საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიტიკური დეზერტირი, რომელსაც არ გააჩნია პრინციპები და სახელმწიფოებრივი აზროვნების კულტურა" - ცნობილი მწერალი დავით საყვარელიძის შესახებ
"პოლიტიკური დეზერტირი, რომელსაც არ გააჩნია პრინციპები და სახელმწიფოებრივი აზროვნების კულტურა" - ცნობილი მწერალი დავით საყვარელიძის შესახებ

საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი და დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი პა­ა­ტა ქურ­და­ძე და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძის უკ­რა­ი­ნა­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა.

"მე, რა თქმა უნდა, არა­ვი­თა­რი პრე­ტენ­ზია არ შე­იძ­ლე­ბა გა­მაჩ­ნდეს იმ ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში მუ­შა­ო­ბა და­ი­წყეს მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, ეს მარ­თლა უკ­რა­ი­ნის შიდა საქ­მეა და ღმერ­თმა ხელი მო­უ­მარ­თოთ თა­ვი­ანთ ნე­ბის­მი­ერ არ­ჩე­ვან­ში - გან­სა­კუთ­რე­ბით დღეს! ის კი არა, მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შემ­ყუ­რე, ვფიქ­რობ, რომ არც ქარ­თულ აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აწყენ­და ზო­გი­ერთ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე უცხო­ე­ლე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა თუ კი უკე­თე­სი ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რი მარ­თლაც არ არ­სე­ბობს... (რა­შიც ეჭვი მე­პა­რე­ბა, მაგ­რამ მა­ინც)

მხო­ლოდ ერთი და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ გა­მიჩ­ნდა კი­თხვა...

არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რის სტა­ტუ­სი, თუ არ მეშ­ლე­ბა, ბევ­რად მეტს ნიშ­ნავს ვიდ­რე უბ­რა­ლოდ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნე­რის,რად­გან მას მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის ნდო­ბი­სა და იმე­დის მან­და­ტი, ეს კი ბევ­რად დიდი პა­ტი­ვი და ტვირ­თია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა და "კარ­გი" სამ­სა­ხუ­რი. ამი­ტომ რჩე­უ­ლის­გან იმე­დის გაც­რუ­ე­ბა ბევ­რად უფრო მტკივ­ნე­უ­ლად და ამო­რა­ლუ­რად აგა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ვიდ­რე და­ნიშ­ნუ­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ფუნ­ქცი­ო­ნე­რი­სა­გან. პარ­ლა­მენ­ტა­რი (ხაზს ვუს­ვამ, კი­დევ ერთხელ - პარ­ლა­მენ­ტა­რი) რო­მე­ლიც ამომ­რჩევ­ლის მიერ მი­ცე­მულ მან­დატ­ზე, მე­ტიც (სა­ვა­რა­უ­დოდ) სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარს ამ­ბობს და მი­დის სხვა, თუნ­დაც მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში (სა­ვა­რა­უ­დო პრე­ტექ­სტით რომ თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ით იქ უფრო მეტი სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნია, ვიდ­რე თა­ვი­სი ამომ­რჩევ­ლის­თვის), ჩემი აზ­რით, უბ­რა­ლოდ კლა­სი­კუ­რი ოპორ­ტუ­ნის­ტი და პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ზერ­ტი­რია, რო­მელ­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ გა­აჩ­ნია არც პრინ­ცი­პე­ბი და არც სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის კულ­ტუ­რა.... მე, რა თქმა უნდა, და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე მყავს მხედ­ვე­ლო­ბა­ში. იმე­დი მაქვს, ამ კაცს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში აღა­რას­დროს ვი­ხი­ლავთ. ჩემი აზ­რით, ეს უნი­კა­ლუ­რი და სა­მარ­ცხვი­ნო შემ­თხვე­ვაა და სუ­ლაც არ არის სა­ა­მა­ყო, რო­გორც ეს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებს გო­ნი­ათ... თო­რემ დევ­ნი­ლი ემიგ­რან­ტი ადე­იშ­ვი­ლი, ან თვით ფლეტ­ჩე­რის სკო­ლის უშ­ტა­ტო ლექ­ტო­რი სა­ა­ა­კაშ­ვი­ლი თუ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის უშ­ტა­ტო მრჩე­ვე­ლი გახ­დე­ბა, ეს ნამ­დვი­ლად არ არის რა­ი­მე გან­სა­ა­კუთ­რე­ბუ­ლი ტრა­გე­დია - იმის და მი­ხედ­ვით - ქარ­თუ­ლი იუს­ტი­ცია შეძ­ლებს თუ არა მათი ბრალ­დე­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით, ისი­ნი ან უკ­რა­ი­ნის ან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრეს­ტი­ჟის პრობ­ლე­მად გა­და­იქ­ცე­ვი­ან. მა­ნამ­დე კი ხომ გა­გი­გი­ათ - თუ ვერ და­ი­ჭი­რე ქურ­დი არ არის! ))

აქვე მინ­და და­ვა­მა­ტო ინ­ტრი­გა­ნე­ბი­სათ­ვის - რომ ზუს­ტად იგი­ვეს დავ­წერ­დი საყ­ვა­რე­ლი­ძის ნაც­ვლად ნე­ბის­მი­ე­რი სხვა პარ­ტი­ის, ფრაქ­ცი­ი­სა თუ კო­ა­ლი­ცი­ის წევრ დე­პუ­ტატს რომ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა მან­და­ტი და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა - უცხო­ეთ­ში "უკე­თე­სი" სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნის გამო.ხოლო პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი რომ ვიყო, ამ კაცს და მის ფრაქ­ცი­ას ახ­სნა­გან­მარ­ტე­ბას მოვ­თხოვ­დი".

შე­გახ­სე­ნებთ, და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა, ვიქ­ტორ შო­კინ­მა პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის პოსტზე წა­რად­გი­ნა.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, საყ­ვა­რე­ლი­ძე გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში კად­რებს, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და უკ­რა­ი­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რის რე­ფორ­მი­რე­ბის სა­კი­თხებს უხელ­მძღვა­ნე­ლებს. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში საყ­ვა­რე­ლი­ძეს ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე შეც­ვლის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"პოლიტიკური დეზერტირი, რომელსაც არ გააჩნია პრინციპები და სახელმწიფოებრივი აზროვნების კულტურა" - ცნობილი მწერალი დავით საყვარელიძის შესახებ

"პოლიტიკური დეზერტირი, რომელსაც არ გააჩნია პრინციპები და სახელმწიფოებრივი აზროვნების კულტურა" - ცნობილი მწერალი დავით საყვარელიძის შესახებ

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე დავით საყვარელიძის უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"მე, რა თქმა უნდა, არავითარი პრეტენზია არ შეიძლება გამაჩნდეს იმ ქართველების მიმართ, რომლებიც უკრაინაში მუშაობა დაიწყეს მაღალ თანამდებობებზე, ეს მართლა უკრაინის შიდა საქმეა და ღმერთმა ხელი მოუმართოთ თავიანთ ნებისმიერ არჩევანში - განსაკუთრებით დღეს! ის კი არა, მოქმედი ხელისუფლების შემყურე, ვფიქრობ, რომ არც ქართულ აღმასრულებელ ხელისუფლებას აწყენდა ზოგიერთ თანამდებობებზე უცხოელების ჩამოყვანა თუ კი უკეთესი ადგილობრივი კადრი მართლაც არ არსებობს... (რაშიც ეჭვი მეპარება, მაგრამ მაინც)

მხოლოდ ერთი დანიშვნის შესახებ გამიჩნდა კითხვა...

არჩეული პარლამენტარის სტატუსი, თუ არ მეშლება, ბევრად მეტს ნიშნავს ვიდრე უბრალოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციონერის,რადგან მას მინიჭებული აქვს ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ნდობისა და იმედის მანდატი, ეს კი ბევრად დიდი პატივი და ტვირთია, ვიდრე უბრალოდ კარიერული წინსვლა და "კარგი" სამსახური. ამიტომ რჩეულისგან იმედის გაცრუება ბევრად უფრო მტკივნეულად და ამორალურად აგამოიყურება, ვიდრე დანიშნული აღმასრულებელი ფუნქციონერისაგან. პარლამენტარი (ხაზს ვუსვამ, კიდევ ერთხელ - პარლამენტარი) რომელიც ამომრჩევლის მიერ მიცემულ მანდატზე, მეტიც (სავარაუდოდ) საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს ამბობს და მიდის სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყნის სამსახურში (სავარაუდო პრეტექსტით რომ თავისი კომპეტენციით იქ უფრო მეტი სარგებლის მომტანია, ვიდრე თავისი ამომრჩევლისთვის), ჩემი აზრით, უბრალოდ კლასიკური ოპორტუნისტი და პოლიტიკური დეზერტირია, რომელსაც აბსოლუტურად არ გააჩნია არც პრინციპები და არც სახელმწიფოებრივი აზროვნების კულტურა.... მე, რა თქმა უნდა, დავით საყვარელიძე მყავს მხედველობაში. იმედი მაქვს, ამ კაცს ქართულ პოლიტიკაში აღარასდროს ვიხილავთ. ჩემი აზრით, ეს უნიკალური და სამარცხვინო შემთხვევაა და სულაც არ არის საამაყო, როგორც ეს "ნაციონალების" მხარდამჭერებს გონიათ... თორემ დევნილი ემიგრანტი ადეიშვილი, ან თვით ფლეტჩერის სკოლის უშტატო ლექტორი საააკაშვილი თუ უკრაინის პრეზიდენტის უშტატო მრჩეველი გახდება, ეს ნამდვილად არ არის რაიმე განსააკუთრებული ტრაგედია - იმის და მიხედვით - ქართული იუსტიცია შეძლებს თუ არა მათი ბრალდებების დამტკიცებას საერთაშორისო მასშტაბით, ისინი ან უკრაინის ან საქართველოს ხელისუფლების პრესტიჟის პრობლემად გადაიქცევიან. მანამდე კი ხომ გაგიგიათ - თუ ვერ დაიჭირე ქურდი არ არის! ))

აქვე მინდა დავამატო ინტრიგანებისათვის - რომ ზუსტად იგივეს დავწერდი საყვარელიძის ნაცვლად ნებისმიერი სხვა პარტიის, ფრაქციისა თუ კოალიციის წევრ დეპუტატს რომ დაეტოვებინა მანდატი და მოქალაქეობა - უცხოეთში "უკეთესი" სამსახურის შოვნის გამო.ხოლო პარლამენტის წევრი რომ ვიყო, ამ კაცს და მის ფრაქციას ახსნაგანმარტებას მოვთხოვდი".

შეგახსენებთ, დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ვიქტორ შოკინმა პირველი მოადგილის პოსტზე წარადგინა.

უკრაინული მედიის ცნობით, საყვარელიძე გენერალურ პროკურატურაში კადრებს, ევროინტეგრაციისა და უკრაინის პროკურატურის რეფორმირების საკითხებს უხელმძღვანელებს. საქართველოს პარლამენტში საყვარელიძეს ეკა ხერხეულიძე შეცვლის.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს