ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დღეს 59 წლის გახდა. იუბილარი მილოცვებს დილიდან სოციალურ ქსელშიც აქტიურად იღებს.
როგორც ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი და ივანიშვილის მეგობარი თემურ ჭკუასელი ამბობს, ყოფილ პრემიერს დაბადების დღის აღნიშვნა არ უყვარს.
"სმს გავუგზავნე და მივულოცე. საჩუქარს მოვიფიქრებ რაიმეს. რა ვიცი, იუბილარ ბიძინას მანქანას ვაჩუქებ, გაუხარდება. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. საერთოდ, ჩვენ ერთმანეთს მოულოდნელად ვუკეთებთ საჩუქრებს და ამისთვის დაბადების დღეები არ გვჭირდება",- აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას თემურ ჭკუასელმა.
წყარო: gurianews.com