პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა მახარაძე შეყვარებულს დაშორდა:''მეგობრებად უფრო კარგად ვიგრძენით თავი ''
თინა მახარაძე შეყვარებულს დაშორდა:''მეგობრებად უფრო კარგად ვიგრძენით თავი ''

მსა­ხი­ო­ბი თინა მა­ხა­რა­ძე ყო­ველ­თვის გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ბევ­რის­თვის და­ხუ­რულ თე­მა­ზე გახ­სნი­ლად ლა­პა­რა­კობს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ. თი­ნას­თან სა­უ­ბა­რი სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" და­ვი­წყეთ, რომ­ლის ახალ სე­ზონ­საც ბევ­რი მო­უთ­მენ­ლად ელის.

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ყვე­ლა მომ­დევ­ნო სე­ზო­ნი წინა სე­ზონ­ზე უკე­თე­სია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ­ჯე­რა­დაც ასე იქ­ნე­ბა. ამის­თვის ყვე­ლა თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვმუ­შა­ობთ.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შენს ახალ ვარ­ცხნი­ლო­ბას გან­ხილ­ვა მოჰ­ყვა.

- რა­ტომ­ღაც მი­იჩ­ნი­ეს, რომ ჩემი წინა ვარ­ცხნი­ლო­ბა ერ­თგვა­რი სა­ფირ­მო ნი­შა­ნი იყო ჩემ­თვის და წერ­დნენ, რო­გორ შე­ვე­ლი­ეო. მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად არაფ­რი­სად­მი არ მაქვს ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ძა­ლი­ან დიდი ხანი მინ­დო­და, მოკ­ლე თმა მქო­ნო­და, მაგ­რამ ჩემი რო­ლე­ბი არ მაძ­ლევ­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბას. გა­და­ღე­ბე­ბი­სა და სპექ­ტაკ­ლე­ბის გამო სა­ჭი­რო იყო გრძე­ლი თმა. ახლა ნე­ბარ­თვა ავი­ღე სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სე­რი­სა და სცე­ნა­რის­ტის­გან, რომ ჩემი ძა­ლი­ან დიდი ხნის სურ­ვი­ლი შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. დიდი ხანი მინ­დო­და, თმა გა­და­მე­ხოტ­რა. ბო­ლოს მახ­სოვს, ასე მოკ­ლედ თმა მე­ა­თე კლას­ში მქონ­და. რად­გან ნე­ბარ­თვა მქონ­და, ახალ წელს შე­ვი­ჭე­რი და ბედ­ნი­ე­რი ვარ. ხალ­ხის აზრი ამ შემ­თხვე­ვა­ში 50-50-ზე გა­ი­ყო. ზოგი ამ­ბობ­და, კარ­გია, მაგ­რამ გრძე­ლი თმა უფრო გიხ­დე­ბო­დაო. ზოგი მე­უბ­ნე­ბა, რომ ეს სტი­ლი ჩე­მია. მე კი უბ­რა­ლოდ მოკ­ლე თმა­ში თავს კარ­გად ვგრძნობ.

- ასე­თი იმი­ჯით დიდ­ხანს იქ­ნე­ბი, თუ მალე გი­ხი­ლავთ გრძელ თმა­ში?

- ყო­ველ ორ კვი­რა­ში ერთხელ მინ­დე­ბა, რომ თმა კი­დევ უფრო და­ვი­მოკ­ლო და მერე რა იქ­ნე­ბა, არ ვიცი. სე­რი­ა­ლის ამ სე­ზონ­ში ფაქ­ტია, მოკ­ლე თმით ვიქ­ნე­ბი. თან, არ მგო­ნია, ან­კას ასე­თი იმი­ჯი არ უხ­დე­ბო­დეს.

- რას ფიქ­რობ შენს გმირ­ზე?

- ადა­მი­ა­ნე­ბი ხომ ყო­ველ­თვის სწო­რად არ ვიქ­ცე­ვით. რო­გორც რი­გი­თი ადა­მი­ა­ნი, ან­კაც ხან სწო­რად იქ­ცე­ვა, ხან - არას­წო­რად. ეს გოგო ხომ დიდი ინ­ტე­ლექ­ტით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. სა­სა­ცი­ლო პერ­სო­ნა­ჟია. სი­სუ­ლე­ლე­ებს აკე­თებს. რე­ა­ლუ­რად ჩემ­ზე ხომ არა­ფე­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ფერს სცე­ნა­რის­ტი წერს. მე, უბ­რა­ლოდ, როლს ვა­სა­ხი­ე­რებ.

- ან­კას მხა­რეს ხარ ხოლ­მე?

- ხან მაქვს მის მი­მართ პი­როვ­ნუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა, ხან ვამ­ბობ, ვა­ი­მე, ეს გოგო რა სუ­ლე­ლია-მეთ­ქი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

თინა მახარაძე შეყვარებულს დაშორდა:''მეგობრებად უფრო კარგად ვიგრძენით თავი ''

თინა მახარაძე შეყვარებულს დაშორდა:''მეგობრებად უფრო კარგად ვიგრძენით თავი ''

მსახიობი თინა მახარაძე ყოველთვის გულახდილი ინტერვიუებით გამოირჩევა. ბევრისთვის დახურულ თემაზე გახსნილად ლაპარაკობს და აქედან გამომდინარე, ხშირად აკრიტიკებენ. თინასთან საუბარი სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' დავიწყეთ, რომლის ახალ სეზონსაც ბევრი მოუთმენლად ელის.

- ''ჩემი ცოლის დაქალების'' ყველა მომდევნო სეზონი წინა სეზონზე უკეთესია. დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც ასე იქნება. ამისთვის ყველა თავდაუზოგავად ვმუშაობთ.

- სოციალურ ქსელში შენს ახალ ვარცხნილობას განხილვა მოჰყვა.

- რატომღაც მიიჩნიეს, რომ ჩემი წინა ვარცხნილობა ერთგვარი საფირმო ნიშანი იყო ჩემთვის და წერდნენ, როგორ შეველიეო. მაგრამ რეალურად აბსოლუტურად არაფრისადმი არ მაქვს ასეთი დამოკიდებულება. ძალიან დიდი ხანი მინდოდა, მოკლე თმა მქონოდა, მაგრამ ჩემი როლები არ მაძლევდა ამის საშუალებას. გადაღებებისა და სპექტაკლების გამო საჭირო იყო გრძელი თმა. ახლა ნებართვა ავიღე სერიალის პროდიუსერისა და სცენარისტისგან, რომ ჩემი ძალიან დიდი ხნის სურვილი შემესრულებინა. დიდი ხანი მინდოდა, თმა გადამეხოტრა. ბოლოს მახსოვს, ასე მოკლედ თმა მეათე კლასში მქონდა. რადგან ნებართვა მქონდა, ახალ წელს შევიჭერი და ბედნიერი ვარ. ხალხის აზრი ამ შემთხვევაში 50-50-ზე გაიყო. ზოგი ამბობდა, კარგია, მაგრამ გრძელი თმა უფრო გიხდებოდაო. ზოგი მეუბნება, რომ ეს სტილი ჩემია. მე კი უბრალოდ მოკლე თმაში თავს კარგად ვგრძნობ.

- ასეთი იმიჯით დიდხანს იქნები, თუ მალე გიხილავთ გრძელ თმაში?

- ყოველ ორ კვირაში ერთხელ მინდება, რომ თმა კიდევ უფრო დავიმოკლო და მერე რა იქნება, არ ვიცი. სერიალის ამ სეზონში ფაქტია, მოკლე თმით ვიქნები. თან, არ მგონია, ანკას ასეთი იმიჯი არ უხდებოდეს.

- რას ფიქრობ შენს გმირზე?

- ადამიანები ხომ ყოველთვის სწორად არ ვიქცევით. როგორც რიგითი ადამიანი, ანკაც ხან სწორად იქცევა, ხან - არასწორად. ეს გოგო ხომ დიდი ინტელექტით არ გამოირჩევა. სასაცილო პერსონაჟია. სისულელეებს აკეთებს. რეალურად ჩემზე ხომ არაფერია დამოკიდებული. ყველაფერს სცენარისტი წერს. მე, უბრალოდ, როლს ვასახიერებ.

- ანკას მხარეს ხარ ხოლმე?

- ხან მაქვს მის მიმართ პიროვნული სოლიდარობა, ხან ვამბობ, ვაიმე, ეს გოგო რა სულელია-მეთქი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება