საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 19 თებერვალს ერთი აშშ დოლარი 2.083 თეთრი ღირს. ეროვნული ვალუტა კიდევ ერთი თეთრით გაუფასურდა. აღსანიშნავია, რომ ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ 18 თებერვალს დადგენილი კურსი 2.073 ლარი იყო.
"ფეისბუქზე" ლარის ვარდნას ეხმაურებიან:
ნინია კაკაბაძე - მეანაბრეების ხმებით მოვიდნენ ესენი, რომ ეგონათ ბტნბძ დაუფარავდა სესხებს და მგონი ზუსტად ეგ ხალხი ჩამოაგდებს ამათ 2.19 გამხდარა დოლარი
ბესო ნამჩევაძე - 2015 წელს, 1 იანვრიდან 19 თებერვლამდე:
ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა 13%-ით,
რუბლი - 3.3%-ით,
უკრაინული გრივნა - 71%-ით,
სომხური დრამი - 0.9%-ით,
თურქული ლირა - 4.7%-ით,
ევრო - 4.8%-ით,
გირვანქა სტერლინგი - 1.6%-ით,
ჩინური იუანი - 0.8%-ით,
დოლარის მიმართ გამყარდა იაპუნური იენი 0.8%-ით და ინდური რუპია 1.6%-ით.
ასეთი ვითარებაა რეგიონში და მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებში. ლარის გაუფასურება დოლარის გლობალური გამყარების ბრალია ხალხი ჯობია დაიმალოს, არ გამოჩნდნენ ცოტა ხანს. ასე ღუპავს მთავრობას გამპრავებლები და არაკომპეტენტური მთავრობის წევრები, მათი მრჩევლები.
გოგა ხაჩიძე - უკვე სერიოზული პრობლემები მაქვს, როგორც კრედიტის მქონეს და ზოგადად ამ ქვეყანაში მაცხოვრებელს. საქართველოს მთავრობა | Government of Georgia!!! ასე თუ გაგრძელდა, წკეპლებით გაგყრიან და თან ისე, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვიქნებით.