პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო გვენეტაძე - ბიძინა ივანიშვილისთვის "ფეისბუქით" მადლობა არასდროს გადამიხდია
ნინო გვენეტაძე - ბიძინა ივანიშვილისთვის "ფეისბუქით" მადლობა არასდროს გადამიხდია

მე არას­დროს გა­და­მიხ­დია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის მად­ლო­ბა "ფე­ის­ბუ­ქით", - ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტის მიერ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წარ­დგე­ნილ­მა ნინო გვე­ნე­ტა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მის პი­რად გვერ­დზე გა­კე­თე­ბულ ერთ-ერთ ჩა­ნა­წერ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ შე­კი­თხვა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, რო­მელ­შიც ივა­ნიშ­ვილს მად­ლო­ბას უხ­დის. გვე­ნე­ტა­ძის მტკი­ცე­ბით, კო­მენ­ტა­რი მის­მა 11 წლის შვილ­მა გა­ა­კე­თა. "მე არას­დროს გა­და­მიხ­დია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის მად­ლო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა იმ კონ­კრე­ტულ სტა­ტუსს, გან­ვმარ­ტავ, რომ გა­უ­გებ­რო­ბა აღარ არ­სე­ბობ­დეს - ეს იყო ჩემი 11 წლის გო­გო­ნას და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და არ იყო ჩემი", - გა­ნა­ცხა­და გვე­ნე­ტა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ნინო გვე­ნე­ტა­ძის კან­დი­და­ტუ­რას 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში გა­ნი­ხი­ლავ­და, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რაც ჰქონ­და, ის ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რას ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ ეს არა პი­რის­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, არა­მედ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფის აუ­დი­ენ­ცია იყო.

"მე ვარ იუ­რის­ტი და გარ­კვე­უ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე. 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში მე აქ­ტი­უ­რად, ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი და არა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი იმ სა­მარ­თლებ­რივ ჯგუფ­ში, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო, პრო­კუ­რა­ტუ­რის და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ ჯგუფს, რო­მელ­საც მინ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ჰქონ­და სა­კუ­თა­რი ხედ­ვე­ბი და კონ­ცეფ­ცი­ე­ბი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის სა­მო­მავ­ლო მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­თი შეხ­ვედ­რა ნამ­დვი­ლად შედ­გა და ჩვე­ნი ჯგუ­ფის სა­ხე­ლით მეც სხვა მომხსე­ნებ­ლებ­თან ერ­თად გა­ვა­კე­თე მოხ­სე­ნე­ბა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მის სა­კი­თხზე, მაგ­რამ ეს არ ყო­ფი­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა. ეს იყო ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რა. იქ მომხსე­ნე­ბე­ლი უამ­რა­ვი იყო და ერთ-ერთი ვი­ყა­ვი მეც. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ამ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რედ ჩემი და­ნიშ­ვნის სა­კი­თხი, შე­გიძ­ლი­ათ ამო­წი­ოთ ჩა­ნა­წე­რე­ბი და ნა­ხავთ, რომ აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რა­ზე არა თუ ჩემ კან­დი­და­ტუ­რა­ზე, ზო­გა­დად უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის პო­ზი­ცი­ა­ზეც კი არ ყო­ფი­ლა სა­უ­ბა­რი", - აღ­ნიშ­ნა გვე­ნე­ტა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნინო გვენეტაძე - ბიძინა ივანიშვილისთვის "ფეისბუქით" მადლობა არასდროს გადამიხდია

ნინო გვენეტაძე - ბიძინა ივანიშვილისთვის "ფეისბუქით" მადლობა არასდროს გადამიხდია

მე არასდროს გადამიხდია ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობა "ფეისბუქით", - ამის შესახებ პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილმა ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გაკეთებულ ერთ-ერთ ჩანაწერთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კომენტირებისას განუცხადა, რომელშიც ივანიშვილს მადლობას უხდის. გვენეტაძის მტკიცებით, კომენტარი მისმა 11 წლის შვილმა გააკეთა. "მე არასდროს გადამიხდია ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობა. რაც შეეხება იმ კონკრეტულ სტატუსს, განვმარტავ, რომ გაუგებრობა აღარ არსებობდეს - ეს იყო ჩემი 11 წლის გოგონას დამოკიდებულება და არ იყო ჩემი", - განაცხადა გვენეტაძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე "ქართული ოცნება" ნინო გვენეტაძის კანდიდატურას 2012 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდში განიხილავდა, რასთან დაკავშირებითაც მას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაც ჰქონდა, ის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს არა პირისპირი კომუნიკაცია, არამედ მართლმსაჯულების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის აუდიენცია იყო.

"მე ვარ იურისტი და გარკვეული პროფესიული გამოცდილების მქონე. 2012 წლის არჩევნების პერიოდში მე აქტიურად, ჩემი პროფესიული და არა პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, ვმონაწილეობდი იმ სამართლებრივ ჯგუფში, რომელიც სასამართლო, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმირების მიმართულებით მუშაობდა. რასაკვირველია, ამ ჯგუფს, რომელსაც მინდია უგრეხელიძე ხელმძღვანელობდა, ჰქონდა საკუთარი ხედვები და კონცეფციები მართლმსაჯულების სისტემის სამომავლო მოწყობასთან დაკავშირებით. ასეთი შეხვედრა ნამდვილად შედგა და ჩვენი ჯგუფის სახელით მეც სხვა მომხსენებლებთან ერთად გავაკეთე მოხსენება მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე, მაგრამ ეს არ ყოფილა ინდივიდუალური შეხვედრა. ეს იყო ჯგუფის შეხვედრა. იქ მომხსენებელი უამრავი იყო და ერთ-ერთი ვიყავი მეც. რაც შეეხება იმას, რომ ამ შეხვედრაზე განიხილებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ჩემი დანიშვნის საკითხი, შეგიძლიათ ამოწიოთ ჩანაწერები და ნახავთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე არა თუ ჩემ კანდიდატურაზე, ზოგადად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზეც კი არ ყოფილა საუბარი", - აღნიშნა გვენეტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა