ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, საავადმყოფოებს ეზოებში სანიტარული ნორმების მკაცრი დაცვა მოეთხოვებათ. სამინისტრო საავადმყოფოების მონიტორინგს უახლოეს პერიოდში გეგმავს.
რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქუთაისში არსებული საავადმყოფოების ეზოებში და როგორ არის დაცული სანიტარული წესები - ფოტორეპორტაჟს ადგილობრივი ვებგვერდი "ქუთაისიპოსტი" ავრცელებს.