პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილმა ღვთისმოსავობის დასამტკიცებლად იცრუა? - რა ტყუილში გამოიჭირეს ექსპრეზიდენტი
სააკაშვილმა ღვთისმოსავობის დასამტკიცებლად იცრუა? - რა ტყუილში გამოიჭირეს ექსპრეზიდენტი

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში" აღ­ნიშ­ნა, რომ იგი ფუნ­და­მენ­ტუ­რად მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნია და სჯე­რა, რომ ღმერ­თმა ბევ­რჯერ გა­და­არ­ჩი­ნა. გარ­და ამი­სა, სა­ა­კაშ­ვილ­მა ბავ­შვო­ბა გა­იხ­სე­ნა და მოყ­ვა, რომ მეშ­ვი­დე კლას­ში, ლურჯ მო­ნას­ტერ­ში სა­ლო­ცა­ვად მი­სუ­ლი გა­მო­ა­ძე­ვეს, რის გა­მოც, მთე­ლი დღის გა­ტა­რე­ბა პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში მო­უხ­და.

თუმ­ცა, თუ და­ვეყ­რდნო­ბით საიტ saunje.ge-ზე გან­თავ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, მას­ში ნათ­ქვა­მია, რომ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში, 1950-იან წლებ­ში, ლურჯ მო­ნას­ტერ­ში სამ­ხერ­ხაო იყო მო­წყო­ბი­ლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უ­მი. მო­ნას­ტერ­ში ღმრთის­მსა­ხუ­რე­ბა მხო­ლოდ 1990 წელს აღ­დგა და ჩი­ჟო­ვი­სე­უ­ლი ხახ­ვი­სებ­რი გუმ­ბა­თიც კარ­ვი­სებ­რი გა­და­ხურ­ვით შე­იც­ვა­ლა.

თუ გა­და­ვავ­ლებთ თვალს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ას, მას­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა 1984 წელს ოქ­როს მედ­ლით და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის 51-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მისი "მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლო­ბის" დროს მო­ნას­ტე­რი არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და და ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი სამ­ხერ­ხა­ო­ში ან მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უმ­ში თუ შე­ვი­დო­და სა­ლო­ცა­ვად.

უზუს­ტო­ბა უყუ­რა­დღე­ბოდ არც დაკ­ვირ­ვე­ბულ მკი­თხველს დარ­ჩა. რო­გორც თბი­ლი­სის ფო­რუმ­ზე ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი წერს, სა­ა­კაშ­ვილ­მა იც­რუა, რო­დე­საც მისი ღვთის­მო­სა­ვო­ბის და­მამ­ტკი­ცე­ბელ არ­გუ­მენ­ტად აღ­ნიშ­ნუ­ლი ის­ტო­რია გა­იხ­სე­ნა.

"ბა­ტო­ნე­ბო, ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვი­სი "ღვთის­მო­სა­ო­ბის" და­სამ­ტკი­ცებ­ლად ასე­თი რა თქვა:

"ერთხელ ლურ­ჯი მო­ნას­ტრი­დან გა­მოგ­ვა­ძე­ვეს და მთე­ლი დღე მი­ლი­ცი­ა­ში ვი­ჯე­ქი, მა­შინ მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლი ვი­ყა­ვი"

მინ­და მო­რი­დე­ბით გამ­ცნოთ, რომ ეს ამ­ბა­ვი სიც­რუ­ეა...

ახლა კი და­სა­ბუ­თე­ბა:

-ლურ­ჯი მო­ნას­ტე­რის შე­სა­ხებ ასე­თი რამ წე­რია:

1950-იან წლებ­ში ტა­ძარ­ში სამ­ხერ­ხაო იყო მო­წყო­ბი­ლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უ­მი.

1990 წელს ღმრთის­მსა­ხუ­რე­ბა კვლავ აღ­დგა და ჩი­ჟო­ვი­სე­უ­ლი ხახ­ვი­სებ­რი გუმ­ბა­თიც კარ­ვი­სებ­რი გა­და­ხურ­ვით შე­იც­ვა­ლა", - წერს ფო­რუ­მე­ლი.

იხი­ლეთ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეპი­ზო­დე­ბი და გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი თეგ­ზე: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

სააკაშვილმა ღვთისმოსავობის დასამტკიცებლად იცრუა? - რა ტყუილში გამოიჭირეს ექსპრეზიდენტი

სააკაშვილმა ღვთისმოსავობის დასამტკიცებლად იცრუა? - რა ტყუილში გამოიჭირეს ექსპრეზიდენტი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" აღნიშნა, რომ იგი ფუნდამენტურად მორწმუნე ადამიანია და სჯერა, რომ ღმერთმა ბევრჯერ გადაარჩინა. გარდა ამისა, სააკაშვილმა ბავშვობა გაიხსენა და მოყვა, რომ მეშვიდე კლასში, ლურჯ მონასტერში სალოცავად მისული გამოაძევეს, რის გამოც, მთელი დღის გატარება პოლიციის შენობაში მოუხდა.

თუმცა, თუ დავეყრდნობით საიტ saunje.ge-ზე განთავსებულ ინფორმაციას, მასში ნათქვამია, რომ საბჭოთა პერიოდში, 1950-იან წლებში, ლურჯ მონასტერში სამხერხაო იყო მოწყობილი, მოგვიანებით კი მედიცინის ისტორიის მუზეუმი. მონასტერში ღმრთისმსახურება მხოლოდ 1990 წელს აღდგა და ჩიჟოვისეული ხახვისებრი გუმბათიც კარვისებრი გადახურვით შეიცვალა.

თუ გადავავლებთ თვალს მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიას, მასში ნათქვამია, რომ სააკაშვილმა 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი "მეშვიდეკლასელობის" დროს მონასტერი არ ფუნქციონირებდა და ყოფილი პრეზიდენტი სამხერხაოში ან მედიცინის ისტორიის მუზეუმში თუ შევიდოდა სალოცავად.

უზუსტობა უყურადღებოდ არც დაკვირვებულ მკითხველს დარჩა. როგორც თბილისის ფორუმზე ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი წერს, სააკაშვილმა იცრუა, როდესაც მისი ღვთისმოსავობის დამამტკიცებელ არგუმენტად აღნიშნული ისტორია გაიხსენა.

"ბატონებო, ინტერვიუში სააკაშვილმა თავისი "ღვთისმოსაობის" დასამტკიცებლად ასეთი რა თქვა:

"ერთხელ ლურჯი მონასტრიდან გამოგვაძევეს და მთელი დღე მილიციაში ვიჯექი, მაშინ მეშვიდეკლასელი ვიყავი"

მინდა მორიდებით გამცნოთ, რომ ეს ამბავი სიცრუეა...

ახლა კი დასაბუთება:

-ლურჯი მონასტერის შესახებ ასეთი რამ წერია:

1950-იან წლებში ტაძარში სამხერხაო იყო მოწყობილი, მოგვიანებით კი მედიცინის ისტორიის მუზეუმი.

1990 წელს ღმრთისმსახურება კვლავ აღდგა და ჩიჟოვისეული ხახვისებრი გუმბათიც კარვისებრი გადახურვით შეიცვალა", - წერს ფორუმელი.

იხილეთ სააკაშვილის ინტერვიუს მნიშვნელოვანი ეპიზოდები და გამოხმაურებები თეგზე: მიხეილ სააკაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია