პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უგულვას - 41 473,50, ნარმანიას - 18 921,00 - თბილისის მერია პრემიებსა და დანამატებზე ინფორმაციას ავრცელებს
უგულვას - 41 473,50, ნარმანიას - 18 921,00 - თბილისის მერია პრემიებსა და დანამატებზე ინფორმაციას ავრცელებს

თბი­ლი­სის მე­რია თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის ძვე­ლი და ახა­ლი წევ­რე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი პრე­მი­ე­ბი­სა და და­ნა­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, არ წყდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცია და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ხელ­ფა­სე­ბი­სა და და­ნა­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ.

"იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ შე­ვი­დეს შეც­დო­მა­ში და ამავდრო­უ­ლად, ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რე­ა­ლუ­რად რა ანა­ზღა­უ­რე­ბას იღე­ბენ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, თბი­ლი­სის მე­რია ავ­რცე­ლებს ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებს 2014 წლის 1 აგ­ვის­ტო­დან 2015 წლის 31 იან­ვრის ჩათ­ვლით თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბამ 2014 წლის აგ­ვის­ტო­ში­ვე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და უარი თქვა პრე­მი­ებ­ზე, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­ცე­მო­და მე­რი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე. გარ­და ამი­სა, და­რე­გუ­ლირ­და და სის­ტე­მა­ში მო­ექ­ცა და­ნა­მა­ტე­ბის გა­ცე­მის სა­კი­თხიც.

თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის, ვაქ­ვეყ­ნებთ ცხრილს, რო­მელ­შიც ნათ­ლად ჩანს თბი­ლი­სის მოქ­მე­დი მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის მიერ 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბულ შე­მო­სა­ვალ­სა და 2013 წლის ამა­ვე პე­რი­ოდ­ში თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მიერ მი­ღე­ბულ ხელ­ფასს, და­ნა­მატ­სა და პრე­მი­ას შო­რის სხვა­ო­ბა", - ნათ­ქვა­მია მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცხრილ­ში მოყ­ვა­ნი­ლია თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის შე­და­რე­ბა. (პე­რი­ო­დი 01/08/2013-31/01/2014 ყო­ფი­ლი; 01/08/2014- 31/01/2015)

რაც შე­ე­ხე­ბა ყო­ფილ და ახ­ლან­დელ მე­რებს, ცხრი­ლის მი­ხედ­ვით, ზე­მო­თაღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში ყო­ფილ­მა მერ­მა ხელ­ფა­სის სა­ხით 14 888,00 ლარი მი­ი­ღო, და­ნა­მა­ტის სა­ხით - 20 225,50, ხოლო პრე­მია - 6 360,00. ჯამ­ში თან­ხამ 41 473,50 ლარი შე­ად­გი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა მოქ­მედ მერს, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ხელ­ფა­სი სა­ხით 18 921,00 ლარი მი­ი­ღო, და­ნა­მა­ტი და პრე­მია კი ცხრი­ლის მი­ხედ­ვით არ მი­უ­ღია.

იხი­ლეთ ცხრი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

უგულვას - 41 473,50, ნარმანიას - 18 921,00 - თბილისის მერია პრემიებსა და დანამატებზე ინფორმაციას ავრცელებს

უგულვას - 41 473,50, ნარმანიას - 18 921,00 - თბილისის მერია პრემიებსა და დანამატებზე ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მერია თბილისის მთავრობის ძველი და ახალი წევრების მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, არ წყდება პოლიტიკური სპეკულაცია და მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელება თბილისის მერიის მაღალჩინოსნების ხელფასებისა და დანამატების შესახებ.

"იმისათვის, რომ საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში და ამავდროულად, ჰქონდეს ინფორმაცია, რეალურად რა ანაზღაურებას იღებენ თბილისის მთავრობის წევრები, თბილისის მერია ავრცელებს ოფიციალურ მონაცემებს 2014 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით თბილისის მთავრობის წევრების მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ.

დედაქალაქის მთავრობამ 2014 წლის აგვისტოშივე მიიღო გადაწყვეტილება და უარი თქვა პრემიებზე, რომელიც წლების განმავლობაში გაიცემოდა მერიის მაღალჩინოსნებზე. გარდა ამისა, დარეგულირდა და სისტემაში მოექცა დანამატების გაცემის საკითხიც.

თვალსაჩინოებისთვის, ვაქვეყნებთ ცხრილს, რომელშიც ნათლად ჩანს თბილისის მოქმედი მთავრობის წევრების მიერ 6 თვის განმავლობაში მიღებულ შემოსავალსა და 2013 წლის ამავე პერიოდში თბილისის ყოფილი თანამდებობის პირების მიერ მიღებულ ხელფასს, დანამატსა და პრემიას შორის სხვაობა", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ცხრილში მოყვანილია თბილისის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მთავრობის წევრების მიერ მიღებული შემოსავლების შედარება. (პერიოდი 01/08/2013-31/01/2014 ყოფილი; 01/08/2014- 31/01/2015)

რაც შეეხება ყოფილ და ახლანდელ მერებს, ცხრილის მიხედვით, ზემოთაღნიშნულ პერიოდში ყოფილმა მერმა ხელფასის სახით 14 888,00 ლარი მიიღო, დანამატის სახით - 20 225,50, ხოლო პრემია - 6 360,00. ჯამში თანხამ 41 473,50 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მოქმედ მერს, დავით ნარმანიამ ხელფასი სახით 18 921,00 ლარი მიიღო, დანამატი და პრემია კი ცხრილის მიხედვით არ მიუღია.

იხილეთ ცხრილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა