საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაიდანი მაშინ და ახლა - სახეცვლილება სისხლიანი მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ (+ფოტოგალერეა)
მაიდანი მაშინ და ახლა - სახეცვლილება სისხლიანი მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ (+ფოტოგალერეა)

კი­ევ­ში, მა­იდ­ნის ტრა­გი­კუ­ლი და სის­ხლი­ა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი­დან ერთი წელი გა­ვი­და. კი­ე­ვის ცენ­ტრში, მა­ი­დან­ზე, სა­დაც რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, 2014 წლის 18-20 თე­ბერ­ვალს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ძა­ლებ­სა და მა­ი­და­ნის აქ­ტი­ვის­ტებს შო­რის მთა­ვა­რი შე­ტა­კე­ბე­ბი მოხ­და. 18 თე­ბერ­ვალს ძა­ლო­ვა­ნებ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­ე­დან­ზეც მი­ი­ტა­ნეს იე­რი­ში, სა­დაც 20 000 მო­ნა­წი­ლე იყო შეკ­რე­ბი­ლი. დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 28 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 351 კი და­შავ­და. 19-22 თე­ბერ­ვალს კი, კი­ე­ვის ქუ­ჩებ­ში სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და მო­მი­ტინ­გე­ებს შო­რის ლო­კა­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რა­საც ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. მე­დი­კო­სე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ პე­რი­ოდ­ში, მა­ი­დან­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 1000-მდე ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა და რუ­სეთ­ში გა­იქ­ცა. მა­იდ­ნის მოვ­ლე­ნე­ბის დროს და­ღუ­პუ­ლებს უკ­რა­ი­ნის ახალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა პეტ­რო პო­რო­შენ­კომ "ზე­ცი­უ­რი ასე­უ­ლი გმი­რე­ბის" სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა. 20 თე­ბერ­ვა­ლი პო­რო­შენ­კომ ხსოვ­ნის დღედ გა­მო­ა­ცხა­და. უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში მა­იდ­ნის მოვ­ლე­ნე­ბის დროს და­ღუ­პუ­ლებს დღეს პა­ტივს მი­ა­გე­ბენ.

მა­ი­და­ნის მოვ­ლე­ნე­ბის დროს და­ღუ­პუ­ლია 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მეტი სწო­რედ 18-20 თე­ბერ­ვლის მო­ნაკ­ვეთ­ში. თა­ვად მა­ი­და­ნის მოვ­ლე­ნებს უკ­რა­ი­ნის მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რა­ზე უა­რის თქმა უძღო­და.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მაიდანი მაშინ და ახლა - სახეცვლილება სისხლიანი მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ (+ფოტოგალერეა)

მაიდანი მაშინ და ახლა - სახეცვლილება სისხლიანი მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ (+ფოტოგალერეა)

კიევში, მაიდნის ტრაგიკული და სისხლიანი მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა. კიევის ცენტრში, მაიდანზე, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლების საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, 2014 წლის 18-20 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებსა და მაიდანის აქტივისტებს შორის მთავარი შეტაკებები მოხდა. 18 თებერვალს ძალოვანებმა დამოუკიდებლობის მოედანზეც მიიტანეს იერიში, სადაც 20 000 მონაწილე იყო შეკრებილი. დღე-ღამის განმავლობაში 28 ადამიანი დაიღუპა, 351 კი დაშავდა. 19-22 თებერვალს კი, კიევის ქუჩებში სახელისუფლებო ძალების წარმომადგენლებსა და მომიტინგეებს შორის ლოკალური დაპირისპირებები მიმდინარეობდა, რასაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიკოსების ინფორმაციით, ამ პერიოდში, მაიდანზე დაახლოებით 1000-მდე ადამიანი დაშავდა.

რამდენიმე დღეში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ქვეყანა დატოვა და რუსეთში გაიქცა. მაიდნის მოვლენების დროს დაღუპულებს უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ "ზეციური ასეული გმირების" სტატუსი მიანიჭა. 20 თებერვალი პოროშენკომ ხსოვნის დღედ გამოაცხადა. უკრაინის დედაქალაქში მაიდნის მოვლენების დროს დაღუპულებს დღეს პატივს მიაგებენ.

მაიდანის მოვლენების დროს დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ყველაზე მეტი სწორედ 18-20 თებერვლის მონაკვეთში. თავად მაიდანის მოვლენებს უკრაინის მაშინდელი ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა უძღოდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა