პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სრული დისონანსი: როგორ ემზადებიან და რამდენს ხარჯავენ "ოსკარზე" დასასწრებად ქართველი და უცხოელი მსახიობები
სრული დისონანსი: როგორ ემზადებიან და რამდენს ხარჯავენ "ოსკარზე" დასასწრებად ქართველი და უცხოელი მსახიობები

"ოს­კა­რის" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­ნე­მო­ნი­ა­ლი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ღა­მოს კა­ბე­ბი­სა და მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი საკ­მა­უ­ლის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. წელს სა­ქარ­თვე­ლო­საც გა­უ­ღი­მა ბედ­მა და ჩვე­ნი ვარ­სკვლა­ვე­ბიც გა­ივ­ლი­ან წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე. ვინ იცის, იქ­ნებ "ოს­კარ­საც" გა­მოვკრათ ხელი...

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის სა­ღა­მო­ზე წი­თე­ლი ხა­ლი­ჩა მსა­ხი­ო­ბე­ბის გა­რეგ­ნო­ბი­სა და სა­მო­სის შე­ჯიბ­რე­ბის ერ­თგვარ სივ­რცედ იქ­ცე­ვა ხოლ­მე. რო­გორც წესი, ამ დღის­თვის მზა­დე­ბას მსა­ხი­ო­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე თვით ადრე იწყე­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი. ვარ­სკვლა­ვე­ბი ამ დღის­თვის სულ ცოტა, 15 ათას დო­ლარს ხარ­ჯა­ვენ. ჟურ­ნალ forbes-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტი­ლის­ტის შერ­ჩე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 7 ათა­სი დო­ლა­რი ღირს. სწო­რედ მან უნდა იზ­რუ­ნოს მსა­ხი­ო­ბის გა­რეგ­ნო­ბა­ზე - რა ეც­მე­ვა, რო­გო­რი ვარ­ცხნი­ლო­ბა მო­უხ­დე­ბა და ა.შ.

მდედ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს რომ უფრო მეტ დე­ტალ­ზე უწევთ ზრუნ­ვა, ეს თა­ვის­თა­ვად ცხა­დია. მა­გა­ლი­თად, ცნო­ბი­ლია, რომ უმა თურ­მა­ნი კა­ნის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან უპი­რა­ტე­სო­ბას Karin Herzog-ს ანი­ჭებს, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 60 ფუნ­ტია. ცნო­ბი­ლია, რომ ვარ­სკვლა­ვე­ბი სა­ხის კა­ნის მოვ­ლა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნა­ვენ. მა­გა­ლი­თად, მილა კუ­ნი­სი ივენ­თის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბელ სპე­ცი­ა­ლურ თე­რა­პი­ა­ში 7 ათას დო­ლარს არ იშუ­რებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ვარ­ცხნი­ლო­ბას, მა­ნი­კურ­სა და პე­დი­კურს, მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 1 000 დო­ლა­რია. თუ უცხო­ურ მე­დი­ას ვენ­დო­ბით, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი ყო­ველ­თვის არ ყი­დუ­ლო­ბენ ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ძვი­რა­დღი­რე­ბულ სა­ღა­მოს კა­ბებს. თუმ­ცა, ამით გულ­და­წყვე­ტი­ლი არა­ვინ რჩე­ბა, რად­გან თუნ­დაც 1 წუ­თით სა­მო­სის კა­მე­რის ფო­კუს­ში მოხ­ვედ­რა ნე­ბის­მი­ე­რი დი­ზა­ი­ნე­რის­თვის რეკ­ლა­მა­ზე მე­ტია, რა­შიც ისი­ნი, რო­გორც წესი, ასი­ა­თა­სო­ბით დო­ლარს ხარ­ჯა­ვენ.

2013 წლის და­ჯილ­დო­ვე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე, რო­დე­საც ჯე­ნი­ფერ ლო­უ­რენ­სი ამა­ყად მი­ა­ბი­ჯებ­და სცე­ნის­კენ კუთ­ვნი­ლი ჯილ­დოს მი­სა­ღე­ბად, "დი­ო­რის" კა­ბა­ზე ფეხი და­ედ­გა და კი­ბე­ზე წა­ბორ­ძიკ­და. იმა­ვე წუ­თი­დან ყვე­ლა "დი­ო­რის" ვარ­დის­ფერ სა­ღა­მოს კა­ბა­ზე სა­უბ­რობ­და, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი კი Google-ში ეძებ­და.

თუ ვარ­სკვლა­ვე­ბი სა­მოს­ში ათი­ა­თა­სო­ბით დო­ლარს იხ­დი­ან, სამ­კა­უ­ლი, რო­მე­ლიც და­ჯილ­დო­ვე­ბის სა­ღა­მო­ზე ამ­შვე­ნებთ, მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რად არის ხოლ­მე შე­ფა­სე­ბუ­ლი. ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი 200 ათას ფუნტზე ნაკ­ლე­ბად შე­ფა­სე­ბუ­ლი საკ­მა­უ­ლით არ გა­ივ­ლი­ან წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე - ეს და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნია.

წელს "ოს­კა­რის" ნო­მი­ნანტ უცხო­ე­ნო­ვან ფილ­მებს შო­რის ზაზა ურუ­შა­ძის "მან­და­რი­ნე­ბი" მოხ­ვდა. ფილ­მის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი უკვე ლოს-ან­ჯე­ლეს­შია. ფილ­მის ერთ-ერთ მთა­ვარ გმირს, მიშა მესხს გვერდს მე­უღ­ლე, ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი და­უმ­შვე­ნებს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მისი თეთ­რი კაბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, ვინ გა­ი­ღო თან­ხა ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლის კა­ბის­თვის. მისი ავ­ტო­რი მო­დის სახლ "მა­ტე­რი­ას" ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რი, ალექ­სან­დრე ახალ­კა­ციშ­ვი­ლია. დი­ზა­ი­ნერ­მა მსა­ხი­ო­ბის­თვის თეთ­რი კაბა შე­არ­ჩია, რომ­ლის­თვი­საც 10 მეტ­რი ქსო­ვი­ლი და ასო­ბით კრის­ტა­ლი და­ი­ხარ­ჯა. დახ­ვე­წილ თეთრ კა­ბას გრძე­ლი შლე­ი­ფი აქვს, კა­ბის ზურ­გი კი მთლი­ა­ნად მო­შიშ­ვლე­ბუ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა მიშა მესხს, ის დი­ზა­ი­ნერ ირაკ­ლი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის მიერ შე­კე­რი­ლი ფეხ­საც­მლი­თა და ქეთი ჩხიკ­ვა­ძის სა­მო­სით წარ­სდგე­ბა ოს­კა­რე­ბის რი­გით 87-ე და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე.

მიშა მეს­ხის ფეხ­საც­მე­ლი არ არის სტან­დარ­ტუ­ლი კლა­სი­კუ­რი სტი­ლის, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. დი­ზა­ი­ნერ­მა ირაკ­ლი ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა ambebi.ge-ს აც­ნო­ბა, რომ მსა­ხი­ობ­მა ფეხ­საც­მლის დი­ზა­ი­ნი თა­ვად შე­არ­ჩია და ბაფ­თის და­მაგ­რე­ბაც სწო­რედ მი­შას სურ­ვი­ლი იყო:

"ბაფ­თე­ბი და ყვა­ვი­ლე­ბი არ არის ჩემი სტი­ლი, თუმ­ცა, ჩემ­თვის მთა­ვა­რი მი­შას სურ­ვი­ლი იყო. ის კმა­ყო­ფი­ლია. მთა­ვა­რია, თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­დეს ამ სტი­ლის სა­მოს­ში. მე და ქეთი ჩხიკ­ვა­ძემ ერ­თად გან­ვი­ხი­ლეთ მი­შას იდეა და სწო­რედ სა­ერ­თო თან­ხმო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­დავ­წყვი­ტეთ ასე­თი ფეხ­საც­მლის შექ­მნა. რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძეს, მისი ხა­სი­ა­თის შტრი­ხე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­ვურ­ჩი­ეთ ტყა­ვის სადა შავი ფეხ­საც­მე­ლი. მისი სტი­ლი უფრო კლა­სი­კუ­რი ინ­გლი­სუ­რია", - გა­ნუ­ცხა­და ambebi.ge-ს ირაკ­ლი ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, თუ ვინ გა­ი­ღო თან­ხა, დი­ზა­ი­ნე­რე­ბის პა­სუ­ხი ასე­თია: "ეს ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რი­სა და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა და თან­ხა­ზე სა­უ­ბა­რი ამ შემ­თხვე­ვა­ში უხერ­ხუ­ლია".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მსა­ხი­ობ­მა გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძემ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო ფილ­მის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი­სად­მი უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში ამ­ხი­ლა. მსა­ხი­ობ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მი­ნის­ტრომ მსა­ხი­ო­ბებს 7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­უ­ჯე­ტად მი­ზე­რუ­ლი თან­ხა და­უ­წე­სა, რო­მე­ლიც მან ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე და­სას­წრე­ბი ტა­ნი­სა­მო­სის შე­სა­ძე­ნად უკვე გა­მო­ი­ყე­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ ფილ­მის რე­ჟი­სორ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­მარ­თა და ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბის ჯე­როვ­ნად და­ფა­სე­ბი­სა და აღ­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის ამე­რი­კი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მო­ახ­სე­ნე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

"ოს­კა­რის" რი­გით 87-ე და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი 22 თე­ბერ­ვალს ჰო­ლი­ვუდ­ში, დოლ­ბის თე­ატ­რში გა­ი­მარ­თე­ბა.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

სრული დისონანსი: როგორ ემზადებიან და რამდენს ხარჯავენ "ოსკარზე" დასასწრებად ქართველი და უცხოელი მსახიობები

სრული დისონანსი: როგორ ემზადებიან და რამდენს ხარჯავენ "ოსკარზე" დასასწრებად ქართველი და უცხოელი მსახიობები

"ოსკარის" დაჯილდოების ცენემონიალი ძვირადღირებული საღამოს კაბებისა და მილიონობით დოლარად შეფასებული საკმაულის გარეშე წარმოუდგენელია. წელს საქართველოსაც გაუღიმა ბედმა და ჩვენი ვარსკვლავებიც გაივლიან წითელ ხალიჩაზე. ვინ იცის, იქნებ "ოსკარსაც" გამოვკრათ ხელი...

დაჯილდოების ცერემონიალის საღამოზე წითელი ხალიჩა მსახიობების გარეგნობისა და სამოსის  შეჯიბრების ერთგვარ სივრცედ იქცევა ხოლმე. როგორც წესი, ამ დღისთვის მზადებას მსახიობები რამდენიმე თვით ადრე იწყებენ, განსაკუთრებით კი ქალბატონები. ვარსკვლავები ამ დღისთვის სულ ცოტა, 15 ათას დოლარს ხარჯავენ. ჟურნალ forbes-ის ინფორმაციით, სტილისტის შერჩევა დაახლოებით 7 ათასი დოლარი ღირს. სწორედ მან უნდა იზრუნოს მსახიობის გარეგნობაზე - რა ეცმევა, როგორი ვარცხნილობა მოუხდება და ა.შ.

მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს რომ უფრო მეტ დეტალზე უწევთ ზრუნვა, ეს თავისთავად ცხადია. მაგალითად, ცნობილია, რომ უმა თურმანი კანის მოვლის საშუალებებიდან უპირატესობას Karin Herzog-ს ანიჭებს, რომლის ღირებულებაც 60 ფუნტია. ცნობილია, რომ ვარსკვლავები სახის კანის მოვლაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. მაგალითად, მილა კუნისი ივენთისთვის მოსამზადებელ სპეციალურ თერაპიაში 7 ათას დოლარს არ იშურებს.

რაც შეეხება ვარცხნილობას, მანიკურსა და პედიკურს, მისი ღირებულება საშუალოდ 1 000 დოლარია. თუ უცხოურ მედიას ვენდობით, ჰოლივუდის ვარსკვლავები ყოველთვის არ ყიდულობენ ცნობილი დიზაინერების ძვირადღირებულ საღამოს კაბებს. თუმცა, ამით გულდაწყვეტილი არავინ რჩება, რადგან თუნდაც 1 წუთით სამოსის კამერის ფოკუსში მოხვედრა ნებისმიერი დიზაინერისთვის რეკლამაზე მეტია, რაშიც ისინი, როგორც წესი, ასიათასობით დოლარს ხარჯავენ.

2013 წლის დაჯილდოვების ცერემონიალზე, როდესაც ჯენიფერ ლოურენსი ამაყად მიაბიჯებდა სცენისკენ კუთვნილი ჯილდოს მისაღებად, "დიორის" კაბაზე ფეხი დაედგა და კიბეზე წაბორძიკდა. იმავე წუთიდან ყველა "დიორის" ვარდისფერ საღამოს კაბაზე საუბრობდა, მილიონობით ადამიანი კი Google-ში ეძებდა.

