პოლიტიკური მიმომხილველი ირაკლი ტაბლიაშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას "ფეისბუქის" სტატუსით ეხმიანება:
"მთელი ჩემი ცხოვრებაა ვოცნებობ!
როდესაც ნამდვილი "ოცნება" მოდიოდა ხელისუფლებაში, მაშინაც კი ვოცნებობდი... კი, რა თქმა უნდა, არ მომწონდა კოლექტიური და კონკრეტული ჯაჭვლიან-კობახიძე-საგანელიძის არსებობა ამ კოალიციაში, მაგრამ, ვიჯექი და ვამბობდი - აი, ჩემო თავო - იქ არ არიან უსუფაშვილ-ალასანია-ხიდაშელ-პეტრიაშვილი?
შესაბამისად, მთავარი - კურსის უცვლელობა, გარანტირებულია!
სიმართლე ითქვას - წელში გამართულად ვგრძნობდი თავს, როცა ვისმენდი მაგალითად ნინო გოგუაძის არაჩვეულებრივ სიტყვას თემაზე - ანტიდისკრიმინაციური კანონი!!! აბა, ვინ "გამიბედავდა" და ვინ მეტყოდა, რომ ნინო პარლამენტში არ უნდა ყოფილიყო... ეგრევე ვუპასუხებდი, რომ თუ ნინო არ იქნებოდა უმრავლესობის წევრი, ამ და სხვა კანონებს ნამდვილად არ მიიღებდნენ!
ამასობაში, ჩატარდა ნატო-ს უელსის სამმიტიც და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - ჩვენი პროგრესის ამსახველი... დამადასტურებელი ჩანაწერები და კიდევ "არსებითი პაკეტი"... წარმოდგენაც კი მიჭირს, კოლექტიური საგანელიძისათვის რომ ენდოთ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება ან უელსის სამმიტი, ახლა სად და როგორ ვიქნებოდით?..
თუმცა, მეგობრები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერენ მხარს, მაინც მიტევდნენ. ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი კამუფლჟი... ანუ ფოთლიზაციაა-ო.
ღირსეულად მეჭირა თავი - ვიცავდი და ვიცავდი თავს და უსუფაშვილ-ალასანია-ხიდაშელ-პეტრიაშვილს... "სისხლის ღვრამდე" მიდიოდა ჩვენი კამათები... არგუმენტები მქონდა... არგუმენტები მათაც ჰქონდათ... ბოდიში რაა, ბოდიშებსაც არ ვუხდიდით ერთმანეთს...
სულ არ მინდოდა, მაგრამ, ასე ჩამოვყალიბდი შუაშისტად - იქიდან "მახროვი ქოცები" მძიძგნიდნენ, აქედან "მახროვი ნაციონალები" არ მინდობდნენ... შუაშისტი, ან, უარესი - ელიტური "ქოცი" გავხდი ნელ-ნელა!...
გამოხდა ხანი - ხსენებული დასაცავი ოთხეულიდან ორი - ალასანია-პეტრიაშვილი საერთოდ ჩამოაცილეს ხელისუფლებას... შესაბამისად, არგუმენტები შეემატათ ოდინდენ მოკამათე-მოწინააღმდეგეებს...
შესუსტდა უსუფაშვილ-ხიდაშელის პოზიციებიც.
ბევრმა კოლექტიურმა ჭიკ...ჭიკაიძემ წაიღო ინიციატივები... და ასე, შიგნიდან ბალანსმორღვეულმა ხელისუფლებამაც სრულიად აიშვა... განსაკუთრებით საგარეო ურთიერთობების კუთხით!
წასულმა ალასანიამ და კომპანიამ თქვეს - კურსი იცვლებაო!
მე მაშინ დავწერე - ეს არის ბრძოლა ატლანტისტებს და არაატლანტისტებს შორის!.. არ დამეთანხმნენ ისევ.
"მახროვი ქოცებმა" კვლავ დამძიძგნეს - აბა, სად შეიცვალა კურსიო...
დამძიძგნეს "ნაციონალების" მომხრეებმაც - აკი გეუბნებოდითო! ახლა დაინახეო?
(ჰო, მაშინ დავინახე და, შესაძლოა, არა პირველად...)
და ახლა კი - სულ ბოლომდე აიშვა მერე ხელისუფლებამ! ძალაუფლებაში მყოფებმა... პირებმა, რომლებიც არც და ვერც ხვდებიან, რატომ არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის... რატომაა აუცილებელი "ნატო"... რატომ ამოწურა თავი კარასინ-აბაშიძის ფორმატმა...
და მე ვამბობ - აღარანაირად აღარ ვოცნებობ! წასულია ამ ხელისუფლების საქმე!.. ვერ გასწორდება ეს ხელისუფლება... ვერაფერს გამოასწორებს - ვერც ლარის კურსს, ვერც საინვესტიციო გარემოს, ვერც ვეღარაფერს!!!
მით უფრო - იმიჯს!
და მისი იმიჯიც არ მაღელვებს დიდად... ის ვერასოდეს შედგება რელსზე - სახელად - დასავლურობა - რადგან დასავლურობა არაა მხოლოდ ლიტონი სიტყვები - მაგალითად, ჯაჭვლიანმა რომ თქვას - ნატო-ში უნდა გავწევრიანდეთო... არაფერი შეიცვლება, რადგან ჯაჭვლიანი, ისევე როგორც საგანელიძე, თავისთავადაა ანტი-ნატო!
ჩვენი მთავარი პარტნიორი - აშშ რახანია მოგვიწოდებს, რომ ერთად დავდგეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხში - საქართველოს ვესტერნიზაციის სადარაჯოზე... ვაღიარებ - ნაწყენი ვარ ბევრზე - მაგალითად, ერთ ნაციონალ დეპუტატზე, რომელსაც 38 წელიწადია ვიცნობ და, რომელთანაც ბავშვობა მაქვს გატარებული... (მასზე დიდი ხანი არავის ვიცნობ პოლიტიკოსებიდან) (ნაწყენი ვარ მისი ზოგიერთი პოზიციის გამო)...
მაგრამ - ვამბობ - ბოდიში თქვენთან და "მკიდია" ჩემი ოდინდელი წყენები (ალბათ მეც მიწყენინებია კონკრეტულად მისთვის ჩემი ზოგიერთი პოზიციის გამო).
საქართველოს ეკზისტენციალური არჩევანია საფრთხეში!
ძალიან შემოვიდნენ რუსები ჩვენთან... რუსები - ორჯონიკიძეები, ცხაკაიები, მახარაძეები...
მე ვამბობ - არც დიალოგი მაშინებს არავისთან და არც მეგობრობა!
უფრო ზუსტად მათთან - ვისაც შესაძლოა ბევრ რამეში არც ვეთანხმებოდე, მაგრამ, მთავარში - საქართველოს ვესტერნიზაციის განხორციელებაში კი ყველასთან ვერთიანდები!" - ნათქვამია სტატუსში.