სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მეტროს სადგური "ღრმაღელე" ერთი დღით დაიკეტა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, დღეს საღამოს "ღრმაღელესთან" დაზიანდა სანიაღვრე კოლექტორი, რამაც მეტროს სადგურის გვირაბში წყლის ჩადინება გამოიწვია და საჭირო გახდა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს საღამოს 20.30 საათიდან, მეტროს სადგური "ღრმაღელე" ერთი დღით დაიკეტა. "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ინფორმაციით, მეტროს სადგურ "ღრმაღელეს" მუშაობის განახლებამდე, მეტროს სადგურების მონაკვეთებზე "ღრმაღელე-დიდუბე" და "ღრმაღელე-გურამიშვილი" და პირიქით, მგზავრებს უფასო ავტობუსი მოემსახურება.
"თბილისის სატრანსპორტო კომპანია" შექმნილი დისკომფორტისთვის მეტროს სადგურის აღნიშნული მონაკვეთებით მოსარგებლე მგზავრებს ბოდიშს უხდის.