მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დააბრუნა სტალინმა სამხრეები არმიაში 1943 წელს
რატომ დააბრუნა სტალინმა სამხრეები არმიაში 1943 წელს

1943 წლის იან­ვარ­ში, შუა ომის დროს, წი­თელ არ­მი­ა­ში რე­ფორ­მა გა­ტარ­და. საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცებ­მა სამ­ხრე­ე­ბი ("პა­გო­ნე­ბი") გა­ი­კე­თეს და წო­დე­ბა შე­იც­ვა­ლეს. ჯარ­ში ისევ გაჩ­ნდნენ ოფიც­რე­ბი, რო­გორც მე­ფის არ­მი­ა­ში.

1943 წლის 10 იან­ვარს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ვი­და ძა­ლა­ში "წი­თელ არ­მი­ა­ში სამ­ხრე­ე­ბის შე­ტა­ნის შე­სა­ხებ". ამ დო­კუ­მენტს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თა­ვი­სი ის­ტო­რია გა­აჩ­ნია. რა­ტომ და­აბ­რუ­ნა სტა­ლინ­მა წი­თელ არ­მი­ა­ში სამ­ხრე­ე­ბი, რო­მე­ლიც თეთ­რი არ­მი­ის სიმ­ბო­ლოს წარ­მო­ად­გენ­და? რა მიზ­ნით გა­ტარ­და ეს რე­ფორ­მა?

არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ სტა­ლინ­მა სამ­ხრე­ე­ბი ნოს­ტალ­გი­ის გამო შე­მო­ი­ღო. 1918 წლის მარ­ტში სტა­ლი­ნი პუ­რის ჩა­მოტვირ­თვის კო­მი­სა­რის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და და გა­იც­ნო "წი­თე­ლი გე­ნე­რა­ლი" ან­დრეი სნე­სა­რე­ვი, რო­მე­ლიც პრინ­ცი­პუ­ლად არ იხ­სნი­და სამ­ხრე­ებს და "ეპო­ლე­ტებს". სტა­ლინს და­ა­მახ­სოვ­რდა ამა­ყი გე­ნე­რა­ლი. მაგ­რამ ძნე­ლია ამ ვერ­სი­ას ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბით გამ­ყა­რე­ბუ­ლი ეწო­დოს. სამ­ხრე­ე­ბის შე­მო­ტა­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ, ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი: 1. იდე­ო­ლო­გი­უ­რი (სამ­ხრე­ე­ბი რუ­სუ­ლი არ­მი­ის ჩაც­მუ­ლო­ბის ელე­მენ­ტი იყო პეტ­როვ­სკის დროს, დიდი რუსი მთა­ვარ­სარ­დლე­ბის სა­ხე­ლით აპე­ლი­რე­ბა კი პატ­რი­ო­ტიზ­მის პრო­პა­გან­და იყო). 2. ომი ადრე თუ გვი­ან დას­რულ­დე­ბო­და. ბერ­ლინ­ში შეს­ვლი­სას სა­ჭი­რო იყო საბ­ჭო­თა მო­კავ­ში­რე­ე­ბის წო­დე­ბე­ბის უნი­ფი­კა­ცია. 3. სტა­ლინ­გრად­ში გა­მარ­ჯვე­ბამ ომის მსვლე­ლო­ბა შეც­ვა­ლა. სა­ო­მა­რი ფორ­მის შეც­ვლა ჯარს გა­მო­ცო­ცხლე­ბა­ში და­ეხ­მა­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რატომ დააბრუნა სტალინმა სამხრეები არმიაში 1943 წელს

რატომ დააბრუნა სტალინმა სამხრეები არმიაში 1943 წელს

1943 წლის იანვარში, შუა ომის დროს, წითელ არმიაში რეფორმა გატარდა. საბჭოთა ჯარისკაცებმა სამხრეები (”პაგონები”) გაიკეთეს და წოდება შეიცვალეს. ჯარში ისევ გაჩნდნენ ოფიცრები, როგორც მეფის არმიაში.

1943 წლის 10 იანვარს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება შევიდა ძალაში ”წითელ არმიაში სამხრეების შეტანის შესახებ”. ამ დოკუმენტს და გადაწყვეტილებას თავისი ისტორია გააჩნია. რატომ დააბრუნა სტალინმა წითელ არმიაში სამხრეები, რომელიც თეთრი არმიის სიმბოლოს წარმოადგენდა? რა მიზნით გატარდა ეს რეფორმა?

არსებობს ვერსია, რომ სტალინმა სამხრეები ნოსტალგიის გამო შემოიღო. 1918 წლის მარტში სტალინი პურის ჩამოტვირთვის კომისარის მოვალეობას ასრულებდა და გაიცნო ”წითელი გენერალი” ანდრეი სნესარევი, რომელიც პრინციპულად არ იხსნიდა სამხრეებს და "ეპოლეტებს". სტალინს დაამახსოვრდა ამაყი გენერალი. მაგრამ ძნელია ამ ვერსიას ისტორიული ფაქტებით გამყარებული ეწოდოს. სამხრეების შემოტანა სავარაუდოდ, ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული: 1. იდეოლოგიური (სამხრეები რუსული არმიის ჩაცმულობის ელემენტი იყო პეტროვსკის დროს, დიდი რუსი მთავარსარდლების სახელით აპელირება კი პატრიოტიზმის პროპაგანდა იყო). 2. ომი ადრე თუ გვიან დასრულდებოდა. ბერლინში შესვლისას საჭირო იყო საბჭოთა მოკავშირეების წოდებების უნიფიკაცია. 3. სტალინგრადში გამარჯვებამ ომის მსვლელობა შეცვალა. საომარი ფორმის შეცვლა ჯარს გამოცოცხლებაში დაეხმარა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა