18 წლის მამაკაცს, რომელსაც ბრალად 12 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირი ედება, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სხდომა დახურული იყო და ჟურნალისტებს მასზე დასწრების უფლება არ მისცეს.
"გირაოს შეფარდებას ვითხოვდით 5 ათასი ლარის ოდენობით. თუმცა პროკურატურამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სასამართლომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბრალდებული მამაკაცის ადვოკატმა ნოშრევან ქელეხსაშვილმა.
მომხდარს ინტერნეტში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. მოსაზრებებს გამოთქვამს Ambebi.ge-ს მკითხველიც.
Ambebi.ge-ს მკითხველის შეფასებები:
დალი: სოფელში ყველამ ყველაფერი იცის, დავიჯერო ამ ბიჭისა და გოგოს ურთიერთობა არავინ იცოდა?! არც ის, რომ პირველი ცოლი, ისიც 14 წლის, გაშვებული ჰყავდა?! ყველა დამნაშავეა, სკოლის დირექტორიც, კლასის დამრიგებელიც, მით უმეტეს, თუ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ბიჭს გოგონა კლასიდან გაყავდა. მშობლები, გინდ ბიჭის და გინდ ორივე ცოლის ხომ საერთოდ... ტყუილად არაა ნათქვამი, დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო!
SGG: ...ამ შემთხვევაში მარტო ის ბიჭი კი არ უნდა ჩასვან ციხეში, არამედ პატარა გოგოს მშობლები, სკოლის დირექტორი და ბიჭის მშობლებიც. ასე თუ გაგრძელდა, მალე პაკისტანს დავემსგავსებით.
!!!: აქ პირველ რიგში მშობლები არიან დამნაშავე. თავისი ჭკუით, გაათხოვეს გოგო და ჩააბარეს პატრონს! მართლა, ვაი ჩვენს პატრონს, ევროპა გვიშველის ვითომ? პაკისტანისა და ავღანეთის დონეზე ვართ! იმ სოფელში ჭკვიანი არავინ იყო, ვინც ამაზე რეაგირებას მოახდენდა?! არავის ევალება იქ მოზარდთა უფლებების დაცვა?! სხვა ქვეყანაა კარდენახი?!
გამოხაურებები Facebook-ზე:
თათული თოდუა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი:
"ერთმანეთთან უკვე ნამყოფები იყვნენ და სახლში უკან რომ წამოგვეყვანა რა აზრი ჰქონდა." @ დედა
"თანახმა იყო ეს გოგოც და მივიღეთ როგორც უბნის პატარძალი." @ მეზობელი ქალი
"არაფერს არ აკეთებდა, მართალია პატარა იყო, მაგრამ არაფერს არ აკეთებდა და უნდოდა რომ დედასთან ყოფილიყო. და მაგ ბავშვმა (ქმარმა) კიდევ უთხრა თუ წახვალ აქ ვეღარ მოხვალო და რახან წავიდა აღარ მოიყვანა." @ მეორე მეზობელი ქალი
"ჩვენ გვქონდა გოგონასთან საუბარი და ის ბედნიერად გრძნობდა თავს." @ სკოლის დირექტორი
12 წლის ბავშვზეა საუბარი, რომელიც 6 თვის ორსულია frown emoticon
ბავშვის ქორწინება ი ძ უ ლ ე ბ ი თ ქორწინებად ითვლება. 12 წლის ბავშვი ვერ გამოხატავს სრულ, თავისუფალ და ინფორმირებულ თანხმობას ქორწინებაზე.
ნინო დანელია, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრი:
დარწმუნებული ვარ, ამ ტრაგედიის გმირები ფიქრობენ, რომ ევროპა გვრყვნის და პუტინი გვიშველის.
ნათია ორველაშვილი, ჟურნალისტი:
აი ეს არის პრობლემა და არა ბუსუსები, ID ბარათი და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი რამ.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას არასრულწლოვანთან. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით 7-დან 9 წლამდე.
AMBEBI.GE
იხილეთ ვიდეო: "რო გათხოვდა, მომზადებული უნდა ყოფილიყო, ქმარი ან დაიყვირებდა, ან შეაგინებდა"