თუ ვარსკვლავები სამოსში ათიათასობით დოლარს იხდიან, სამკაული, რომელიც დაჯილდოვების საღამოზე ამშვენებთ, მილიონობით დოლარად არის ხოლმე შეფასებული. ცნობილი სახეები 200 ათას ფუნტზე ნაკლებად შეფასებული საკმაულით არ გაივლიან წითელ ხალიჩაზე - ეს დაუწერელი კანონია.

წელს "ოსკარის" ნომინანტ უცხოენოვან ფილმებს შორის ზაზა ურუშაძის "მანდარინები" მოხვდა. ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი უკვე ლოს-ანჯელესშია. ფილმის ერთ-ერთ მთავარ გმირს, მიშა მესხს გვერდს მეუღლე, ია სუხიტაშვილი დაუმშვენებს. რამდენიმე დღის წინ მისი თეთრი კაბა სოციალურ ქსელში ყურადღების ცენტრში მოექცა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაიღო თანხა ია სუხიტაშვილის კაბისთვის. მისი ავტორი მოდის სახლ "მატერიას" ახალგაზრდა დიზაინერი, ალექსანდრე ახალკაციშვილია. დიზაინერმა მსახიობისთვის თეთრი კაბა შეარჩია, რომლისთვისაც 10 მეტრი ქსოვილი და ასობით კრისტალი დაიხარჯა. დახვეწილ თეთრ კაბას გრძელი შლეიფი აქვს, კაბის ზურგი კი მთლიანად მოშიშვლებულია.

რაც შეეხება მიშა მესხს, ის დიზაინერ ირაკლი ბოჭორიშვილის მიერ შეკერილი ფეხსაცმლითა და ქეთი ჩხიკვაძის სამოსით წარსდგება ოსკარების რიგით 87-ე დაჯილდოების ცერემონიალზე.

მიშა მესხის ფეხსაცმელი არ არის სტანდარტული კლასიკური სტილის, რასაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. დიზაინერმა ირაკლი ბოჭორიშვილმა ambebi.ge-ს აცნობა, რომ მსახიობმა ფეხსაცმლის დიზაინი თავად შეარჩია და ბაფთის დამაგრებაც სწორედ მიშას სურვილი იყო:

"ბაფთები და ყვავილები არ არის ჩემი სტილი, თუმცა, ჩემთვის მთავარი მიშას სურვილი იყო. ის კმაყოფილია. მთავარია, თავს კომფორტულად გრძნობდეს ამ სტილის სამოსში. მე და ქეთი ჩხიკვაძემ ერთად განვიხილეთ მიშას იდეა და სწორედ საერთო თანხმობის საფუძველზე გადავწყვიტეთ ასეთი ფეხსაცმლის შექმნა. რაც შეეხება გიორგი ნაკაშიძეს, მისი ხასიათის შტრიხებიდან გამომდინარე შევურჩიეთ ტყავის სადა შავი ფეხსაცმელი. მისი სტილი უფრო კლასიკური ინგლისურია", - განუცხადა ambebi.ge-ს ირაკლი ბოჭორიშვილმა.

კითხვაზე, თუ ვინ გაიღო თანხა, დიზაინერების პასუხი ასეთია: "ეს ჩვენი მხარდაჭერისა და მეგობრული ურთიერთობის გამოხატულებაა და თანხაზე საუბარი ამ შემთხვევაში უხერხულია".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ კულტურის სამინისტრო ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისადმი უყურადღებობაში ამხილა. მსახიობმა აღნიშნა, რომ სამინისტრომ მსახიობებს 7 დღის განმავლობაში ბიუჯეტად მიზერული თანხა დაუწესა, რომელიც მან ცერემონიალზე დასასწრები ტანისამოსის შესაძენად უკვე გამოიყენა. მოგვიანებით კი კულტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ ფილმის რეჟისორთან მოლაპარაკება გამართა და ამ განსაკუთრებული წარმატების ჯეროვნად დაფასებისა და აღნიშვნის შესახებ შემოქმედებითი ჯგუფის ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ მოახსენებენ საზოგადოებას.

"ოსკარის" რიგით 87-ე დაჯილდოების ცერემონიალი 22 თებერვალს ჰოლივუდში, დოლბის თეატრში გაიმართება.

სალომე შიხაშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება