მსახიობსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ დიმა ჯაიანს ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე სასაუბროდ ვეწვიეთ. როგორც მოსალოდენლი იყო, ინტერვიუს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია.
- ტრადიციაა ის, რაც ჩვენი წინაპრე-ბისგან მოდის. ტრადიციულობა თითქოს საქილიკო გახდა, მაგრამ ტრადიციული კაცი იყო ჭაბუა ამირეჯიბი და ის საქილიკო ნამდვილად არაა. არ მეგულება ადამიანი, ვინც ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას იცნობს და ჭკუა და გონება არ ეკეტება მასზე, პირადად ჩემთვის ვაჟა არის სუფთა ტრადიცია და იმავდროულად, ხვალინდელი საქართველო. რაც შეეხება თანამედროვეობას, ამ მხრივ თაკო ჩხეიძე ძალიან კარგი მაგალითია, ის მისაღებია ჩემთვის, როგორც მოქალაქე, როგორც თანამედროვე ადამიანი, ის იცვამს კარგად, ესმის საკუთარი საქმე, ფლობს ენებს, არ აკლია განათლება, აქვს კარგი ოჯახი, არის თანამედროვე და იმავდროულად ტრა-დიციული, საამაყო ადამიანი.
- სუფრის ტრადიციებზე, თამადაზე რას ფიქრობთ?
- უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ერთ ამბავს მოგიყვებით. ძალიან კარგი ქალბატონის ქელეხში მომიწია თამადობამ. მთავარი ის ხომ არაა, ვინ რამდენს დალევს, მთავარია, როგორ წარიმართება სუფრა. მთელი გული და სული ჩავაქსოვე, რომ ყველაფერი კარგად გამოსულიყო, დავამსხვრიე ყველანაირი წესი და გულის კარნახს მივყევი, ეტყობა, კარგად გამომივიდა ყველაფერი, უცებ მიკროფონი მოითხოვა გეგე სულხანიშვილმა და ჩემზე თქვა, გააჩერეთ ეს კაცი, თორემ სიკვდილი მომინდაო. ეტყობა, მოეწონა, როგორც გა-ვუძეხი სუფრას. მხოლოდ ჩემს თავზე არ მინდა საუბარი, ჩემზე ათასჯერ უკეთესი თამადები არსებობენ. კახი კავსაძესთან, რა-მაზ ჩხიკვაძესა და ეროსი მანჯგალაძესთან ერთად რომ იქნები სუფრაზე, წარმოგიდგე-ნია, ეს რა იქნება?! ისინი დედმამიშვილის სადღეგრძელოსაც სვამდნენ, მშობლებისაც, საქართველოსიც, მაგრამ როგორ იყო ეს ყველაფერი მოტანილი, ეგაა მთავარი. იქ ბილწსიტყვაობაც იყო, მაგრამ ყველაფერი ლამაზად იყო ერთამანეთთან შერწყმული, რადგან გენიალურ პიროვნებებთან გვქონდა საქმე. ერთი ადამიანი გამოვიდა და თქვა, ქართული სუფრა კოცნა-ლოშნისააო, ეს ეტყობა მის მეგობრებშია ასე, მაგრამ დანარჩენებს შეურაცხყოფას რატომ გვაყენე-ბს?! გააჩნია, ვინ უზის სუფრას, პირველად ''ქართული ხმები'' რომ გავიცანი, სოხუმში დილის 11 საათზე რომ მივუსხედით სუფრას, იმდენად ამაღელვებელი და ემოციური იყო, ტირილის მეტი არაფერი მიკეთებია. ყველა სადღეგრძელოს თავისი შესაბამისი სიმღერა ებმოდა, მე აქედან ლექსებს ვაშველებდი და ეს იყო დიდი ზეიმი, ესაა სუფრა, კულტურა და ნიჭიერება.