საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგზაურობა საიქიოში ანუ მორგში გაცოცხლებული ქართველები
მოგზაურობა საიქიოში ანუ მორგში გაცოცხლებული ქართველები

სი­ტყვა "სა­ი­ქი­ოს" სულ­ხან-საბა ასე გან­მარ­ტავს: "მერ­მი­სი სო­ფე­ლი, სიკ­ვდი­ლის უკან". უამ­რა­ვი ლე­გენ­და გვსმე­ნია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, ვინც იმ სო­ფელს სტუმ­რად სწვე­ვია და კვლავ უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, მათ­თან უშუ­ა­ლოდ შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კი პირ­ვე­ლად, ამ ცოტა ხნის წინ მო­მე­ცა.

პირ­ვე­ლი რეს­პონ­დენ­ტი, ომარ აბ­რა­მი­ძე გახ­ლავთ. რო­გორც თა­ვად გვი­ამ­ბობს, ის სამი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მორ­გში, მეტ­ლა­ხის ფი­ლებ­ზე "ეგდო", შემ­დეგ კი, რა­ღაც შემ­თხვე­ვის წყა­ლო­ბით, ექი­მებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლი კი არა, ცო­ცხა­ლი იყო და მხო­ლოდ კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და...

- და­ვი­ბა­დე 1942 წელს და ვი­ნა­ი­დან ამ დროს, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ომა­რი და­მარ­ქვეს. ბედი იმა­შიც არ მქონ­და, რომ დე­დის რძით გავზრდი­ლი­ყა­ვი. ჩემი "დედა", თხა გახ­და. დიდი გა­ჭირ­ვე­ბით და­ვამ­თავ­რე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და ჩა­ვა­ბა­რე პო­ლი­ტექ­ნი­კურ ინ­სტი­ტუ­ტში. შემ­დეგ წა­ვე­დი ჯარ­ში და სიკ­ვდილს თვა­ლებ­ში პირ­ვე­ლად სწო­რედ იქ შევ­ხე­დე.

- სად მო­ი­ხა­დეთ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­დი­სერ­თა გახ­ლდით, ჯარ­ში ყა­ზა­ხეთ­ში, მან­გეშ­ლაკ­ში გა­მიწ­ვი­ეს. იქ ურა­ნის მად­ნის სა­ბა­დო­ე­ბია და ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის ძალ­ზე სა­ში­შია. იქ მომ­სა­ხუ­რე ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტეს ნა­წილს სის­ხლის გა­თეთ­რე­ბა ემარ­თე­ბა. იმ არე­მა­რე­ზე არც წყა­ლია, არც მცე­ნა­რე ხა­რობს. ერ­თა­დერ­თი, რაც და­დე­ბი­თი გახ­ლდათ, დიდი ხელ­ფა­სი იყო. მად­ნის მო­პო­ვე­ბა­სა და გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ზე ძი­რი­თა­დად, ისი­ნი მუ­შა­ობ­დნენ, ვი­საც მუდ­მი­ვი პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და მის­ჯი­ლი. სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი, რო­მელ­შიც ვმსა­ხუ­რობ­დი, გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო. ამის გამო, ჯა­რის­კა­ცებს შვე­ბუ­ლე­ბა­ში არ გვიშ­ვებ­დნენ. ჩემი მშობ­ლე­ბი კო­მი­სა­რი­ატ­ში მი­სუ­ლან და უკი­თხავთ - რო­გორ მო­ვა­ხერ­ხოთ, ომა­რი ერთი თვით შინ რომ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნო­თო? კო­მი­სარს და­უ­რი­გე­ბია: ვი­ნა­ი­დან იქ ჩა­სუ­ლი ან იქი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ყვე­ლა წე­რი­ლი იკი­თხე­ბა, შვილს მის­წე­რეთ, რომ ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რი ძალ­ზე ავად არის, შემ­დეგ ჩვენც გა­ვაგ­ზავ­ნით მო­თხოვ­ნას და იქ­ნებ, გა­მო­უშ­ვა­ნო. მა­მა­ჩემ­მაც გა­მო­მიგ­ზავ­ნა წე­რი­ლი, რო­მელ­შიც დე­და­ჩე­მის ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ მწერ­და. ეს რომ წა­ვი­კი­თხე, რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ "ჩა­წყო­ბი­ლი" საქ­მე იყო?!. ვი­ფიქ­რე, დედა მიკ­ვდე­ბა-მეთ­ქი და არაყს მი­ვე­ძა­ლე. ერთხელ, ისე დავ­თვე­რი, გო­ნე­ბა მე­ბინ­დე­ბო­და. მერე პლა­ნიც მოვ­წიე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­სა­წე­ვი უხ­ვად იშო­ვე­ბო­და, მა­ნამ­დე, არა­სო­დეს გა­მი­სინ­ჯავს; არ ვი­ცო­დი, რა შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბო­და, მოჰ­ყო­ლო­და ნას­ვამ­ზე მო­წე­ვას და ისე ცუ­დად გავ­ხდი, რომ იფიქ­რეს - მოვ­კვდი. პირ­ვე­ლი კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი მა­შინ მქონ­და. შემ­თხვე­ვით გა­დავ­რჩი...

