პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ მაყაშვილი უკიდურესად შეურაცხყოფილია: მსახიობი "მდაბიო საზოგადოებასა" და ბურჭულაძის საღამოს მაყურებლისთვის დამამცირებელ გარემოებებზე
თამარ მაყაშვილი უკიდურესად შეურაცხყოფილია: მსახიობი "მდაბიო საზოგადოებასა" და ბურჭულაძის საღამოს მაყურებლისთვის დამამცირებელ გარემოებებზე

მსა­ხი­ო­ბი თამ­რი­კო მა­ყაშ­ვი­ლი ერთ-ერთი მათ­გა­ნია, ვინც პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ზე მომ­ხდა­რი არე­უ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე იწ­ვნია და "არტ-პა­ლა­სის­გან" თავი შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად იგ­რძნო. რა მოხ­და მსოფ­ლიო ბა­ნის იუ­ბი­ლე­ზე, ამის შე­სა­ხებ ის დე­ტა­ლუ­რად Ambebi.ge-ს უამ­ბობს.

- ქალ­ბა­ტო­ნო თამ­რი­კო, რა მოხ­და მსოფ­ლიო ბა­ნის იუ­ბი­ლე­ზე, რა­ტომ გრძნობთ თავს შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად?

- ყვე­ლა ვე­ლო­დით ბუმ­ბე­რაზ, ლე­გენ­და­რულ ადა­მი­ან­თან, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს­თან შეხ­ვედ­რას. მე სა­ო­პე­რო მუ­სი­კის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი ვარ. შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მე სხვა რომ ყო­ფი­ლი­ყო, თავი არ მო­მეკ­ლა. ჩემ­ნა­ი­რი იქ სხვე­ბიც იყ­ვნენ. კარ­გია, რომ ასე­თი პი­ა­რი გა­უ­კეთ­და ამ სა­ღა­მოს. ისიც კარ­გია, რომ 8000-9000 კაცს მი­ე­ცა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ჩვენ ყვე­ლა მი­ვე­დით იმ ბუმ­ბე­რა­ზი ლე­გენ­დის მო­სას­მე­ნად, რო­მე­ლიც არის პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე.

ჩვენ ყვე­ლა­ნა­ირ პი­რო­ბას დავ­თან­ხმდით, დრეს-კოდი და­ვი­ცა­ვით, ამის შეხ­სე­ნე­ბა არ გვჭირ­დე­ბო­და. იქ დაგ­ვხვდა "დომ­ხა­ლი", 6-ის ნა­ხე­ვარ­ზე მი­ვე­დით პა­ტი­ოს­ნად. თუმ­ცა, რო­დე­საც სპორ­ტის სა­სახ­ლეს აქვს 9-10 კარი, რა­ტომ არ იყო ყვე­ლა კარი ღია? ოფი­ცი­ა­ლუ­რი "დავ­კა" დაგ­ვხვდა. ასა­კო­ვა­ნი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი პან­ტა-პუნ­ტით გა­მოგვქონ­და იმ ჭყლეტვი­დან. და­ე­ხარ­ჯათ ორი კა­პი­კი და მო­ეყ­ვა­ნათ პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნი, რო­მე­ლიც და­ი­ცავ­და წეს­რიგს. ჩვენ ად­რეც დავ­დი­ო­დით სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში, ათი ათა­სი ადა­მი­ა­ნი შე­სუ­ლა იქ მშვი­დო­ბი­ა­ნად. ეს იმ კა­ცის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაა, ვის­თვი­საც გა­კეთ­და სა­ღა­მო, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს სახე არ ჰქონ­და. რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ ერს პა­ტი­ვი სცე? მე ხალ­ხის სა­ხე­ლით ვლა­პა­რა­კობ, რა­ტომ­ღაც ქარ­თველ ხალ­ხს ეში­ნია სი­მარ­თლის თქმა.

ით­ქვა, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა და­ი­წყო მოკ­ვლე­ვა, გვერ­დით და­ვუდ­გე­ბი მას და ვი­ტყვი, რაც მოხ­და. ორგნი­ზა­ტო­რი გა­მო­ვი­და და ბო­დი­ში მო­ი­ხა­და, მაგ­რამ მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბა­რი არ მინ­დაო. ვერ გა­ვი­გებ ჩემ­და­მი უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ მო­პყრო­ბას. მა­შინ აგ­ვიხ­სე­ნი, ვისი ბრა­ლი იყო ეს? ჩემ­მა შვილ­მა მო­იკ­ლო და გა­მიშ­ვა კო­რი­ფე­ე­ბის მო­სას­მე­ნად. შიდა დაც­ვამ მიც­ნო და ჩა­მიყ­ვა­ნა, მა­რი­კო კვა­ლი­აშ­ვი­ლიც კი შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი იყო. დარ­ბაზ­ში "გე­ნი­ა­ლუ­რი" ის­ტო­რია მოხ­და, როცა დავ­სხე­დით, ჩემს ად­გილ­ზე სხვა იჯდა. ინ­ტერ­ნე­ტით მქონ­და შე­ძე­ნი­ლი ბი­ლე­თი. კი­დევ კარ­გი, სა­დღაც ად­გი­ლი იყო და ის კაცი გვერ­დით გა­დაჯ­და. მჯე­რა, რომ მა­თაც იყი­დეს ბი­ლე­თე­ბი, მაგ­რამ ასე შე­იძ­ლე­ბა? მად­ლო­ბა, რომ ალენ დე­ლო­ნი ცო­ცხლად მაჩ­ვე­ნეს, მაგ­რამ ამის გამო თვა­ლებს ვერ დავ­ხუ­ჭავ.

- ვის აკის­რებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას?

- მე არ მაქვს პა­ა­ტას­თან პრე­ტენ­ზია. არც სპორ­ტის სა­სახ­ლის დი­რექ­ცი­ას­თან. რო­დე­საც ასეთ ღო­ნის­ძი­ე­ბას აკე­თებ, კარ­გად მო­მუ­შა­ვე "სტა­ფი" უნდა გყავ­დეს. ბე­ი­ჯე­ბი ვი­საც ჰქონ­და, არ იცოდ­ნენ, სად რო­მე­ლი სექ­ტო­რი იყო. ეს იგი­ვეა, ჩემს სპექ­ტაკლზე რომ მოხ­ვი­დეთ და ტექ­სტი და­მა­ვი­წყდეს.

- "არტ პა­ლა­სის­გან" გრძნობთ თავს შე­ა­უ­რა­ცხყო­ფი­ლად?

- მე არ ვიცი ეს "არტ-პა­ლა­სია" თუ შმარტპა­ლა­სი, არ მა­ინ­ტე­რე­სებს "არტ-პა­ლა­სი" ხარ თუ შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი, როცა კონ­ცერტს აკე­თებ, ვალ­დე­ბუ­ლი ხარ ხარჯთაღ­რი­ცხვა გა­ა­კე­თო, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყოს ღო­ნის­ძი­ე­ბა და მო­მექ­ცნენ, რო­გორც ადა­მი­ანს. მქონ­დეს ხმის ამო­ღე­ბის უფ­ლე­ბა და ამის­თვის არ მქო­ლავ­დნენ.

- ქალ­ბა­ტო­ნო თამ­რი­კო, რო­გორ დას­რულ­და რუს­კას ბი­ნის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც მან წლე­ბის წინ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ი­გო?

- ვგიჟ­დე­ბი ამ ბოლო დროს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე. სა­რეკ­ლა­მო რგო­ლის დო­ნე­ზე ვცხოვ­რობთ. ქვე­ყა­ნა სა­რეკ­ლა­მო რგო­ლია. არა­ვინ დაგ­ვკავ­ში­რე­ბია, არა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა, იქ­ნებ რო­გორ ვართ. სამი კვი­რა ვაფრ­თხი­ლე ორი­ვე მხა­რე და მერე დავ­წე­რე. რუ­სებს კარ­გი გა­მოთ­ქმა აქვთ - "ნაპ­ლი­ვა­ტელსკოე ატ­ნა­შე­ნიე", რაც უფრო დრო გა­დის, მე­ტად ვე­ჯა­ხე­ბით ამ პრობ­ლე­მებს. რა­ტომ? ადა­მი­ა­ნად არ უნდა ვიგ­რძნო თავი ჩემს ქვე­ყა­ნა­ში? ეს ალ­ბათ იმის ბრა­ლია, რომ ყვე­ლას ყვე­ლა­ფე­რი შერ­ჩე­ბა. თავ­ში ქვა უხ­ლი­ათ "იმედს" და "გუმ­ბათს", მაგ­რამ ადა­მი­ა­ნად ჩამ­თვა­ლონ. მა­ოგ­ნებს ხალ­ხის შე­ფა­სე­ბა. როცა ეს დავ­წე­რე, კო­მენ­ტა­რებ­ში წერ­დნენ, ჯა­კუ­ზიც ხომ არ გინ­და­თო? არა, არ მინ­და ჯა­კუ­ზი. რუ­სი­კომ ვირუ­ლი შრო­მა გა­წია, სა­კუ­თა­რი ოფ­ლით და სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით დგო­მით მო­ი­პო­ვა გა­მარ­ჯვე­ბა, ხალ­ხმა პუ­რის ფული მო­იკ­ლო მის­თვის, რომ და­ე­მე­სი­ჯე­ბი­ნათ.

- არ აპი­რებთ უჩივ­ლოთ?

- არ მიყ­ვარს ასე­თი რა­ღა­ცე­ბი. სამი წლის შემ­დეგ მო­ვი­კი­თხე რუ­სი­კოს ბი­ნის ამ­ბა­ვი. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის დიდი გრძნო­ბა მაქვს, თუ ვერ ვა­კე­თებ რა­ღა­ცას, და­გი­რე­კავ და გე­ტყვი. ადა­მი­ა­ნე­ბად არ გვთვლი­ან. მდა­ბიო სა­ზო­გა­დე­ბა რომ მო­დის, ის თავ­ზე გაჯ­დე­ბა.

- ვის გუ­ლის­ხმობთ მდა­ბიო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში?

- ყვე­ლას, ვინც მო­ვი­და იქ, სა­დაც არ უნდა მო­სუ­ლი­ყო.

- "იმე­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, მთავ­რო­ბას, თუ ვის?

- მდა­ბიო ყველ­გან მდა­ბი­ოა. მდა­ბიო ადა­მი­ა­ნებს აქვთ ყვე­ლა­ფე­რი ხელ­ში ჩაგ­დე­ბუ­ლი. უწიგ­ნუ­რო­ბა და მგლუ­რი კა­ნო­ნით ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო ხალ­ხმა. რად­გან ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვჩან­ვართ მე და ჩემი შვი­ლე­ბი, არა­ვინ თქვას, რომ გვილ­ხინს. მაგ­რამ სუ­ლი­ე­რე­ბით ვცხოვ­რობთ. პრობ­ლე­მე­ბი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა. მო­ვი­და ის, ვინც არ უნდა მო­სუ­ლი­ყო და დარ­ჩა ის, ვინც უნდა წა­სუ­ლი­ყო. ამას ვამ­ბობ ჩემს სფე­რო­ზე. გული მწყდე­ბა ჩემს სფე­რო­ში უკუს­ვლა­ზე. კოტე ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლის ლექ­სი მახ­სენ­დე­ბა:

"თვი­სე­ბა არის თურ­მე მო­ნე­ბის,

იყო შემ­ყუ­რე სხვი­სი გო­ნე­ბის,

ისევ და ისევ ვე­რა­ფერს ვხვდე­ბით,

ბე­ლადს ვირ­ჩევთ და მო­ნე­ბი ვხდე­ბით.

ისევ გვინ­დე­ბა ჩვენ­ზე იმე­ფონ,

რო­გორც ძაღ­ლებ­მა, ისე გვი­ყე­ფონ.

ხვედ­რად რომ გვერ­გოს უღელ­ში შებ­მა, 

და ჩვე­ნი საქ­მე აკე­თონ სხვებ­მა".

თა­ვის საქ­მეს არ აკე­თებს ხალ­ხი. არც იმათ გავ­კი­ცხავ, ყვე­ლას უკან ოჯა­ხი დგას, მაგ­რამ ასე მოქ­ცე­ვაც არ შე­იძ­ლე­ბა. ჩვენ დავ­კარ­გეთ სინ­დი­სი, ნა­მუ­სი და ვკარ­გავთ ღირ­სე­ბას. ღირ­სე­ბა­შე­ლა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვხდე­ბით. მე სულ მე­უბ­ნე­ბი­ან, ენა გღუ­პავ­სო. დამ­ღუ­პოს, მა­მა­ჩე­მიც ასე იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ზღვარ­ზე არ გა­უშ­ვეს, ის დარ­ჩა მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის მეც­ნი­ე­რად. მირ­ჩევ­ნია ასე­თი ვიყო, ვიდ­რე მე ან ჩემ­მა შვი­ლებ­მა ღირ­სე­ბა და სინ­დი­სი დავ­კარ­გოთ. 

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

თამარ მაყაშვილი უკიდურესად შეურაცხყოფილია: მსახიობი "მდაბიო საზოგადოებასა" და ბურჭულაძის საღამოს მაყურებლისთვის დამამცირებელ გარემოებებზე

თამარ მაყაშვილი უკიდურესად შეურაცხყოფილია: მსახიობი "მდაბიო საზოგადოებასა" და ბურჭულაძის საღამოს მაყურებლისთვის დამამცირებელ გარემოებებზე

მსახიობი თამრიკო მაყაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოზე მომხდარი არეულობა საკუთარ თავზე იწვნია და "არტ-პალასისგან" თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. რა მოხდა მსოფლიო ბანის იუბილეზე, ამის შესახებ ის დეტალურად Ambebi.ge-ს უამბობს.

- ქალბატონო თამრიკო, რა მოხდა მსოფლიო ბანის იუბილეზე, რატომ გრძნობთ თავს შეურაცხყოფილად?

- ყველა ველოდით ბუმბერაზ, ლეგენდარულ ადამიანთან, პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრას. მე საოპერო მუსიკის დიდი მოყვარული ვარ. შეიძლება, ვინმე სხვა რომ ყოფილიყო, თავი არ მომეკლა. ჩემნაირი იქ სხვებიც იყვნენ. კარგია, რომ ასეთი პიარი გაუკეთდა ამ საღამოს. ისიც კარგია, რომ 8000-9000 კაცს მიეცა ღონისძიებაზე დასწრების საშუალება. ჩვენ ყველა მივედით იმ ბუმბერაზი ლეგენდის მოსასმენად, რომელიც არის პაატა ბურჭულაძე.

ჩვენ ყველანაირ პირობას დავთანხმდით, დრეს-კოდი დავიცავით, ამის შეხსენება არ გვჭირდებოდა. იქ დაგვხვდა "დომხალი", 6-ის ნახევარზე მივედით პატიოსნად. თუმცა, როდესაც სპორტის სასახლეს აქვს 9-10 კარი, რატომ არ იყო ყველა კარი ღია? ოფიციალური "დავკა" დაგვხვდა. ასაკოვანი ქალბატონები პანტა-პუნტით გამოგვქონდა იმ ჭყლეტვიდან. დაეხარჯათ ორი კაპიკი და მოეყვანათ პოლიციის კორდონი, რომელიც დაიცავდა წესრიგს. ჩვენ ადრეც დავდიოდით სპორტის სასახლეში, ათი ათასი ადამიანი შესულა იქ მშვიდობიანად. ეს იმ კაცის უპატივცემულობაა, ვისთვისაც გაკეთდა საღამო, პაატა ბურჭულაძეს სახე არ ჰქონდა. რატომ არ შეიძლება საკუთარ ერს პატივი სცე? მე ხალხის სახელით ვლაპარაკობ, რატომღაც ქართველ ხალხს ეშინია სიმართლის თქმა.

ითქვა, რომ სახალხო დამცველმა დაიწყო მოკვლევა, გვერდით დავუდგები მას და ვიტყვი, რაც მოხდა. ორგნიზატორი გამოვიდა და ბოდიში მოიხადა, მაგრამ მიზეზებზე საუბარი არ მინდაო. ვერ გავიგებ ჩემდამი უპატივცემულოდ მოპყრობას. მაშინ აგვიხსენი, ვისი ბრალი იყო ეს? ჩემმა შვილმა მოიკლო და გამიშვა კორიფეების მოსასმენად. შიდა დაცვამ მიცნო და ჩამიყვანა, მარიკო კვალიაშვილიც კი შეურაცხყოფილი იყო. დარბაზში "გენიალური" ისტორია მოხდა, როცა დავსხედით, ჩემს ადგილზე სხვა იჯდა. ინტერნეტით მქონდა შეძენილი ბილეთი. კიდევ კარგი, სადღაც ადგილი იყო და ის კაცი გვერდით გადაჯდა. მჯერა, რომ მათაც იყიდეს ბილეთები, მაგრამ ასე შეიძლება? მადლობა, რომ ალენ დელონი ცოცხლად მაჩვენეს, მაგრამ ამის გამო თვალებს ვერ დავხუჭავ.

- ვის აკისრებთ პასუხისმგებლობას?

- მე არ მაქვს პაატასთან პრეტენზია. არც სპორტის სასახლის დირექციასთან. როდესაც ასეთ ღონისძიებას აკეთებ, კარგად მომუშავე "სტაფი" უნდა გყავდეს. ბეიჯები ვისაც ჰქონდა, არ იცოდნენ, სად რომელი სექტორი იყო. ეს იგივეა, ჩემს სპექტაკლზე რომ მოხვიდეთ და ტექსტი დამავიწყდეს.

- "არტ პალასისგან" გრძნობთ თავს შეაურაცხყოფილად?

- მე არ ვიცი ეს "არტ-პალასია" თუ შმარტპალასი, არ მაინტერესებს "არტ-პალასი" ხარ თუ შალვა ნათელაშვილი, როცა კონცერტს აკეთებ, ვალდებული ხარ ხარჯთაღრიცხვა გააკეთო, ორგანიზებული იყოს ღონისძიება და მომექცნენ, როგორც ადამიანს. მქონდეს ხმის ამოღების უფლება და ამისთვის არ მქოლავდნენ.

- ქალბატონო თამრიკო, როგორ დასრულდა რუსკას ბინის საკითხი, რომელიც მან წლების წინ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მოიგო?

- ვგიჟდები ამ ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაზე. სარეკლამო რგოლის დონეზე ვცხოვრობთ. ქვეყანა სარეკლამო რგოლია. არავინ დაგვკავშირებია, არავინ დაინტერესებულა, იქნებ როგორ ვართ. სამი კვირა ვაფრთხილე ორივე მხარე და მერე დავწერე. რუსებს კარგი გამოთქმა აქვთ - "ნაპლივატელსკოე ატნაშენიე", რაც უფრო დრო გადის, მეტად ვეჯახებით ამ პრობლემებს. რატომ? ადამიანად არ უნდა ვიგრძნო თავი ჩემს ქვეყანაში? ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ყველას ყველაფერი შერჩება. თავში ქვა უხლიათ "იმედს" და "გუმბათს", მაგრამ ადამიანად ჩამთვალონ. მაოგნებს ხალხის შეფასება. როცა ეს დავწერე, კომენტარებში წერდნენ, ჯაკუზიც ხომ არ გინდათო? არა, არ მინდა ჯაკუზი. რუსიკომ ვირული შრომა გაწია, საკუთარი ოფლით და საქართველოს გვერდით დგომით მოიპოვა გამარჯვება, ხალხმა პურის ფული მოიკლო მისთვის, რომ დაემესიჯებინათ.

- არ აპირებთ უჩივლოთ?

- არ მიყვარს ასეთი რაღაცები. სამი წლის შემდეგ მოვიკითხე რუსიკოს ბინის ამბავი. პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა მაქვს, თუ ვერ ვაკეთებ რაღაცას, დაგირეკავ და გეტყვი. ადამიანებად არ გვთვლიან. მდაბიო საზოგადება რომ მოდის, ის თავზე გაჯდება.

- ვის გულისხმობთ მდაბიო საზოგადოებაში?

- ყველას, ვინც მოვიდა იქ, სადაც არ უნდა მოსულიყო.

- "იმედის" ხელმძღვანელობას, მთავრობას, თუ ვის?

- მდაბიო ყველგან მდაბიოა. მდაბიო ადამიანებს აქვთ ყველაფერი ხელში ჩაგდებული. უწიგნურობა და მგლური კანონით ცხოვრება დაიწყო ხალხმა. რადგან ტელევიზორში ვჩანვართ მე და ჩემი შვილები, არავინ თქვას, რომ გვილხინს. მაგრამ სულიერებით ვცხოვრობთ. პრობლემები ყოველთვის იქნება. მოვიდა ის, ვინც არ უნდა მოსულიყო და დარჩა ის, ვინც უნდა წასულიყო. ამას ვამბობ ჩემს სფეროზე. გული მწყდება ჩემს სფეროში უკუსვლაზე. კოტე ყუბანეიშვილის ლექსი მახსენდება:

"თვისება არის თურმე მონების,

იყო შემყურე სხვისი გონების,

ისევ და ისევ ვერაფერს ვხვდებით,

ბელადს ვირჩევთ და მონები ვხდებით.

ისევ გვინდება ჩვენზე იმეფონ,

როგორც ძაღლებმა, ისე გვიყეფონ.

ხვედრად რომ გვერგოს უღელში შებმა, 

და ჩვენი საქმე აკეთონ სხვებმა".

თავის საქმეს არ აკეთებს ხალხი. არც იმათ გავკიცხავ, ყველას უკან ოჯახი დგას, მაგრამ ასე მოქცევაც არ შეიძლება. ჩვენ დავკარგეთ სინდისი, ნამუსი და ვკარგავთ ღირსებას. ღირსებაშელახული ადამიანები ვხდებით. მე სულ მეუბნებიან, ენა გღუპავსო. დამღუპოს, მამაჩემიც ასე იყო, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარზე არ გაუშვეს, ის დარჩა მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერად. მირჩევნია ასეთი ვიყო, ვიდრე მე ან ჩემმა შვილებმა ღირსება და სინდისი დავკარგოთ. 

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"როცა გავიცანი, მაშინ მართლა ბავშვები იყვნენ" – პოპულარული მუსიკალური ჯგუფი “რეზო და ბავშვები“ ალბომის გამოსაშვებად ემზადება

"საქართველოს ვარსკვლავში" ცნობილი კონკურსების ფავორიტებსაც ვიხილავთ - "სიმღერა არ მაკლია, მაგრამ „ევროვიზიაზე“ მოხვედრა ძალიან გამიხარდება"

"...ეს სამი პროდუქტი ანადგურებს ორგანიზმს" - მაია კაჭკაჭიშვილი მისივე აღმოჩენილ დიეტაზე, რომელსაც სხვებსაც ასწავლის