მამაკაცების თვალით დანახული ქალების უცნაურობები - საინტერესოა, ეთანხმებით?

მამაკაცების თვალით დანახული ქალების უცნაურობები - საინტერესოა, ეთანხმებით?

ჩვენ, ქალები, რა თქმა უნდა, ვერ ვამჩნევთ, რომ რაღაც უცნაურობა გვჭირს, მაგრამ მამაკაცები სულ სხვაგვარად ფიქრობენ. მართალია, გვიყვარს ტელეფონზე საუბარი, მაგრამ ამით რა შავდება? არც არაფერი... ან იქნებ, ავეჯის გადაადგილებაა უცნაური საქციელი?.. თუ ამას ავეჯის მაღაზიაში განვიზრახავთ, მართლაც, უცნაურობად მოეჩვენება კაცს, მაგრამ საკუთარ ბინაში ამის გაკეთება ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მოვლენაა... ფსიქოლოგი მარინა რეხვიაშვილი უკვე დიდი ხანია, რაც ქალების უცნაურ ქცევებს სწავლობს. თუმცა, თვითონაც აღიარებს, რომ ის, რაც მამაკაცებს უცნაურად ეჩვენებათ, ქალისთვის ყოველდღიური, ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილია. მოდი, ქალბატონი მარინას მეშვეობით ვცადოთ იმის გარკვევა, თუ რას მიიჩნევენ მამაკაცები ქალის უცნაურ ქცევად და სწორად მსჯელობენ თუ არა ისინი...

- რამდენიმე წლის წინ, ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდა. მას დედა ადრე გარდაცვლია და მამას ორი ვაჟი მარტოს გაუზრდია. სამი მამაკაცი ერთად, ქალის გარეშე, წლების განმავლობაში ცხოვრობდა. ამიტომ, ჩემს პაციენტს გაუჭირდა მეუღლესთან შეგუება და ერთად ცხოვრების პირველსავე დღეებიდან, მათ შორის კონფლიქტმა იჩინა თავი. ცოლი ცდილობდა, ოჯახი კალაპოტში ჩაეყენებინა, სახლი ძირისძირობამდე დაალაგა, სადილ-ვახშამიც თავის დროზე იყო მზად... ქმარი კი ვერა და ვერ გადაეწყო ახალ ყაიდაზე. ცოლის ნებისმიერი საქციელი უცნაურად ეჩვენებოდა. ჩემთან კი იმისთვის მოვიდა, რომ მოეყოლა ცოლის უცნაური ქცევების შესახებ და მიეღო რჩევა, ჰქონდა თუ არა მის ცოლს ფსიქიკასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემები... როდესაც მას მოვუსმინე, გავოცდი, რადგან ქალის ქცევაში უცნაური ვერაფერი აღმოვაჩინე. მივხვდი, რომ მამაკაცს თვითონ ჰქონდა რაღაც პრობლემა... როდესაც ყველაფერი ავუხსენი, ცოლ-ქმარს შორის სიტუაცია მოწესრიგდა. მერე დავინტერესდი, მსგავსი პრობლემები მის ძმასაც ხომ არ ჰქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძმის ოჯახში ყველაფერი ნორმალურად იყო. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ეს თემა უფრო საფუძვლიანად შემესწავლა. ყველა მამაკაცს, პაციენტი იყო ის, ნაცნობი თუ ნათესავი, ვეკითხებოდი, რა უცნაური ქცევა ჰქონდა მის მეუღლეს ან თუნდაც, მეგობარ ქალბატონს და ეს პრეტენზიები რამდენიმე პუნქტად დავაჯგუფე.

- იქნებ, დაწვრილებით გვიამბოთ, რა მიაჩნიათ მამაკაცებს ქალის უცნაურ ქცევად?

- დაწვრილებით ამ ყველაფრის მოყოლა ძალზე შორს წაგვიყვანდა; ვეცდები, ძირითად საკითხებზე გავამახვილო ყურადღება. დავიწყოთ იმით, რაც მამაკაცებს ყველაზე მეტად აღაშფოთებს.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია