მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მომკლავ, ეკლესია წმინდანად შემრაცხავს..." - რას მოგვითხრობენ "დედამიწის ანგელოზები"
"თუ მომკლავ, ეკლესია წმინდანად შემრაცხავს..." - რას მოგვითხრობენ "დედამიწის ანგელოზები"

"მო­ნა­ზო­ნი" ბერ­ძნუ­ლი წარ­მო­შო­ბის სი­ტყვაა და მარ­ტო მყოფს ნიშ­ნავს. "გნე­ბავს გან­შო­რე­ბა სოფ­ლის­გან, პა­ტი­ო­სა­ნო მა­მაო" - ამ სი­ტყვე­ბის წარ­მოთ­ქმი­სა და სამი აღ­თქმის (მორ­ჩი­ლე­ბა, ქალ­წუ­ლო­ბა, უპოვ­რო­ბა) და­დე­ბის შემ­დეგ, მო­ნაზვნუ­რი ცხოვ­რე­ბა იწყე­ბა.

რა­ტომ უჩ­ნდე­ბათ ადა­მი­ა­ნებს "სოფ­ლის­გან გან­შო­რე­ბის" სურ­ვი­ლი? რა ხდე­ბა ამ დროს მათ სულ­ში? ივი­წყე­ბენ წარ­სულს, იც­ვლი­ან სა­ხელს და ხე­ლახ­ლა, შავი სა­მო­სით იბა­დე­ბი­ან... გახ­დე ღირ­სი ამ პა­ტი­ვი­სა - ეს მხო­ლოდ რჩე­ულ­თა ხვედ­რია.

"დე­და­მი­წის ან­გე­ლო­ზებ­თან" შე­სახ­ვედ­რად, ფე­რის­ცვა­ლე­ბის დე­და­თა მო­ნას­ტერს ვეს­ტუმ­რე, იღუ­მე­ნია მა­რი­ამს კრძალ­ვით მი­ვე­ახ­ლე და ჩემი სურ­ვი­ლი გა­ვუმ­ხი­ლე. დამ­ლო­ცა, კურ­თხე­ვას გაძ­ლე­ვო, - მი­თხრა ღი­მი­ლით და დედა პა­რას­კე­ვას­თან გამ­გზავ­ნა.

დედა პა­რას­კე­ვა (გო­ცი­რი­ძე):

- უკვე 8 წე­ლია, რაც მო­ნას­ტერ­ში ვცხოვ­რობ. ჩემი სა­მო­ნაზვნედ კურ­თხე­ვა 3 წლის წინ მოხ­და, მა­ნამ­დე, მორ­ჩი­ლი ვი­ყა­ვი. რო­გორ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მო­ნა­ზო­ნი გავმხდა­რი­ყა­ვი, ამის ახ­სნა ძნე­ლია. როცა ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში უფალს უახ­ლოვ­დე­ბი, შემ­დეგ მისი მსა­ხუ­რე­ბის სურ­ვი­ლიც გიჩ­ნდე­ბა. ბევ­რი რამ ერთი ხე­ლის მოს­მით არ ხდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი მკაც­რად არის გან­სა­ზღვრუ­ლი და წი­ნა­პარ­თა­გან მო­დის. უკ­ვა­ლოდ არა­ფე­რი იკარ­გე­ბა. ჩემი დიდი ბე­ბი­აც (მა­მის ბე­ბია) მო­ნა­ზო­ნი იყო. იგი მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, 86 წლის ასაკ­ში, ბოდ­ბის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში წა­ვი­და და მო­ნაზვნად აღიკ­ვე­ცა. მა­შინ ეს ოჯა­ხის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტი ნამ­დვი­ლად არ იყო. მამა გა­მუდ­მე­ბით იმა­ზე ფიქ­რობ­და, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რა­ტომ მი­ი­ღო, ხომ არა­ფე­რი ვა­წყე­ნი­ნე ან და­ვა­კე­ლიო? ეს იმ წლებ­ში მოხ­და, როცა ღმერ­თის რწმე­ნა იკ­რძა­ლე­ბო­და, ხრუშ­ჩო­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­დი­ო­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჰპირ­დე­ბო­და, ბოლო ბერ­სა და მო­ნა­ზონს ეკ­რან­ზე გიჩ­ვე­ნებ­თო(!)... მე დღე­საც ვი­ნა­ხავ ბე­ბი­ის 35-40 წლის ასაკ­ში მო­ძღვრის სა­ხელ­ზე და­წე­რილ წე­რილს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, თუ რო­გორ ოც­ნე­ბობ­და ბავ­შვო­ბი­დან­ვე მო­ნაზვნო­ბა­ზე, მო­ნას­ტრულ ცხოვ­რე­ბა­ზე.

- ბე­ბი­ათ­ქვენს, თქვენ გარ­და, სხვა შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც ეყო­ლე­ბო­და. რა­ტომ მოხ­და ისე, რომ მის ეკ­ლე­სი­ურ გზას სხვე­ბი არ გაჰ­ყვნენ და ასე­თი არ­ჩე­ვა­ნი მხო­ლოდ თქვენ გა­ა­კე­თეთ?

- მე და ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლი 11 წლის ასა­კი­დან ეკ­ლე­სი­ა­ში ერ­თად დავ­დი­ო­დით. მშობ­ლებს ბოდ­ბის წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტერ­ში დავ­ყავ­დით. მა­შინ წმინ­და ნი­ნოს სას­წა­ულ­მოქ­მე­დი წყა­როს შე­სა­ხებ, სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი 2-3 ხან­დაზ­მუ­ლის გარ­და, არა­ვინ იცო­და. მო­ნას­ტრი­დან წყა­რო­ზე ჩა­მა­ვა­ლი გზა ტყით იყო და­ფა­რუ­ლი, სას­წა­ულ­მოქ­მე­დი წყა­ლი კი ლი­თო­ნის პა­ტა­რა ღარ­ზე მო­წანწკა­რებ­და. ბოდ­ბის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში სი­ა­რუ­ლით, იქ მცხოვ­რე­ბი დე­დე­ბის შემ­წე­ო­ბით, მორ­ჩი­ლი გავ­ხდი. სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე. პრო­ფე­სი­ით ექი­მი ვარ, მო­ნას­ტერ­ში ჩემი, რო­გორც ექი­მის რე­ა­ლი­ზე­ბაც მოხ­და.

- რო­გო­რი იყო ოჯა­ხის წევ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის რე­აქ­ცია, როცა თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყვეს?

- მარ­ტი­ვად რომ ვთქვა, რთუ­ლი იყო. ამ აზ­რთან შე­გუ­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით, ოჯა­ხის წევ­რებს გა­უ­ჭირ­დათ. ხში­რია მშობ­ლე­ბის მხრი­დან შვი­ლე­ბის "და­სა­კუთ­რე­ბის" მცდე­ლო­ბა. მათ ავი­წყდე­ბათ, რომ პი­როვ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თა­ვად იღებს. ჩემი მშობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იმ­დე­ნად დიდი იყო, საქ­მე უწ­მინ­დე­სამ­დე მი­ვი­და: კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს ეახლნენ და სთხო­ვეს, რომ სახ­ლში და­ვებ­რუ­ნე­ბი­ნე.

- რას გა­ნიც­დი­დით ამ დროს? მათი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა თქვენ­ზე რო­გორ მოქ­მე­დებ­და?

- მათ­თვის ეს ალ­ბათ გა­მოც­და იყო. მშობ­ლე­ბის მეს­მო­და. მსგავ­სი რამ მო­ნას­ტერ­ში წა­მომ­სვლელ სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც შემ­თხვე­ვია. მაგ­რამ იმის გამო, რომ პატ­რი­არ­ქთან მი­ვიდ­ნენ და შე­ა­წუ­ხეს, ძა­ლი­ან შემ­რცხვა.

- ეს თქვენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, და­მა­ლუ­ლად მოხ­და?

- დიახ, მა­შინ ახა­ლი "ფე­ხად­გმუ­ლი" ვი­ყა­ვი - 3 თუ 4 თვე მქონ­და მო­ნას­ტერ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი.

- პატ­რი­არ­ქი რო­გორ მო­იქ­ცა?

-და­მი­ბა­რა და მი­თხრა, - შენი მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ უნდა დაბ­რუნ­დე, უმაღ­ლე­სი არა აქვს ჯერ დამ­თავ­რე­ბუ­ლიო. არა­და, უკვე დიპ­ლო­მი და ლი­ცენ­ზი­აც კი აღე­ბუ­ლი მქონ­და. ჩემ მი­მართ მა­მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ვი­ცო­დი. მას უნ­დო­და, რომ სწავ­ლა ას­პი­რან­ტუ­რა­ში გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა, სა­კან­დი­და­ტო, სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ე­ბი და­მეც­ვა, კა­რი­ე­რა შე­მექ­მნა. უწ­მინ­დესს ამის შე­სა­ხებ ვუ­ამ­ბე. თან ჩემი სურ­ვი­ლიც გა­ვუმ­ხი­ლე, - მო­ნას­ტერ­ში დარ­ჩე­ნა მინ­და-მეთ­ქი. გა­მამ­ხნე­ვა - არა უშავს, დი­სერ­ტა­ცი­ას მო­ნას­ტერ­შიც და­წე­რო...

- რო­გორც ვიცი, დას­ნე­უ­ლე­ბულ მო­ნაზვნებს მკურ­ნა­ლობთ.

- დიახ, ამ­ჟა­მად მო­ნას­ტერ­ში პა­ტა­რა "სას­ნე­უ­ლო სახ­ლი" გვაქვს გახ­სნი­ლი, სულ 4 სა­წო­ლია. პა­ცი­ენ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად, მო­ნაზვნე­ბი არი­ან, ჩვენ­თან სხვა დე­და­თა მო­ნას­ტრე­ბი­და­ნაც მო­დი­ან. აქ, სუ­ლი­ე­რი სიმ­ტკი­ცის ფონ­ზე, ხორ­ცი­ე­ლი ტკი­ვი­ლე­ბის და­ყუ­ჩე­ბა ხდე­ბა. ჩვენ ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს ონ­კო­ლო­გი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან. მის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებს გავ­დი­ვართ. მე­დი­კა­მენ­ტე­ბით "ავერ­სი" გვა­მა­რა­გებს. მო­ნას­ტერ­თან არ­სე­ბობს მო­წყა­ლე­ბის დე­ბის სას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­დაც ახალ­გაზ­რდებს, სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ ვას­წავ­ლით, თე­ო­რი­ულ კურსთან ერ­თად, პრაქ­ტი­კას "სას­ნე­უ­ლო სახ­ლში" გა­დი­ან.

- რო­გო­რია გა­რე­დან წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­ნას­ტრუ­ლი ცხოვ­რე­ბა და ის, რო­მელ­საც მის­დევ, როცა მას­ში თა­ვად ებ­მე­ბი?

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"თუ მომკლავ, ეკლესია წმინდანად შემრაცხავს..." - რას მოგვითხრობენ "დედამიწის ანგელოზები"

"თუ მომკლავ, ეკლესია წმინდანად შემრაცხავს..." - რას მოგვითხრობენ "დედამიწის ანგელოზები"

"მონაზონი" ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და მარტო მყოფს ნიშნავს. "გნებავს განშორება სოფლისგან, პატიოსანო მამაო" - ამ სიტყვების წარმოთქმისა და სამი აღთქმის (მორჩილება, ქალწულობა, უპოვრობა) დადების შემდეგ, მონაზვნური ცხოვრება იწყება.

რატომ უჩნდებათ ადამიანებს "სოფლისგან განშორების" სურვილი? რა ხდება ამ დროს მათ სულში? ივიწყებენ წარსულს, იცვლიან სახელს და ხელახლა, შავი სამოსით იბადებიან... გახდე ღირსი ამ პატივისა - ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

"დედამიწის ანგელოზებთან" შესახვედრად, ფერისცვალების დედათა მონასტერს ვესტუმრე, იღუმენია მარიამს კრძალვით მივეახლე და ჩემი სურვილი გავუმხილე. დამლოცა, კურთხევას გაძლევო, - მითხრა ღიმილით და დედა პარასკევასთან გამგზავნა.

დედა პარასკევა (გოცირიძე):

- უკვე 8 წელია, რაც მონასტერში ვცხოვრობ. ჩემი სამონაზვნედ კურთხევა 3 წლის წინ მოხდა, მანამდე, მორჩილი ვიყავი. როგორ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მონაზონი გავმხდარიყავი, ამის ახსნა ძნელია. როცა ეკლესიის წიაღში უფალს უახლოვდები, შემდეგ მისი მსახურების სურვილიც გიჩნდება. ბევრი რამ ერთი ხელის მოსმით არ ხდება, ყველაფერი მკაცრად არის განსაზღვრული და წინაპართაგან მოდის. უკვალოდ არაფერი იკარგება. ჩემი დიდი ბებიაც (მამის ბებია) მონაზონი იყო. იგი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 86 წლის ასაკში, ბოდბის დედათა მონასტერში წავიდა და მონაზვნად აღიკვეცა. მაშინ ეს ოჯახისთვის სასიამოვნო ფაქტი ნამდვილად არ იყო. მამა გამუდმებით იმაზე ფიქრობდა, ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღო, ხომ არაფერი ვაწყენინე ან დავაკელიო? ეს იმ წლებში მოხდა, როცა ღმერთის რწმენა იკრძალებოდა, ხრუშჩოვი ტელევიზიით გამოდიოდა და საზოგადოებას ჰპირდებოდა, ბოლო ბერსა და მონაზონს ეკრანზე გიჩვენებთო(!)... მე დღესაც ვინახავ ბებიის 35-40 წლის ასაკში მოძღვრის სახელზე დაწერილ წერილს, სადაც ნათქვამია, თუ როგორ ოცნებობდა ბავშვობიდანვე მონაზვნობაზე, მონასტრულ ცხოვრებაზე.

- ბებიათქვენს, თქვენ გარდა, სხვა შვილიშვილებიც ეყოლებოდა. რატომ მოხდა ისე, რომ მის ეკლესიურ გზას სხვები არ გაჰყვნენ და ასეთი არჩევანი მხოლოდ თქვენ გააკეთეთ?

- მე და ჩემი მამიდაშვილი 11 წლის ასაკიდან ეკლესიაში ერთად დავდიოდით. მშობლებს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში დავყავდით. მაშინ წმინდა ნინოს სასწაულმოქმედი წყაროს შესახებ, სოფელში მცხოვრები 2-3 ხანდაზმულის გარდა, არავინ იცოდა. მონასტრიდან წყაროზე ჩამავალი გზა ტყით იყო დაფარული, სასწაულმოქმედი წყალი კი ლითონის პატარა ღარზე მოწანწკარებდა. ბოდბის დედათა მონასტერში სიარულით, იქ მცხოვრები დედების შემწეობით, მორჩილი გავხდი. სწორი არჩევანი გავაკეთე. პროფესიით ექიმი ვარ, მონასტერში ჩემი, როგორც ექიმის რეალიზებაც მოხდა.

- როგორი იყო ოჯახის წევრების, ახლობლების რეაქცია, როცა თქვენი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს?

- მარტივად რომ ვთქვა, რთული იყო. ამ აზრთან შეგუება განსაკუთრებით, ოჯახის წევრებს გაუჭირდათ. ხშირია მშობლების მხრიდან შვილების "დასაკუთრების" მცდელობა. მათ ავიწყდებათ, რომ პიროვნება გადაწყვეტილებას თავად იღებს. ჩემი მშობლების წინააღმდეგობა იმდენად დიდი იყო, საქმე უწმინდესამდე მივიდა: კათოლიკოს-პატრიარქს ეახლნენ და სთხოვეს, რომ სახლში დავებრუნებინე.

- რას განიცდიდით ამ დროს? მათი წინააღმდეგობა თქვენზე როგორ მოქმედებდა?

- მათთვის ეს ალბათ გამოცდა იყო. მშობლების მესმოდა. მსგავსი რამ მონასტერში წამომსვლელ სხვა ადამიანებსაც შემთხვევია. მაგრამ იმის გამო, რომ პატრიარქთან მივიდნენ და შეაწუხეს, ძალიან შემრცხვა.

- ეს თქვენგან დამოუკიდებლად, დამალულად მოხდა?

- დიახ, მაშინ ახალი "ფეხადგმული" ვიყავი - 3 თუ 4 თვე მქონდა მონასტერში გატარებული.

- პატრიარქი როგორ მოიქცა?

-დამიბარა და მითხრა, - შენი მშობლები ამბობენ, რომ უნდა დაბრუნდე, უმაღლესი არა აქვს ჯერ დამთავრებულიო. არადა, უკვე დიპლომი და ლიცენზიაც კი აღებული მქონდა. ჩემ მიმართ მამის დამოკიდებულება ვიცოდი. მას უნდოდა, რომ სწავლა ასპირანტურაში გამეგრძელებინა, საკანდიდატო, სადოქტორო დისერტაციები დამეცვა, კარიერა შემექმნა. უწმინდესს ამის შესახებ ვუამბე. თან ჩემი სურვილიც გავუმხილე, - მონასტერში დარჩენა მინდა-მეთქი. გამამხნევა - არა უშავს, დისერტაციას მონასტერშიც დაწერო...

- როგორც ვიცი, დასნეულებულ მონაზვნებს მკურნალობთ.

- დიახ, ამჟამად მონასტერში პატარა "სასნეულო სახლი" გვაქვს გახსნილი, სულ 4 საწოლია. პაციენტები ძირითადად, მონაზვნები არიან, ჩვენთან სხვა დედათა მონასტრებიდანაც მოდიან. აქ, სულიერი სიმტკიცის ფონზე, ხორციელი ტკივილების დაყუჩება ხდება. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრთან. მის თანამშრომლებთან კონსულტაციებს გავდივართ. მედიკამენტებით "ავერსი" გვამარაგებს. მონასტერთან არსებობს მოწყალების დების სასწავლებელი, სადაც ახალგაზრდებს, სრულიად უსასყიდლოდ ვასწავლით, თეორიულ კურსთან ერთად, პრაქტიკას "სასნეულო სახლში" გადიან.

- როგორია გარედან წარმოდგენილი მონასტრული ცხოვრება და ის, რომელსაც მისდევ, როცა მასში თავად ებმები?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია