქმევ­დი. გუ­რუ­ლი ბუ­კის­ცი­ხე­ლი შა­რა­ში­ძე­ე­ბი ფარ­თო აი­ვან­ზე შეკ­რე­ბი­ლან (1907 წელი). ზედ აწე­რია - "თა­მა­რა პა­რიზ­ში წას­ვლის წინ", რაც ცხა­დია, გან­სა­კუთ­რე­ბულ მზა­ო­ბას უნდა ნიშ­ნავ­დეს, მაგ­რამ სუფ­რა მი­ნი­მა­ლის­ტუ­რია, არ გუ­ლის­ხმობს კერ­ძე­ბის ზე­და­ხო­რას. ჩაც­მუ­ლო­ბა სადა, მათ შო­რის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­მო­სიც. სწო­რედ ასე­თი სუ­რა­თე­ბია ჩვე­ნი ცი­ვი­ლუ­რი წარ­სუ­ლის უტყუ­ა­რი პას­პორ­ტი.

ყაზ­ბე­გი, თა­ვის დრო­ზე, იმ­პე­რი­ი­სა და პრო­ვინ­ცი­ის გზა­გა­სა­ყა­რი, ანუ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის, სის­ხლი­სა და სი­ახ­ლის ად­გი­ლი გახ­ლდათ... ესეც იქა­უ­რი სა­დი­ლის სცე­ნა, ორი მო­ხუ­ცი - ყო­ფი­თი სევ­დის კლა­სი­კა, მსოფ­ლიო სევ­დის თა­ნა­ბა­რი. მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი და გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და­ბა­დე­ბა.

ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის "ხა­ხას­თან", ვიდ­რე 21-წლამ­დე. სხვა ფე­რე­ბი, სხვა სა­ხე­ე­ბი, სხვა გან­წყო­ბა. და­კარ­გუ­ლი სხვა და ძნე­ლად მო­საბ­რუ­ნე­ბე­ლი.

კი­ნო­რე­ჟი­სორ მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლის წი­ნაპ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი. ზედა რიგ­ში მარ­ჯვნი­დან: მა­რი­ამ ჯორ­ჯა­ძე (მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლის დედა), მე­რაბ ჯორ­ჯა­ძე (ბიძა), ივ­ლი­ტა ჯორ­ჯა­ძე (დე­ი­და).

ოლია სვა­ნიშ­ვი­ლი 1937 წელს ქმარ­თან ერ­თად და­ა­პა­ტიმ­რეს და ცო­ცხა­ლი არც ერთი აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. სუ­რა­თი კი სულ სხვა აწ­მყოს მი­უ­თი­თებს. მსგავ­სი დრო შორ­საა ბოლ­შე­ვიზ­მის შტამ­პი­სა და ყალ­ბი ღი­მი­ლის­გან. ასეთ დროს სხვა სი­ხა­რუ­ლი ახა­სი­ა­თებს, თურ­მე - ხან­მოკ­ლე.

თბი­ლი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლი (1947 წელი). ეს ქალ­ბა­ტო­ნი მარ­გა­ლი­ტა ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლია... ასე­თი ფო­ტო­ე­ბი ითხო­ვენ მარ­ტივ, გაც­ვე­თილ, მაგ­რამ მა­ინც ხან აუ­ცი­ლე­ბელ წარ­წე­რას: უკო­მენ­ტა­როდ...

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

Ambebi.ge-სთვის.

წმინდა გაგა
1

ვის რაში აინტერესებს საუკუნის წაინანდელ ფოტოებზე გამოსახული ადამინები ან ამბები. აწმყოს დაუბრუნდით და ჩვენს ბომონდსა და ელიტაზე მოგვაწოდეთ ახალ ახალი ამბები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რას ყვებიან უნიკალური ფოტოები წინა საუკუნის ქართველებზე

რას ყვებიან უნიკალური ფოტოები წინა საუკუნის ქართველებზე

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი თავის გუნდთან ერთად, არაერთ სასარგებლო საქმეს აკეთებს. მათი ერთ-ერთი საინტერესო და ისტორიული პროექტია - ძველი, საუკუნის ფოტომასალის მოპოვება და გაციფრება. ფოტო ხომ უტყუარ და საჭირო ინფორმაციას ინახავს და იძლევა წარსულზე... ჰოდა, სწორედ ამ თემაზე, ანუ წარსულის სურათების გამო გიორგი კეკელიძეს გავესაუბრეთ:

- ილია ჭავჭავაძე, როცა "აჩრდილს" წერდა, აღნიშნავდა, რომ ჩვენი ისტორია მხოლოდ მეფეებისა გახლავთ და ხალხი მასში არ ჩანსო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წარსულში არ ჩანს კონტექსტი, ჩვეულებები, ყოფითი სივრცე...

ეროვნული ბიბლიოთეკისა და კომპანია "ჯეოსელის" ერთობლივი პროექტი "ციფრული ფოტომატიანე" მიზანად არ ისახავს მხოლოდ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ფოტოების ციფრულ ფორმატში გადაყვანას, არამედ ერთგვარი მცდელობაა, რომ თითოეული ადამიანის ჩართულობით, შეივსოს ის მნიშვნელოვანი დანაკლისი, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზის გამო ქართულ საზოგადოებას ჰქონდა. ჩვენი ჯგუფები, სოფელ-სოფელ, კარდაკარ დადიან და აციფრებენ ფოტოებს და გიგანტურ არქივს ქმნიან - Photomatiane.ge. მალე პროექტში რეგიონების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან და მათი დამხარებით, ჩვენ არქივს ერთი-ორად გავზრდით.

-იქნებ თქვენ მიერ მოპოვებულ და ხელთ ასებულ რამდენიმე ფოტოზეც გვესაუბრა?

- სიამოვნებით და რადენიმეს გამოვყოფ: "თვალი დაუდგა ევროპას. ღვინის სმა" - ამ ფოტოს ასე დავარქმევდი. გურული ბუკისციხელი შარაშიძეები ფართო აივანზე შეკრებილან (1907 წელი). ზედ აწერია - "თამარა პარიზში წასვლის წინ", რაც ცხადია, განსაკუთრებულ მზაობას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ სუფრა მინიმალისტურია, არ გულისხმობს კერძების ზედახორას. ჩაცმულობა სადა, მათ შორის ნაციონალური სამოსიც. სწორედ ასეთი სურათებია ჩვენი ცივილური წარსულის უტყუარი პასპორტი.

ყაზბეგი, თავის დროზე, იმპერიისა და პროვინციის გზაგასაყარი, ანუ მრავალფეროვნების, სისხლისა და სიახლის ადგილი გახლდათ... ესეც იქაური სადილის სცენა, ორი მოხუცი - ყოფითი სევდის კლასიკა, მსოფლიო სევდის თანაბარი. მთავარი ადამიანები და გასული საუკუნის დაბადება.

ქართველი ბავშვები საბჭოთა კავშირის "ხახასთან", ვიდრე 21-წლამდე. სხვა ფერები, სხვა სახეები, სხვა განწყობა. დაკარგული სხვა და ძნელად მოსაბრუნებელი.

კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის წინაპრები და ნათესავები. ზედა რიგში მარჯვნიდან: მარიამ ჯორჯაძე (მერაბ კოკოჩაშვილის დედა), მერაბ ჯორჯაძე (ბიძა), ივლიტა ჯორჯაძე (დეიდა).

ოლია სვანიშვილი 1937 წელს ქმართან ერთად დააპატიმრეს და ცოცხალი არც ერთი აღარ დაბრუნებულა. სურათი კი სულ სხვა აწმყოს მიუთითებს. მსგავსი დრო შორსაა ბოლშევიზმის შტამპისა და ყალბი ღიმილისგან. ასეთ დროს სხვა სიხარული ახასიათებს, თურმე - ხანმოკლე.

თბილისის მეორე სამშობიარო სახლი (1947 წელი). ეს ქალბატონი მარგალიტა ჩუბინაშვილია... ასეთი ფოტოები ითხოვენ მარტივ, გაცვეთილ, მაგრამ მაინც ხან აუცილებელ წარწერას: უკომენტაროდ...

მოამზადა ლალი ფაციამ

Ambebi.ge-სთვის.

დავით ნარმანია ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების შესახებ ახალ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო

ომი, რომლის ბრძოლებსაც ვიგებთ - თებერვალში მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს!

"გამოცდიან "ლომკას" და მისი გადალახვა უჭირთ" - რატომ მოიმატა მწეველი ქალების რიცხვმა საქართველოში და როგორ უნდა დაანებოთ თავი თამბაქოს