- გა­მო­დის, კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მე­ო­რე­დაც აღ­მოჩ­ნდით?..

- დიახ, სულ სამ­ჯერ მქონ­და. ახლა გი­ამ­ბობთ მე­ო­რე შემ­თხვე­ვას: ჯა­რი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლა გა­ვაგ­რძე­ლე. ჩვე­ნი თა­ნაჯ­გუ­ფე­ლი გო­გო­ნა, გვა­რად ჯაჯ­ვა­ნი, გა­თხოვ­და და მთე­ლი ჯგუ­ფი მის ქორ­წილ­ში ვი­ყა­ვით. მე შე­და­რე­ბით ადრე წა­მო­ვე­დი და საბ­ჭოს მო­ე­დან­ზე, ტაქ­სის ვე­ლო­დე­ბო­დი. ამ დროს, ვი­ღა­ცამ გვერ­დით ჩა­მირ­ბი­ნა. ცოტა ხნის შემ­დეგ, კი­დევ ორი კაცი გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც პირ­ველს მის­დევ­და. რა­ტომ­ღაც იფიქ­რეს, რომ სწო­რედ მე ვი­ყა­ვი ის პირ­ვე­ლი, სი­ტყვაც არ უთ­ქვამთ, ისე მო­მი­ახ­ლოვ­დნენ და ერთ-ერ­თმა დანა და­მარ­ტყა; ბარ­ძაყ­ში დამ­ჭრა და რო­გორც შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, თურ­მე არ­ტე­რია გა­და­მეჭ­რა. ზამ­თა­რი იყო, გა­ყი­ნულ მი­წა­ზე და­ვე­ცი. ვგრძნობ­დი, სის­ხლის­გან ვიც­ლე­ბო­დი, მაგ­რამ მშვე­ლე­ლი არა­ვინ ჩან­და. ამ დროს, შემ­თხვე­ვით ვი­ღა­ცამ მო­ტო­ციკ­ლით გა­მო­ი­ა­რა, მა­შუ­ქის სი­ნათ­ლე­ზე და­უ­ნა­ხავს ჩემი სის­ხლის­გან ავარ­დნი­ლი ორ­თქლი, მო­ტო­ციკ­ლი გა­უ­ჩე­რე­ბია და რომ და­ი­ნა­ხა, დაჭ­რი­ლი ვი­ყა­ვი, მო­ტო­ციკ­ლის "კა­ლი­ას­კა­ში" ჩამ­სვა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­მიყ­ვა­ნა. მეს­მო­და, მო­რი­გე ექიმ­მა რომ უთხრა - ჩვენ მო­რი­გე სა­ა­ვად­მყო­ფო არა ვართ და დაჭ­რილს ვერ მი­ვი­ღებ­თო... მერე პულ­სი გა­მი­სინ­ჯეს და ისიც გა­ვი­გო­ნე, რო­გორ თქვა: გული გა­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს, ვე­ღა­რა­ფერს ვუშ­ვე­ლით, მორ­გში გა­და­ას­ვე­ნე­თო... მინ­დო­და მეთ­ქვა - მკვდა­რი არა ვარ, ყვე­ლა­ფე­რი მეს­მის-მეთ­ქი, - მაგ­რამ ხმას ვერ ვი­ღებ­დი... იმ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩემი მე­ზო­ბე­ლი, ავთო ადუ­აშ­ვი­ლი მუ­შა­ობ­და და აღ­მოჩ­ნდა, რომ სწო­რედ იმ დღეს ყო­ფი­ლა მო­რი­გე. სა­ბუ­თე­ბი რომ უნა­ხავს, თავ­ში შე­მო­უკ­რავს ხელი - ეს ხომ ომა­რი­აო!.. გა­მო­ე­კი­და ური­კას, უკან და­მაბ­რუ­ნა და იმ­დე­ნი ქნა, რომ სა­ა­ქა­ოს და­მაბ­რუ­ნა. ცხო­ნე­ბუ­ლი ნო­დარ ბო­ხუა გა­მო­ი­ძა­ხეს, სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში შე­მიყ­ვა­ნეს, სის­ხლიც გა­და­მის­ხეს და გა­და­მარ­ჩი­ნეს. ოპე­რა­ცი­ის დრო­საც მეს­მო­და ექი­მე­ბის სა­უ­ბა­რი - არ გა­დარ­ჩე­ბაო, - რომ ამ­ბობ­დნენ, მაგ­რამ გა­დავ­რჩი. გონ­ზე მე-9 დღეს მო­ვე­დი. ქი­რურ­გმა ფუ­ლიც კი არ გა­მო­მარ­თვა: ისე­თი ოპე­რა­ცია გა­ვა­კე­თე, კა­რი­ე­რას ფულ­ზე მე­ტად რომ წა­ად­გე­ბაო...

- მე­სა­მედ რო­გორ აღ­მოჩ­ნდით კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში?

- მე­სა­მედ უკვე 1983 წელს, ავა­რი­ა­ში რომ მოვ­ხვდი, სწო­რედ მა­შინ აღ­მოვ­ჩნდი კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. იმ პე­რი­ოდ­ში, თბი­ლი­სის ზღვა­ზე, მაშ­ვე­ლად ვმუ­შა­ობ­დი. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტის პირ­და­პირ, სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით ბოძს შე­ვას­კდი. გო­ნე­ბა მა­შინ­ვე და­მიბ­ნელ­და, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი მეს­მო­და. ამ­ჯე­რა­დაც უცხო ადა­მი­ა­ნებ­მა მი­მიყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. შა­ბა­თი დღე იყო. მა­შინ­ვე მორ­გში გა­მა­ქა­ნეს. ორ­შა­ბა­თამ­დე ქვის ია­ტაკ­ზე ვეგ­დე. ორ­შა­ბათს სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტე­ბი მო­ვიდ­ნენ. პრაქ­ტი­კას გა­დი­ოდ­ნენ. მორ­გში შე­მო­იყ­ვა­ნეს და რომ გა­მან­ძრი­ეს, ხელი ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნი­ვით გა­და­მი­ვარ­და. მა­შინ მიხ­ვდნენ, რომ გარ­დაც­ვლი­ლი არ ვი­ყა­ვი. და­ფა­ცურ­დნენ და სას­წრა­ფოდ ექი­მე­ბი და­მახ­ვი­ეს თავს. ყვე­ლა ერ­თხმად ამ­ბობ­და - ამის გა­დარ­ჩე­ნის შან­სი არ არი­სო, - მე კი ამ დროს ვფიქ­რობ­დი: აუ­ცი­ლებ­ლად გა­დავ­რჩე­ბი-მეთ­ქი. მარ­თლაც, "გა­მოვ­ძვე­რი" და ახლა საღ-სა­ლა­მა­თი, აგერ, თქვენ გე­სა­უბ­რე­ბით...

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

მოგზაურობა საიქიოში ანუ მორგში გაცოცხლებული ქართველები

მოგზაურობა საიქიოში ანუ მორგში გაცოცხლებული ქართველები

სიტყვა "საიქიოს" სულხან-საბა ასე განმარტავს: "მერმისი სოფელი, სიკვდილის უკან". უამრავი ლეგენდა გვსმენია იმ ადამიანების შესახებ, ვინც იმ სოფელს სტუმრად სწვევია და კვლავ უკან დაბრუნებულა, მათთან უშუალოდ შეხვედრის შესაძლებლობა კი პირველად, ამ ცოტა ხნის წინ მომეცა.

პირველი რესპონდენტი, ომარ აბრამიძე გახლავთ. როგორც თავად გვიამბობს, ის სამი დღე-ღამის განმავლობაში მორგში, მეტლახის ფილებზე "ეგდო", შემდეგ კი, რაღაც შემთხვევის წყალობით, ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მიცვალებული კი არა, ცოცხალი იყო და მხოლოდ კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა...

- დავიბადე 1942 წელს და ვინაიდან ამ დროს, მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა, ომარი დამარქვეს. ბედი იმაშიც არ მქონდა, რომ დედის რძით გავზრდილიყავი. ჩემი "დედა", თხა გახდა. დიდი გაჭირვებით დავამთავრე საშუალო სკოლა და ჩავაბარე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. შემდეგ წავედი ჯარში და სიკვდილს თვალებში პირველად სწორედ იქ შევხედე.

- სად მოიხადეთ სამხედრო სამსახური?

- მიუხედავად იმისა, რომ დედისერთა გახლდით, ჯარში ყაზახეთში, მანგეშლაკში გამიწვიეს. იქ ურანის მადნის საბადოებია და ჯანმრთელობისათვის ძალზე საშიშია. იქ მომსახურე ადამიანების უმეტეს ნაწილს სისხლის გათეთრება ემართება. იმ არემარეზე არც წყალია, არც მცენარე ხარობს. ერთადერთი, რაც დადებითი გახლდათ, დიდი ხელფასი იყო. მადნის მოპოვებასა და გადამუშავებაზე ძირითადად, ისინი მუშაობდნენ, ვისაც მუდმივი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. სამხედრო ნაწილი, რომელშიც ვმსახურობდი, გასაიდუმლოებული იყო. ამის გამო, ჯარისკაცებს შვებულებაში არ გვიშვებდნენ. ჩემი მშობლები კომისარიატში მისულან და უკითხავთ - როგორ მოვახერხოთ, ომარი ერთი თვით შინ რომ ჩამოვიყვანოთო? კომისარს დაურიგებია: ვინაიდან იქ ჩასული ან იქიდან გამოგზავნილი ყველა წერილი იკითხება, შვილს მისწერეთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრი ძალზე ავად არის, შემდეგ ჩვენც გავაგზავნით მოთხოვნას და იქნებ, გამოუშვანო. მამაჩემმაც გამომიგზავნა წერილი, რომელშიც დედაჩემის ავადმყოფობის შესახებ მწერდა. ეს რომ წავიკითხე, რას წარმოვიდგენდი, რომ "ჩაწყობილი" საქმე იყო?!. ვიფიქრე, დედა მიკვდება-მეთქი და არაყს მივეძალე. ერთხელ, ისე დავთვერი, გონება მებინდებოდა. მერე პლანიც მოვწიე. მიუხედავად იმისა, რომ მოსაწევი უხვად იშოვებოდა, მანამდე, არასოდეს გამისინჯავს; არ ვიცოდი, რა შედეგი შეიძლებოდა, მოჰყოლოდა ნასვამზე მოწევას და ისე ცუდად გავხდი, რომ იფიქრეს - მოვკვდი. პირველი კლინიკური სიკვდილი მაშინ მქონდა. შემთხვევით გადავრჩი...

- გამოდის, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მეორედაც აღმოჩნდით?..

- დიახ, სულ სამჯერ მქონდა. ახლა გიამბობთ მეორე შემთხვევას: ჯარიდან რომ დავბრუნდი, ინსტიტუტში სწავლა გავაგრძელე. ჩვენი თანაჯგუფელი გოგონა, გვარად ჯაჯვანი, გათხოვდა და მთელი ჯგუფი მის ქორწილში ვიყავით. მე შედარებით ადრე წამოვედი და საბჭოს მოედანზე, ტაქსის ველოდებოდი. ამ დროს, ვიღაცამ გვერდით ჩამირბინა. ცოტა ხნის შემდეგ, კიდევ ორი კაცი გამოჩნდა, რომელიც პირველს მისდევდა. რატომღაც იფიქრეს, რომ სწორედ მე ვიყავი ის პირველი, სიტყვაც არ უთქვამთ, ისე მომიახლოვდნენ და ერთ-ერთმა დანა დამარტყა; ბარძაყში დამჭრა და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, თურმე არტერია გადამეჭრა. ზამთარი იყო, გაყინულ მიწაზე დავეცი. ვგრძნობდი, სისხლისგან ვიცლებოდი, მაგრამ მშველელი არავინ ჩანდა. ამ დროს, შემთხვევით ვიღაცამ მოტოციკლით გამოიარა, მაშუქის სინათლეზე დაუნახავს ჩემი სისხლისგან ავარდნილი ორთქლი, მოტოციკლი გაუჩერებია და რომ დაინახა, დაჭრილი ვიყავი, მოტოციკლის "კალიასკაში" ჩამსვა და საავადმყოფოში მიმიყვანა. მესმოდა, მორიგე ექიმმა რომ უთხრა - ჩვენ მორიგე საავადმყოფო არა ვართ და დაჭრილს ვერ მივიღებთო... მერე პულსი გამისინჯეს და ისიც გავიგონე, როგორ თქვა: გული გაჩერებული აქვს, ვეღარაფერს ვუშველით, მორგში გადაასვენეთო... მინდოდა მეთქვა - მკვდარი არა ვარ, ყველაფერი მესმის-მეთქი, - მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი... იმ საავადმყოფოში ჩემი მეზობელი, ავთო ადუაშვილი მუშაობდა და აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ დღეს ყოფილა მორიგე. საბუთები რომ უნახავს, თავში შემოუკრავს ხელი - ეს ხომ ომარიაო!.. გამოეკიდა ურიკას, უკან დამაბრუნა და იმდენი ქნა, რომ სააქაოს დამაბრუნა. ცხონებული ნოდარ ბოხუა გამოიძახეს, საოპერაციოში შემიყვანეს, სისხლიც გადამისხეს და გადამარჩინეს. ოპერაციის დროსაც მესმოდა ექიმების საუბარი - არ გადარჩებაო, - რომ ამბობდნენ, მაგრამ გადავრჩი. გონზე მე-9 დღეს მოვედი. ქირურგმა ფულიც კი არ გამომართვა: ისეთი ოპერაცია გავაკეთე, კარიერას ფულზე მეტად რომ წაადგებაო...

- მესამედ როგორ აღმოჩნდით კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში?

- მესამედ უკვე 1983 წელს, ავარიაში რომ მოვხვდი, სწორედ მაშინ აღმოვჩნდი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში. იმ პერიოდში, თბილისის ზღვაზე, მაშველად ვმუშაობდი. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პირდაპირ, საკუთარი მანქანით ბოძს შევასკდი. გონება მაშინვე დამიბნელდა, თუმცა ყველაფერი მესმოდა. ამჯერადაც უცხო ადამიანებმა მიმიყვანეს საავადმყოფოში. შაბათი დღე იყო. მაშინვე მორგში გამაქანეს. ორშაბათამდე ქვის იატაკზე ვეგდე. ორშაბათს სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები მოვიდნენ. პრაქტიკას გადიოდნენ. მორგში შემოიყვანეს და რომ გამანძრიეს, ხელი ცოცხალი ადამიანივით გადამივარდა. მაშინ მიხვდნენ, რომ გარდაცვლილი არ ვიყავი. დაფაცურდნენ და სასწრაფოდ ექიმები დამახვიეს თავს. ყველა ერთხმად ამბობდა - ამის გადარჩენის შანსი არ არისო, - მე კი ამ დროს ვფიქრობდი: აუცილებლად გადავრჩები-მეთქი. მართლაც, "გამოვძვერი" და ახლა საღ-სალამათი, აგერ, თქვენ გესაუბრებით...

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს