სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაუფასურებული ფული, უფასო ფულის სანაცვლოდ - რას პირდებოდა ივანიშვილი ამომრჩევლებს
გაუფასურებული ფული, უფასო ფულის სანაცვლოდ - რას პირდებოდა ივანიშვილი ამომრჩევლებს

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დე "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ბევ­რი და­პი­რე­ბა ჰქონ­და, თუმ­ცა, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა დღემ­დე შე­უს­რუ­ლე­ბე­ლია.

"ყვე­ლას ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა იაფი, ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ხან­გრძლი­ვი ფუ­ლის. არა­ნაკ­ლე­ბი 10 წლი­სა, სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა ფუ­ლის და ეს იქ­ნე­ბა უმე­ტეს­წი­ლად უფა­სო და სა­დაც პრო­ცენ­ტი იქ­ნე­ბა 1,2, და მაქ­სი­მუმ 3%. იქ­ნე­ბა გა­და­სა­ხა­დი და უმე­ტე­სი წილი იქ­ნე­ბა უფა­სო ფული", - აცხა­დებ­და ერთ-ერთი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რის დროს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

ივა­ნიშ­ვი­ლის გუნ­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლი­დან 2 წე­ლი­წად­ში ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყო და კვლა­ვაც გრძელ­დე­ბა. ბოლო ერთ დღე­ში ლარი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში 6 პუნ­ქით გა­უ­ფა­სურ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა ლა­რის ახა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაც­ვლი­თი კურ­სი და­ად­გი­ნა. ახა­ლი კურ­სის თა­ნახ­მად, ხვა­ლი­დან, 20 თე­ბერ­ვლი­დან, 1 დო­ლა­რის შე­ძე­ნა 2.1472 ლა­რად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ბანკთა­შო­რის ვაჭ­რო­ბის შე­დე­გად, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ დად­გე­ნი­ლი კურ­სი, რო­მე­ლიც დღეს მოქ­მე­დებ­და, 2.0839 ლარს შე­ად­გენ­და. ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაც­ვლი­თი კურ­სის ცვლი­ლე­ბამ ერთ დღე­ში 0.0633 ლარი შე­ად­გი­ნა.

რო­გორც ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა, ვიცე-პრე­მი­ერ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, და­მა­ტე­ბი­თი თან­ხე­ბი ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ში იქ­ნე­ბა ჩა­დე­ბუ­ლი. "ჩვენ მო­ვი­თხოვთ და­მა­ტე­ბით ფულს კა­პი­ტა­ლუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბის მიზ­ნით, რათა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ში. ეს არის ის პირ­ვე­ლა­დი ზო­მე­ბი, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის ადეკ­ვა­ტუ­რია", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი­სა და "ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის" თავ­მჯდო­მა­რის, რო­მან გო­ცი­რი­ძის აზ­რით, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ "მთავ­რო­ბის არას­წორ­მა ეკო­ნო­მი­კურ­მა პო­ლი­ტი­კამ ქვე­ყა­ნას მოქ­ნი­ლო­ბა და­ა­კარ­გვი­ნა და გარე შო­კე­ბი­სა­გან და­უც­ვე­ლი გა­ხა­და.

"ბევ­რი რამ გა­ფუჭ­და ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს ვერ გა­მოს­წორ­დე­ბა ორ თვე­ში. პირ­ველ წე­ლი­წადს გა­უ­აზ­რე­ბე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბი, ჭარ­ბი სუბ­სი­დი­რე­ბა და ტა­რი­ფე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბა გა­და­ი­ფა­რა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ბი­უ­ჯეტ­ში და­ტო­ვე­ბუ­ლი იმ ნაშ­თე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­გა­რეო ვა­ლის გას­ტუმ­რე­ბა­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უნდა მოხ­მა­რე­ბო­და. ამან 2013 წლის ბო­ლოს ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ა­ში იჩი­ნა თავი. ეროვ­ნულ­მა ბან­კმა დე­კემ­ბერ-იან­ვრის თვე­ში 470 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ლა­რის "და­სა­ჭე­რად". ეს იყო ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შეც­დო­მა. არ მი­ე­ცა ლარს სა­შუ­ა­ლე­ბა, მო­ეხ­დი­ნა კურ­სის კო­რექ­ცია ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ეს იყო ახა­ლი მთავ­რო­ბის მხრი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას სა­ბო­ტაჟ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და და გა­დად­გო­მი­სა­კენ მო­უ­წო­დებ­და. მა­შინ არა­ვი­თა­რი სა­გა­რეო უარ­ყო­ფი­თი ფაქ­ტო­რი არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა ლა­რის დე­ვალ­ვა­ცია ვერ იქნა თა­ვი­დან აცი­ლე­ბუ­ლი და აღ­ქმუ­ლი გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ ნიშ­ნად. ყვე­ლა­ფე­რი კი გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო შეც­ვლი­ლი ბი­უ­ჯე­ტი­სა და დე­რე­გუ­ლი­რე­ბის პო­ლი­ტი­კის ჩა­ნაც­ვლე­ბით რე­გუ­ლი­რე­ბა­დი, შე­ზღუდ­ვე­ბით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის ზრდით, ახალ-ახა­ლი ფონ­დე­ბი­სა და სა­ა­გენ­ტო­ე­ბის შექ­მნით, ე.წ. "წა­ხა­ლი­სე­ბე­ბით" და ლა­მა­ზი ტერ­მი­ნე­ბით შე­ნიღ­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პო­პუ­ლიზ­მის პო­ლი­ტი­კით, რო­მელ­საც "ინ­კლუ­ზი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა" უწო­დეს", - გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რას გუ­ლის­ხმობ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­დე­საც ამომ­რჩე­ველს "იაფ ფულს" ჰპირ­დე­ბო­და, თუმ­ცა, ლა­რის კურ­სის შემ­ხედ­ვა­რემ შე­იძ­ლე­ბა იფიქ­რო, რომ და­ნა­პი­რე­ბი ნამ­დვი­ლად სრულ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გაუფასურებული ფული, უფასო ფულის სანაცვლოდ - რას პირდებოდა ივანიშვილი ამომრჩევლებს

გაუფასურებული ფული, უფასო ფულის სანაცვლოდ - რას პირდებოდა ივანიშვილი ამომრჩევლებს

ხელისუფლებაში მოსვლამდე "ქართულ ოცნებას" ბევრი დაპირება ჰქონდა, თუმცა, მათი უმრავლესობა დღემდე შეუსრულებელია.

"ყველას ექნება საშუალება იაფი, ხელმისაწვდომი და ხანგრძლივი ფულის. არანაკლები 10 წლისა, საშუალება ექნება ფულის და ეს იქნება უმეტესწილად უფასო და სადაც პროცენტი იქნება 1,2, და მაქსიმუმ 3%. იქნება გადასახადი და უმეტესი წილი იქნება უფასო ფული",  - აცხადებდა ერთ-ერთი წინასაარჩევნო შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წელიწადში ლარის გაუფასურების პროცესი დაიწყო და კვლავაც გრძელდება. ბოლო ერთ დღეში ლარი დოლართან მიმართებაში 6 პუნქით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ახალი კურსის თანახმად, ხვალიდან, 20 თებერვლიდან, 1 დოლარის შეძენა 2.1472 ლარად იქნება შესაძლებელი.

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.0839 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0633 ლარი შეადგინა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დამატებითი თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იქნება ჩადებული. "ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ფულს კაპიტალური დანახარჯების მიზნით, რათა განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ეს არის ის პირველადი ზომები, რაც ამ შემთხვევაში შექმნილი სიტუაციის ადეკვატურია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტისა და "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის აზრით, მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ "მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანას მოქნილობა დააკარგვინა და გარე შოკებისაგან დაუცველი გახადა.

"ბევრი რამ გაფუჭდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს ვერ გამოსწორდება ორ თვეში. პირველ წელიწადს გაუაზრებელი სოციალური ხარჯები, ჭარბი სუბსიდირება და ტარიფების კორექტირება გადაიფარა წინა ხელისუფლების მიერ ბიუჯეტში დატოვებული იმ ნაშთებით, რომლებიც საგარეო ვალის გასტუმრებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას უნდა მოხმარებოდა. ამან 2013 წლის ბოლოს ლარის დევალვაციაში იჩინა თავი. ეროვნულმა ბანკმა დეკემბერ-იანვრის თვეში 470 მილიონი დოლარის ინტერვენციები განახორციელა ლარის "დასაჭერად". ეს იყო ეროვნული ბანკის შეცდომა. არ მიეცა ლარს საშუალება, მოეხდინა კურსის კორექცია ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესაბამისად. ეს იყო ახალი მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლით გამოწვეული, რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას საბოტაჟში ადანაშაულებდა და გადადგომისაკენ მოუწოდებდა. მაშინ არავითარი საგარეო უარყოფითი ფაქტორი არ ყოფილა, თუმცა ლარის დევალვაცია ვერ იქნა თავიდან აცილებული და აღქმული გამაფრთხილებელ ნიშნად. ყველაფერი კი გამოწვეული იყო შეცვლილი ბიუჯეტისა და დერეგულირების პოლიტიკის ჩანაცვლებით რეგულირებადი, შეზღუდვებით, ადმინისტრაციული ხარჯების ზრდით, ახალ-ახალი ფონდებისა და სააგენტოების შექმნით, ე.წ. "წახალისებებით" და ლამაზი ტერმინებით შენიღბული სოციალური პოპულიზმის პოლიტიკით, რომელსაც "ინკლუზიური განვითარება" უწოდეს", - განაცხადა გოცირიძემ.

საინტერესოა, რას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ამომრჩეველს "იაფ ფულს" ჰპირდებოდა, თუმცა, ლარის კურსის შემხედვარემ შეიძლება იფიქრო, რომ დანაპირები ნამდვილად სრულდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია