ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ალასანიასთან მოსალოდნელ თანამშრომლობაზე საუბრისას მას სამხედრო წარმოების გაჩერებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სააკაშვილი "არჩევანისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
"ალასანია იყო ჩვენი ელჩი და ომის შემდეგ მთლად კარგად არ მოიქცა, მათ შორის ომის დაწყებასთან დაკავშირებით ამბობდა იმას, რასაც მერე "ოცნებაც" ამბობდა. რაც იყო იყო... ევროპული ფასეულობების მქონე ადამიანი აღმოჩნდა სრულიად საწინააღმდეგო ბანაკში. მისი შეხედულებები ჩემთვის, სიმართლე რომ ვთქვა, სულერთია, მაგრამ რაც მწყინს მე, ეს სამხედრო წარმოებაა, რაც შვილობილად მიმაჩნდა. ყველაფერი ერთად გაჩერდა. ირაკლი ალასანიას ვადანაშაულებ ამაში. აბა, ბებიაჩემი მზია სამხედრო წარმოებას არ ხელმძღვანელობდა. ყველამ რაღაცაზე უნდა აგოს პასუხი", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
ინტერვიუს ყველა საინტერესო დეტალი იხილეთ ტეგზე #მიხეილ სააკაშვილი
იხილეთ ასევე: რა დარჩა სათქმელი მიხეილ სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეზე
რის სათქმელად მივიდა ატირებული დავით კეზერაშვილი სააკაშვილთან
მოსალოდნელია თუ არა საქართველოში ახალი რევოლუცია?
"ზღულაძე უკვე ბრენდი გახდა, ეკა არის სუპერვარსკვლავი"
http://www.ambebi.ge/samartali/123497-ra-darcha-sathqmeli-mikheil-saakashvils-zurab-zhvanias-mkvlelobis-saqmeze.html