საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონამ ავთანდილის ანდერძი გარეპა - კლასიკური ლიტერატურის შესწავლის ახალი მეთოდი
გოგონამ ავთანდილის ანდერძი გარეპა - კლასიკური ლიტერატურის შესწავლის ახალი მეთოდი

ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე პო­პუ­ლა­რო­ბის სწრა­ფად მო­პო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ყო­ველ­დღი­უ­რად, სხვა­დას­ხვა კუ­თხით, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი. ერთ-ერთი ასე­თი, 17 წლის რუს­თა­ვე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რი ეკუ­ნა ყან­ჩა­ვე­ლია, რო­მე­ლიც ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იმით მო­ექ­ცა, რომ "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" გა­რე­პა. მისი ნა­მუ­შე­ვა­რი ბევ­რს მო­ე­წო­ნა, ზოგ­მა კი მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა და გა­ლან­ძღა კი­დეც. ზო­გა­დად კი, რო­გორც ეკუ­ნა ამ­ბობს, ასეთ რე­აქ­ცი­ას და აჟი­ო­ტაჟს არ ელო­და.

ის აბი­ტუ­რი­ენ­ტია და ჯერ კონ­კრე­ტუ­ლად არ იცის, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­წყვეტს სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას, თუმ­ცა მუ­სი­კა რომ ნამ­დვი­ლად იზი­დავს, ამას ადას­ტუ­რებს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­გორ და რა­ტომ გა­და­წყვი­ტა "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" გა­რეპ­ვა, ამ­ბობს, რომ ლექ­სე­ბის სწავ­ლა ცოტა უჭირს და ამი­ტომ გო­ნე­ბა­ში ასე­თი იდეა მო­უ­ვი­და, სწო­რედ ლექ­სი გა­ე­რე­პა. ჰოდა, ადგა და ცნო­ბი­ლი რე­პ­კომ­პო­ზი­ცი­ის მუ­სი­კა­ზე, ავ­თან­დლის ან­დერ­ძი ასე "და­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა". დედა ქარ­თუ­ლი ენის პე­და­გო­გია და მას­ვე ას­წავ­ლის. "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" გა­რეპ­ვის იდეა კი მის გაკ­ვე­თილ­ზე შეს­ვლის წინ მოს­ვლია...

ლექ­სებს თა­ვა­დაც წერს, ოღონდ, იუ­მო­რის­ტულს, მაგ­რამ რო­დე­საც რე­პის მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა რა­ი­მეს გა­ა­კე­თე­ბა, შე­იძ­ლე­ბა რეპ­მუ­სი­კა ემი­ნემ­საც მოჰ­პა­როს. "მოკ­ლედ, ამ­ხე­ლა აჟი­ო­ტაჟს არ ვე­ლო­დი, ვი­დეო ჩემ­თვის, სულ სხვა კუ­თხით ჩავ­წე­რე და ხალ­ხმა ის სხვაგ­ვა­რად მი­ი­ღო. გამ­ლან­ძღეს კი­დეც, ეს სიწ­მინ­დე, "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" რო­გორ შე­უ­რა­ცხყა­ვიო, არა­და, უბ­რა­ლოდ სხვა კუ­თხით შევ­თა­ვა­ზე ხალ­ხს. ვი­დე­ოც, რაც ინ­ტერ­ნეტ­ში ავ­ტვირ­თე, ერთი კად­რით გა­და­ვი­ღე".

ვი­საც მისი ექ­სპე­რი­მენ­ტი მო­ე­წო­ნა, სთხოვს, რომ "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" მთლი­ა­ნად, ეპი­ზო­დე­ბად დაჰ­ყოს და რე­პის სტილ­ში წა­ი­კი­თხოს, რა­საც პა­სუ­ხობს, რომ ეს შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა...

ეკუ­ნა გა­რეგ­ნო­ბით საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რი გო­გო­ნაა და მისი ფო­ტო­ე­ბი სხვა­დას­ხვა სა­იტ­ზე ქარ­თველ ლა­მაზ­მან­თა ფო­ტო­ებს შო­რის არის გან­თავ­სე­ბუ­ლი, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იწო­ნებს [ნა­ხეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა]. თუმ­ცა მო­დე­ლო­ბა­ზე არას­დროს უფიქ­რია, მი­აჩ­ნია, რომ პო­დი­უ­მის­თვის პუტ­კუ­ნაა და თან, ეგ სფე­რო არც იზი­დავს... ზო­გა­დად, მხი­ა­რუ­ლი და ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რია. ფიქ­რობს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი რამ აქვს სას­წავ­ლი, რის­თვი­საც ახლა ნელ-ნელა ემ­ზა­დე­ბა.

ეკუ­ნა ყან­ჩა­ველ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მოთ­ქმა ქარ­თველ რე­პერს, მას­ტერს, იგი­ვე გი­ორ­გი პავ­ლი­აშ­ვილს ვთხო­ვეთ:

- კარ­გი გო­გოა, მისი ნა­მუ­შე­ვა­რი ინ­ტერ­ნე­ტით ვნა­ხე. რაც მთა­ვა­რია, მხი­ა­რუ­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია.

- იც­ნობ?

- არა.

- მსგავ­სი იდეა არას­დროს მოგ­სვლია?

- ლექ­სი რომ გა­მე­რე­პა? ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ მი­ფიქ­რია. მი­მაჩ­ნია, რომ რე­პერ­მა მა­ინც თვი­თონ უნდა წე­როს ტექ­სტიც, მუ­სი­კაც და ამი­ტომ. თუმ­ცა გარ­თო­ბის­თვის შე­იძ­ლე­ბა.

- ბევ­რმა ეს გოგო მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა, "ვე­ფხის­ტყა­ო­სანს" რო­გორ შე­ე­ხოო... შენ რას ფიქ­რობ, და­საძ­რა­ხია მისი საქ­ცი­ე­ლი?

- მან ისე­თი ფორ­მით გა­ა­კე­თა ეს, რომ რა­ი­მე საძ­რა­ხისს ვერ ვხე­დავ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

გოგონამ ავთანდილის ანდერძი გარეპა - კლასიკური ლიტერატურის შესწავლის ახალი მეთოდი

გოგონამ ავთანდილის ანდერძი გარეპა - კლასიკური ლიტერატურის შესწავლის ახალი მეთოდი

ინტერნეტსივრცე პოპულარობის სწრაფად მოპოვების საშუალებას იძლევა. ყოველდღიურად, სხვადასხვა კუთხით, უამრავი ადამიანი ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ერთ-ერთი ასეთი, 17 წლის რუსთაველი თინეიჯერი ეკუნა ყანჩაველია, რომელიც ყურადღების ცენტრში იმით მოექცა, რომ "ვეფხისტყაოსანი" გარეპა. მისი ნამუშევარი ბევრს მოეწონა, ზოგმა კი მკაცრად გააკრიტიკა და გალანძღა კიდეც. ზოგადად კი, როგორც ეკუნა ამბობს, ასეთ რეაქციას და აჟიოტაჟს არ ელოდა.

ის აბიტურიენტია და ჯერ კონკრეტულად არ იცის, რა მიმართულებით გადაწყვეტს სწავლის გაგრძელებას, თუმცა მუსიკა რომ ნამდვილად იზიდავს, ამას ადასტურებს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ და რატომ გადაწყვიტა "ვეფხისტყაოსნის" გარეპვა, ამბობს, რომ ლექსების სწავლა ცოტა უჭირს და ამიტომ გონებაში ასეთი იდეა მოუვიდა, სწორედ ლექსი გაერეპა. ჰოდა, ადგა და ცნობილი რეპკომპოზიციის მუსიკაზე, ავთანდლის ანდერძი ასე ''დაემუშავებინა''. დედა ქართული ენის პედაგოგია და მასვე ასწავლის. "ვეფხისტყაოსნის" გარეპვის იდეა კი მის გაკვეთილზე შესვლის წინ მოსვლია...

ლექსებს თავადაც წერს, ოღონდ, იუმორისტულს, მაგრამ როდესაც რეპის მიმართულებით უნდა რაიმეს გააკეთება, შეიძლება რეპმუსიკა ემინემსაც მოჰპაროს. "მოკლედ, ამხელა აჟიოტაჟს არ ველოდი, ვიდეო ჩემთვის, სულ სხვა კუთხით ჩავწერე და ხალხმა ის სხვაგვარად მიიღო. გამლანძღეს კიდეც, ეს სიწმინდე, "ვეფხისტყაოსანი" როგორ შეურაცხყავიო, არადა, უბრალოდ სხვა კუთხით შევთავაზე ხალხს. ვიდეოც, რაც ინტერნეტში ავტვირთე, ერთი კადრით გადავიღე".

ვისაც მისი ექსპერიმენტი მოეწონა, სთხოვს, რომ "ვეფხისტყაოსანი" მთლიანად, ეპიზოდებად დაჰყოს და რეპის სტილში წაიკითხოს, რასაც პასუხობს, რომ ეს შრომატევადი საქმეა...

ეკუნა გარეგნობით საკმაოდ ეფექტური გოგონაა და მისი ფოტოები სხვადასხვა საიტზე ქართველ ლამაზმანთა ფოტოებს შორის არის განთავსებული, რომელსაც უამრავი ადამიანი იწონებს [ნახეთ ფოტოგალერეა]. თუმცა მოდელობაზე არასდროს უფიქრია, მიაჩნია, რომ პოდიუმისთვის პუტკუნაა და თან, ეგ სფერო არც იზიდავს... ზოგადად, მხიარული და ძალიან პოზიტიურია. ფიქრობს, რომ ჯერჯერობით ძალიან ბევრი რამ აქვს სასწავლი, რისთვისაც ახლა ნელ-ნელა ემზადება.

ეკუნა ყანჩაველზე საკუთარი აზრის გამოთქმა ქართველ რეპერს, მასტერს, იგივე გიორგი პავლიაშვილს ვთხოვეთ:

- კარგი გოგოა, მისი ნამუშევარი ინტერნეტით ვნახე. რაც მთავარია, მხიარული და პოზიტიური ადამიანია.

- იცნობ?

- არა.

- მსგავსი იდეა არასდროს მოგსვლია?

- ლექსი რომ გამერეპა? ამ მიმართულებით არ მიფიქრია. მიმაჩნია, რომ რეპერმა მაინც თვითონ უნდა წეროს ტექსტიც, მუსიკაც და ამიტომ. თუმცა გართობისთვის შეიძლება.

- ბევრმა ეს გოგო მკაცრად გააკრიტიკა, "ვეფხისტყაოსანს" როგორ შეეხოო... შენ რას ფიქრობ, დასაძრახია მისი საქციელი?

- მან ისეთი ფორმით გააკეთა ეს, რომ რაიმე საძრახისს ვერ ვხედავ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია