"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი 2013 წელს სამეგრელოში, სამალავში აღმოჩენილი სკანდალური ვიდეოკადრების გასაჯაროვებას ითხოვს, - ამის შესახებ ინაშვილი განცხადებას Facebook-ის საშუალებით აკეთებს.
"იცით, რა მიკვირს? ვის უნახავს ეს ხელისუფლება სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილ კადრებს, სადაც ყავარჯნიანი მანიაკი, პოლიციის შენობაში, მაგიდაზე "სკოჩით" დაკრულ პატიმარს აუპატიურებს. მორიგჯერ გეუბნებით: გაასაჯაროვეთ ამ კადრების ფრაგმენტები (დაფარეთ სახეები) და ღიად აჩვენეთ ქართველ ხალხსაც მსოფლიოსაც, რას აკეთებდა სააკაშვილის რეჟიმი. რისთვის აღმოაჩინეთ, მუთაქებში შესანახად?! ან ვისი უფლება შეილახება, თუ სახეებს დაფარავთ და კადრებს ისე გაასაჯაროვებთ?!... მაგრამ გეშინიათ... არც ნება გაქვთ, არც სულისკვეთებით გამოირჩევით...
ბულგარეთიც კი გჯობნით, საკუთარი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვაში. მიწის გაყიდვაზე მორატორიუმი 2020 წლამდე გაიგრძელეს, ცალმხრივად... ევროკავშირს კი, დაემუქრნენ, რომ ჯერ მათი ეროვნული ინტერესებია და მერე- დანარჩენი მსოფლიო. სხედხართ კაბინეტებში და დიდი ეჭვი მაქვს, ვერც ხვდებით, რომ იძირებით... მაგრამ თქვენს ჩაძირვას კიდევ აიტანდა კაცი, ქვეყანა მორიგჯერ დგება საფრთხის ქვეშ. გული მტკივა. ბოროტებასთან მოგებული ომი წაგვაგებინეთ. ყველაფერი თავიდანაა დასაწყები", - წერს ირმა ინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ივნისში შს სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, სამეგრელოში აღმოჩენილია ყოფილი ხელისუფლების შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით მიწის ქვეშ შენიღბულად მოწყობილი, სპეციალური კამუფლაჟით დაფარული სამალავები.
სამალავებში ნანახია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი არაერთი ვიდეოფირი.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი