პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შინაარსი მკაფიოდ უნდა განისაზღვროს
გიორგი მარგველაშვილი - აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შინაარსი მკაფიოდ უნდა განისაზღვროს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფორ­მა­ტის ში­ნა­არ­სი მკა­ფი­ოდ უნდა გა­ნი­სა­ზღვროს. ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბა­ში გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ერთი მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის ურ­ყე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს, მე­ო­რე მხრივ კი ყუ­რა­დღე­ბას ჟე­ნე­ვი­სა და აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის ფორ­მა­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია არის ის ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი, რო­მე­ლიც მტკი­ცედ გან­სა­ზღვრა და არა­ერ­თხელ და­იც­ვა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა. ეს არის ის ერთ-ერთი და­პი­რე­ბა, რომ­ლის გა­მოც ქარ­თველ­მა ხალ­ხმა პრე­ზი­დენ­ტის მან­და­ტი მო­მა­ნი­ჭა. სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სურ­ვი­ლი ნა­კარ­ნა­ხე­ბია მხო­ლოდ და მხო­ლოდ ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის, მეტი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ის ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბას და არ არის მი­მარ­თუ­ლი რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და უსაფრ­თხო სა­ქარ­თვე­ლო მი­სა­ღე­ბი უნდა იყოს ყვე­ლა იმ სა­ხელ­მწი­ფო­სათ­ვის, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­თა და სტა­ბი­ლუ­რო­ბით შავი ზღვი­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნებ­ში. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ი­სა და მათი ანექ­სი­ი­სად­მი გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლო ცდი­ლობს შექ­მნას ის გა­რე­მო, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვას და თუნ­დაც რა­ი­მე სა­ხის პო­ზი­ტი­უ­რი ელე­მენ­ტის გა­ჩე­ნას სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც ჟე­ნე­ვის, ასე­ვე აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. ვთვლით, რომ მკა­ფი­ოდ უნდა გა­ნი­სა­ზღვროს აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფორ­მა­ტის ში­ნა­არ­სი. მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მიგ­ვაჩ­ნია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მეშ­ვე­ო­ბით მოხ­დეს აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის და ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი და ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა", - ნათ­ქვა­მია გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

გიორგი მარგველაშვილი - აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შინაარსი მკაფიოდ უნდა განისაზღვროს

გიორგი მარგველაშვილი - აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შინაარსი მკაფიოდ უნდა განისაზღვროს

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შინაარსი მკაფიოდ უნდა განისაზღვროს. ამის შესახებ ქვეყნის პირველი პირის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადებაში გიორგი მარგველაშვილი, ერთი მხრივ, საქართველოს ევროპული არჩევანის ურყეობაზე საუბრობს, მეორე მხრივ კი ყურადღებას ჟენევისა და აბაშიძე-კარასინის ფორმატების მნიშვნელობაზე ამახვილებს.

"საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ის ისტორიული არჩევანი, რომელიც მტკიცედ განსაზღვრა და არაერთხელ დაიცვა ქართველმა ხალხმა. ეს არის ის ერთ-ერთი დაპირება, რომლის გამოც ქართველმა ხალხმა პრეზიდენტის მანდატი მომანიჭა. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სურვილი ნაკარნახებია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სტაბილურობის, განვითარების, მეტი დემოკრატიულობისა და წარმატების უზრუნველსაყოფად. ის ემსახურება საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას და არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის სუვერენული ინტერესების წინააღმდეგ.

დემოკრატიული, განვითარებული და უსაფრთხო საქართველო მისაღები უნდა იყოს ყველა იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებითა და სტაბილურობით შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და მათი ანექსიისადმი გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად საქართველო ცდილობს შექმნას ის გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ვითარების განმუხტვას და თუნდაც რაიმე სახის პოზიტიური ელემენტის გაჩენას საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება როგორც ჟენევის, ასევე აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები. ვთვლით, რომ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შინაარსი. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მოხდეს აბაშიძე-კარასინის და ჟენევის მოლაპარაკებების კოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული მუშაობა", - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა