საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ დაგავიწყდებათ, თავის დროზე სააკაშვილი უკრაინაში სწავლობდა და "კა-გე-ბე"-ს ჯარში მსახურობდა"
"ნუ დაგავიწყდებათ, თავის დროზე სააკაშვილი უკრაინაში სწავლობდა და "კა-გე-ბე"-ს ჯარში მსახურობდა"

რო­გორ აფა­სებს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის კან­დი­და­ტად ნინო გვე­ნე­ტა­ძის წარ­დგე­ნას, რა­ტომ არ ემ­ხრო­ბა ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნას და გახ­დე­ბა თუ არა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას გუნ­დის წევ­რი, "კვი­რის პა­ლიტ­რის" კი­თხვებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის პო­ზი­ცი­ა­ზე ანა დო­ლი­ძის კან­დი­და­ტუ­რას ვემ­ხრო­ბო­დი, თუმ­ცა, არ ვიცი, პრე­ზი­დენ­ტმა ნინო გვე­ნე­ტა­ძის რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­არ­ჩია. შე­საძ­ლოა მისი ბი­ოგ­რა­ფია სწო­რედ შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა, როცა სა­სა­მარ­თლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­თა და სიძ­ლი­ე­რით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ნინო გვე­ნე­ტა­ძე არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი კან­დი­და­ტია. პი­რა­დად მე, მისი არც მომ­ხრე ვარ და არც - მო­წი­ნა­აღ­მდე­გე.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მათი ლი­დე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრულ საქ­მე­ებს პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­ნი­ხი­ლავს. მათ შო­რის, ზურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის გახ­სნა და ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­საც. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ეს პრო­ცე­სი შე­უქ­ცე­ვად სა­ხეს ხომ არ მი­ი­ღებს?

- სა­კი­თხის პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­დაყ­ვა­ნა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მია. ხალ­ხი კი, გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გახ­სნას წლე­ბია ელო­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­გორც ქვეყ­ნის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლია მისი მი­სა­მარ­თით არ­სე­ბულ კი­თხვებს სა­სა­მარ­თლო­ში უპა­სუხ­სოს. სხვა ქვე­ყა­ნა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნა მას ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან არ ათა­ვი­სუფ­ლებს. ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლებს სა­კი­თხზე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი უნდა მი­ი­ღოს! მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი კი, სა­ბო­ლო­ოდ დას­რულ­დეს. ექ­სპრე­მი­ე­რის გარ­დაც­ვა­ლებ­ზე გარ­კვე­უ­ლი ეჭ­ვე­ბი მქონ­და, მაგ­რამ დღეს ჩემი სპკუ­ლა­ცი­ე­ბის დრო არ არის - საქ­მე უნდა გა­იხ­სნას. ბო­ლოს და ბო­ლოს, სად ვცხოვ­რობთ, სე­რი­ალ­ში ვართ თუ რე­ა­ლურ სა­ხელ­მწი­ფო­ში?

- სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ა­ლე­ბად იხი­ლა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის კან­დი­და­ტის შერ­ჩე­ვი­სას უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბაც. პარ­ლა­მენ­ტში არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის ლო­გი­კუ­რი და­სას­რუ­ლი ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია?

- სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ნო­ლი­თუ­რი არ უნდა გახ­დეს, რო­გორც ეს ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი იდე­ა­ლუ­რი რომ არ არის, ამას ყვე­ლა ხვდე­ბა. დღეს ის პარ­ლა­მენ­ტი გვაქვს, რომ­ლის ღირ­სნიც ვართ, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ და მომ­ზა­დე­ბულ უმაღ­ლეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მი­ვი­ღებთ. რაც შე­ე­ხე­ბა ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებს, არ ვფიქ­რობ, რომ ეს არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა. სრუ­ლად უნდა შე­ვა­ფა­სოთ, ვინ რისი გამ­კე­თე­ბე­ლია, ვა­და­მე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის შემ­თხვე­ვა­ში კი, სრულ სუ­რათს ვერ მი­ვი­ღებთ და იგი­ვე წრე­ზე ტრი­ალს გა­ვაგ­რძე­ლებთ.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ნუ დაგავიწყდებათ, თავის დროზე სააკაშვილი უკრაინაში სწავლობდა და "კა-გე-ბე"-ს ჯარში მსახურობდა"

"ნუ დაგავიწყდებათ, თავის დროზე სააკაშვილი უკრაინაში სწავლობდა და "კა-გე-ბე"-ს ჯარში მსახურობდა"

როგორ აფასებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძის წარდგენას, რატომ არ ემხრობა ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და გახდება თუ არა ირაკლი ალასანიას გუნდის წევრი, "კვირის პალიტრის" კითხვებს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:

- სიმართლე გითხრათ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ანა დოლიძის კანდიდატურას ვემხრობოდი, თუმცა, არ ვიცი, პრეზიდენტმა ნინო გვენეტაძის რა კრიტერიუმებით შეარჩია. შესაძლოა მისი ბიოგრაფია სწორედ შევარდნაძის პერიოდს უკავშირდება, როცა სასამართლო დამოუკიდებლობითა და სიძლიერით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნინო გვენეტაძე არაკომპეტენტური კანდიდატია. პირადად მე, მისი არც მომხრე ვარ და არც - მოწინააღმდეგე.

- "ნაციონალური მოძრაობა" მათი ლიდერების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს. მათ შორის, ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის გახსნა და ზურაბ ჟვანიას საქმის გააქტიურებასაც. წინასაარჩევნოდ ეს პროცესი შეუქცევად სახეს ხომ არ მიიღებს?

- საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა, "ნაციონალური მოძრაობის" თავდაცვის მექანიზმია. ხალხი კი, გახმაურებული საქმეების გახსნას წლებია ელოდება. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილი, როგორც ქვეყნის ექსპრეზიდენტი ვალდებულია მისი მისამართით არსებულ კითხვებს სასამართლოში უპასუხსოს. სხვა ქვეყანაში თანამდებობაზე დანიშვნა მას ამ ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ჟვანიას გარდაცვალებს საკითხზე საზოგადოებამ კონკრეტული პასუხი უნდა მიიღოს! მის პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი კი, საბოლოოდ დასრულდეს. ექსპრემიერის გარდაცვალებზე გარკვეული ეჭვები მქონდა, მაგრამ დღეს ჩემი სპკულაციების დრო არ არის - საქმე უნდა გაიხსნას. ბოლოს და ბოლოს, სად ვცხოვრობთ, სერიალში ვართ თუ რეალურ სახელმწიფოში?

- საზოგადოებამ სერიალებად იხილა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევისას უმრავლესობაში არსებული დაპირისპირებაც. პარლამენტში არსებული უთანხმოების ლოგიკური დასასრული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია?

- საპარლამენტო უმრავლესობა მონოლითური არ უნდა გახდეს, როგორც ეს ცხრა წლის განმავლობაში იყო, თუმცა საქართველოს პარლამენტი იდეალური რომ არ არის, ამას ყველა ხვდება. დღეს ის პარლამენტი გვაქვს, რომლის ღირსნიც ვართ, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალში პროფესიონალურ და მომზადებულ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მივიღებთ. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, არ ვფიქრობ, რომ ეს არსებულ პრობლემებზე ადეკვატური პასუხი იქნება. სრულად უნდა შევაფასოთ, ვინ რისი გამკეთებელია, ვადამელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში კი, სრულ სურათს ვერ მივიღებთ და იგივე წრეზე ტრიალს გავაგრძელებთ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა