საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აბაშიძემ კარასინთან შეხვედრის წინ გააკეთა გზავნილი რუსეთის მიმართ, რომ საქართველო არ მიდის ნატოსკენ"
"აბაშიძემ კარასინთან შეხვედრის წინ გააკეთა გზავნილი რუსეთის მიმართ, რომ საქართველო არ მიდის ნატოსკენ"

ზუ­რაბ აბა­ში­ძე არის საკ­მა­ოდ გა­მოც­დი­ლი დიპ­ლო­მა­ტი და მას არ ეს­წავ­ლე­ბა გზავ­ნი­ლე­ბის გაჟ­ღე­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წევ­რმა, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ, და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა "პა­ლიტ­რა ტვ"-ის გა­და­ცე­მა­ში "რე­ზი­უ­მე" გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც პრე­მი­ე­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ დღეს გა­კე­თე­ბულ იმ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არა­ნა­ი­რად არ არის მი­მარ­თუ­ლი იმ მიზ­ნის­კენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნატო-ს სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გან­თავ­სდეს.

და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის კონ­ტექ­სტი, რა ვი­თა­რე­ბა­შიც გა­კეთ­და ეს გან­ცხა­დე­ბა. "მე მინ­და ონ­დავ უკან წა­ვი­დე და ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად მივ­ყვეთ, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­და სი­ტუ­ა­ცია. თვის და­სა­წყის­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იმ­ყო­ფე­ბო­და აშშ-ში, სა­დაც ვი­ზი­ტის დროს მან გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის ფორ­მა­ტი არის შე­ჩე­რე­ბუ­ლი. შემ­დგომ მას მოჰ­ყვა მყი­სი­ე­რი რე­აქ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან. კერ­ძოდ, გა­საკ­ვი­რად არა პრე­მი­ე­რის მხრი­დან, არა­მედ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის აკე­თებს გან­ცხა­დე­ბას, რომ მსგავ­სი რამ არ არის და სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის დი­ა­ლო­გი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამას მოჰ­ყვა ქალ­ბა­ტონ თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვი­ლის მიერ უარ­ყო­ფა მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის", - აღ­ნიშ­ნა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, რამ­დე­ნი­მე დღის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ზუ­რაბ აბა­ში­ძე თე­ბერ­ვლის ბო­ლოს მი­ემ­გზავ­რე­ბა გრი­გო­რი კა­რა­სინ­თან შე­სახ­ვედ­რად. "გუ­შინ სერ­გეი ლავ­რო­ვი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ე.წ. შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ აკე­თებს გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც მე ვფიქ­რობ და ჩვენ ყვე­ლამ აღ­ვიქ­ვით, რო­გორც მუ­ქა­რა რუ­სე­თის მხრი­დან. იყო ერ­თგვა­რი მიბ­მა იმ ე.წ. შე­თან­ხმე­ბა­ზე, რო­მელ­საც ხელი მო­ა­წე­რეს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­თან, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლო აგ­რძე­ლებს სვლას ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ და ნატო-სკენ, რუ­სე­თი აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ანექ­სი­ას", - გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

მისი თქმით, აბა­ში­ძე მი­ემ­გზავ­რე­ბა კა­რა­სინ­თან შე­სახ­ვედ­რად და შეხ­ვედ­რის წინ, მან წი­ნას­წარ გა­ა­კე­თა გზავ­ნი­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მი­მართ, რომ არა­ფე­რი არ ხდე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ მი­დის ნა­ტოს­კენ.

ჟურ­ნა­ლის­ტის რეპ­ლი­კა­ზე, რომ აბა­ში­ძემ გა­ა­კე­თა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბის გან­მარ­ტე­ბა, და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ზუ­რაბ აბა­ში­ძე არის გა­მოც­დი­ლი დიპ­ლო­მა­ტი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მას თავ­და­პირ­ვე­ლად არ უნდა შეშ­ლო­და, არ უნდა გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნა ისე, შემ­დეგ მთელ მთავ­რო­ბას მო­უ­წია ამა­ზე გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა.

"ჩვენ მთლი­ა­ნო­ბა­ში უნდა და­ვი­ნა­ხოთ მისი ეს გან­ცხა­დე­ბა და არა დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბის კონ­ტექ­სტში. მარ­ტო ჩვენ არ გაგ­ვი­გია ასე. თუ ნა­ხავთ რუ­სულ სამ­თავ­რო­ბო პრე­სას, პირ­და­პირ არის სა­თა­უ­რე­ბი გა­მო­ტა­ნი­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო უარს ამ­ბობს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე. მის გან­ცხა­დე­ბას გან­მარ­ტე­ბე­ბი მოჰ­ყვა, მაგ­რამ თავ­და­პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და იმას, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლია უელსში, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში წლის ბო­ლომ­დე უნდა გა­იხ­სნას ნატო-ს საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრი", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.

დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გენლ­მა, ზუ­რაბ აბა­ში­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არა­ნა­ი­რად არ არის მი­მარ­თუ­ლი იმ მიზ­ნის­კენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნატო-ს სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გან­თავ­სდეს.

რო­გორც აბა­ში­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს მთავ­რო­ბის დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის და­წყე­ბამ­დე რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, ასე­თი გეგ­მა ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს და ბრი­უ­სელ­ში, მოს­კოვ­სა და თბი­ლის­შიც კარ­გად იცი­ან, რომ დღეს და ხვალ სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა დღის წეს­რიგ­ში არ დგას.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით აბა­ში­ძემ სა­კუ­თარ გან­ცხა­დე­ბა­ზე გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა. რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ოპო­ნენ­ტე­ბი სან­თლით ეძე­ბენ რა­ი­მე მი­ნიშ­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი კურ­სის ცვლი­ლე­ბა­ზე.

"ჩემ­მა დღე­ვან­დელ­მა კო­მენ­ტარ­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო-ნა­ტოს ურ­თი­ერ­თო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბა­ტონ ლავ­რო­ვის გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბა­ზე რე­აქ­ცია იყო, გარ­კვე­უ­ლი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი სან­თლით ეძე­ბენ რა­ი­მე მი­ნიშ­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი კურ­სის ცვლი­ლე­ბა­ზე. წე­სით ამ შემ­თხვე­ვა­შიც არ უნდა ეპოვ­ნათ ასე­თი მი­ნიშ­ნე­ბა. მე 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი ნა­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე გარ­კვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნა მაქვს. შე­ვე­ხე­ბი იმ დე­ტა­ლებს, რა­მაც კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია. კერ­ძოდ, პირ­ვე­ლი _ მე გან­ვა­ცხა­დე, რომ "ნა­ტოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არა­ი­რად არ არის მი­მარ­თუ­ლი იმის­კენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ლაგ­დეს ნა­ტოს სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა". სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ლა­გე­ბა­ში ვგუ­ლის­ხმობ­დი ნატო-ს სამ­ხედ­რო ბა­ზებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და არა ერ­თობ­ლი­ვი საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრის და­არ­სე­ბას, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია უელ­სის სა­მიტ­ზე მი­ღე­ბუ­ლი პა­კე­ტის ფარ­გლებ­ში. ერ­თობ­ლი­ვად მარ­თუ­ლი საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრი მისი ში­ნა­არ­სით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა ნა­ტოს სამ­ხე­დო ბა­ზის­გან. ეს ცენ­ტრი სა­ქარ­თვე­ლოს სა­კუთ­რე­ბა იქ­ნე­ბა! ჩვე­ნი მი­ზა­ნი კი, რა თქმა უნდა, ნა­ტოს სტან­დარ­ტებ­თან და­ახ­ლო­ბა და ალი­ან­სში შემ­დგო­მი ინ­ტეგ­რა­ცი­აა. მე­ო­რე - რა­ტომ­ღაც მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა ჩემი მო­საზ­რე­ბა იმის თა­ო­ბა­ზეც, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ გა­დად­გამს ისეთ ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს რე­გი­ო­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას. არ ვიცი, რა­ტომ გა­მო­იწ­ვია ამ თე­ზამ კი­თხვის ნი­შა­ნი. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ნა­ტოს­თან არა­ნა­ირ საფრ­თხეს არ უქ­მნის რე­გი­ო­ნის ან რო­მე­ლი­მე სხვა ქვე­ყა­ნას. თუმ­ცა, ამა­ვე თე­ზას მე მი­ვა­ყო­ლე შემ­დე­გი სი­ტყვე­ბი: "რე­გი­ო­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის პრინ­ციპს უპირ­ვე­ლე­სად საფრ­თხეს უქ­მნის აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ოკუ­პა­ცია, რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ჯა­რე­ბის, სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ლა­გე­ბა", -გა­ნა­ცხა­და აბა­ში­ძემ.

რუბრიკის სხვა სიახლეები

"აბაშიძემ კარასინთან შეხვედრის წინ გააკეთა გზავნილი რუსეთის მიმართ, რომ საქართველო არ მიდის ნატოსკენ"

"აბაშიძემ კარასინთან შეხვედრის წინ გააკეთა გზავნილი რუსეთის მიმართ, რომ საქართველო არ მიდის ნატოსკენ"

ზურაბ აბაშიძე არის საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი და მას არ ესწავლება გზავნილების გაჟღერება, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემაში "რეზიუმე" განაცხადა, როდესაც პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის მიერ დღეს გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს.

დავით ზალკალიანის განცხადებით, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის კონტექსტი, რა ვითარებაშიც გაკეთდა ეს განცხადება. "მე მინდა ონდავ უკან წავიდე და ქრონოლოგიურად მივყვეთ, თუ როგორ განვითარდა სიტუაცია. თვის დასაწყისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა აშშ-ში, სადაც ვიზიტის დროს მან გააკეთა განცხადება, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი არის შეჩერებული. შემდგომ მას მოჰყვა მყისიერი რეაქცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. კერძოდ, გასაკვირად არა პრემიერის მხრიდან, არამედ სოფლის მეურნეობის მინისტრის აკეთებს განცხადებას, რომ მსგავსი რამ არ არის და საქართველო-რუსეთის დიალოგი მიმდინარეობს. ამას მოჰყვა ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილის მიერ უარყოფა მის მიერ გაკეთებული განცხადების", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის ცნობილი გახდა, რომ ზურაბ აბაშიძე თებერვლის ბოლოს მიემგზავრება გრიგორი კარასინთან შესახვედრად. "გუშინ სერგეი ლავროვი ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებთან, ე.წ. შეთანხმების შემდეგ აკეთებს განცხადებას, რომელიც მე ვფიქრობ და ჩვენ ყველამ აღვიქვით, როგორც მუქარა რუსეთის მხრიდან. იყო ერთგვარი მიბმა იმ ე.წ. შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი მოაწერეს ცხინვალის რეგიონთან, რომ თუ საქართველო აგრძელებს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და ნატო-სკენ, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, აბაშიძე მიემგზავრება კარასინთან შესახვედრად და შეხვედრის წინ, მან წინასწარ გააკეთა გზავნილი რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ არაფერი არ ხდება, რომ საქართველო არ მიდის ნატოსკენ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ აბაშიძემ გააკეთა თავისი პირველი განცხადების განმარტება, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ზურაბ აბაშიძე არის გამოცდილი დიპლომატი და აქედან გამომდინარე მას თავდაპირველად არ უნდა შეშლოდა, არ უნდა განევითარებინა ისე, შემდეგ მთელ მთავრობას მოუწია ამაზე განმარტების გაკეთება.

"ჩვენ მთლიანობაში უნდა დავინახოთ მისი ეს განცხადება და არა დღევანდელი განცხადების კონტექსტში. მარტო ჩვენ არ გაგვიგია ასე. თუ ნახავთ რუსულ სამთავრობო პრესას, პირდაპირ არის სათაურები გამოტანილი, რომ საქართველო უარს ამბობს ნატო-ში გაწევრიანებაზე. მის განცხადებას განმარტებები მოჰყვა, მაგრამ თავდაპირველი განცხადებები არ შეესაბამებოდა იმას, რომელიც მიღებულია უელსში, რომლის მიხედვით, საქართველოში წლის ბოლომდე უნდა გაიხსნას ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის პირველ ნახევარში, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს.

როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და ბრიუსელში, მოსკოვსა და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.

მოგვიანებით აბაშიძემ საკუთარ განცხადებაზე განმარტება გააკეთა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპონენტები სანთლით ეძებენ რაიმე მინიშნებას საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ცვლილებაზე.

"ჩემმა დღევანდელმა კომენტარმა, რომელიც საქართველო-ნატოს ურთიერთობასთან დაკავშირებით ბატონ ლავროვის გუშინდელ განცხადებაზე რეაქცია იყო, გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ოპონენტები სანთლით ეძებენ რაიმე მინიშნებას საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ცვლილებაზე. წესით ამ შემთხვევაშიც არ უნდა ეპოვნათ ასეთი მინიშნება. მე 7 წლის განმავლობაში ვიყავი ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი და ნატო-საქართველოს ურთიერთობების თაობაზე გარკვეული წარმოდგენა მაქვს. შევეხები იმ დეტალებს, რამაც კრიტიკა გამოიწვია. კერძოდ, პირველი _ მე განვაცხადე, რომ "ნატოსთან თანამშრომლობა არაირად არ არის მიმართული იმისკენ, რომ საქართველოში განლაგდეს ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა". სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებაში ვგულისხმობდი ნატო-ს სამხედრო ბაზებს საქართველოში და არა ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის დაარსებას, რომელიც გათვალისწინებულია უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის ფარგლებში. ერთობლივად მართული საწვრთნელი ცენტრი მისი შინაარსით მნიშვნელოვნად განსხვავდება ნატოს სამხედო ბაზისგან. ეს ცენტრი საქართველოს საკუთრება იქნება! ჩვენი მიზანი კი, რა თქმა უნდა, ნატოს სტანდარტებთან დაახლობა და ალიანსში შემდგომი ინტეგრაციაა. მეორე - რატომღაც მიუღებელი აღმოჩნდა ჩემი მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ საქართველო არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას. არ ვიცი, რატომ გამოიწვია ამ თეზამ კითხვის ნიშანი. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან არანაირ საფრთხეს არ უქმნის რეგიონის ან რომელიმე სხვა ქვეყანას. თუმცა, ამავე თეზას მე მივაყოლე შემდეგი სიტყვები: "რეგიონულ უსაფრთხოებას, საქართველოს უსაფრთხოებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს უპირველესად საფრთხეს უქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, რუსეთის სამხედრო ჯარების, სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება", -განაცხადა აბაშიძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა