პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაექცა მსახიობი ელისაბედ ჩერქეზიშვილი მოძალადე ქმარს
როგორ გაექცა მსახიობი ელისაბედ ჩერქეზიშვილი მოძალადე ქმარს

ელი­სა­ბედ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის ერ­თერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი სახე, მა­კა­რის დედა ფილ­მი­დან "ქეთო და კოტე"და "ხა­ნუ­მა", რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა თე­ატ­რა­ლურ სივ­რცე­ში უთა­მა­შია. ვი­საც მსა­ხი­ო­ბის წიგ­ნი "ჩემი მო­გო­ნე­ბა­ნი" წა­უ­კი­თხავს, მას­ზე ძა­ლი­ან მძი­მე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას და­ტო­ვებ­და, ვი­ნა­ი­დან მსა­ხი­ო­ბი თა­ვი­სი ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის შე­სა­ხებ და­უ­ფა­რა­ვად ჰყვე­ბა.

მათ შო­რის იმა­საც, თუ რო­გორ გა­ა­თხო­ვეს იძუ­ლე­ბით 15 წლის ასაკ­ში და რო­გორ და­უნ­დობ­ლად ექ­ცე­ო­და მას­ზე გა­ცი­ლე­ბით უფ­რო­სი ქმა­რი. არას­რულ­წლო­ვან ლი­ზას ქმრის მი­მართ გრძნო­ბა არ ჰქონ­და და გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბას სამი წლის შემ­დეგ მშობ­ლე­ბის სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბით და­აღ­წია თავი. შემ­დეგ ჭეშ­მა­რი­ტი სიყ­ვა­რუ­ლი ეწ­ვია, იყო შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, სცე­ნა­ზე რო­ლე­ბი, იწ­ვევ­დნენ ფილ­მებ­შიც, თუმ­ცა, ბედ­ნი­ე­რე­ბა მის­თვის მა­ინც მი­უწ­ვდო­მე­ლი აღ­მოჩ­ნდა...

შე­მოდ­გო­მა იდგა, სო­ფელ ტი­რძნის­ში, ნა­თე­სა­ვის ქორ­წილ­ში მი­პა­ტი­ჟე­ბულ­მა 14 წლის ელი­სა­ბედ ჩერ­ქე­ზიშ­ვილ­მა, ჩი­თის წი­თე­ლი კა­ბა­სა და "ბაშ­მა­კებ­ში"გა­მო­წყო­ბილ­მა, ლე­კუ­რი ჩა­მო­უ­ა­რა და ყვე­ლა სტუმ­რის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია. მათ შო­რის იყო გიგა მა­ჩა­ბე­ლი, რო­მელ­მაც პა­ტა­რა მო­ცეკ­ვა­ვე შე­ნიშ­ნა და მის ოჯახს მა­ჭანკლე­ბი მი­უგ­ზავ­ნა.

გო­გო­ნა უარ­ზე იყო, ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან სამი დღე სი­ცხი­ა­ნი ლო­გინ­ში იწვა, დე­დას, დე­ი­დას, ბი­ძას სთხოვ­და, არ გა­ე­თხო­ვე­ბი­ნათ იმ კაც­ზე, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად არ მოს­წონ­და, მაგ­რამ სა­პა­სუ­ხოდ ის­მენ­და: "მის­თხოვ­დი, თა­ვა­დიშ­ვი­ლია, კნე­ი­ნა გახ­დე­ბიო".

ერ­თა­დერ­თი მა­მა­მისს ეჭი­რა შვი­ლის მხა­რე, თუმ­ცა მისი გა­დარ­წმუ­ნე­ბა ცოლ­მა და ნა­თე­სა­ვებ­მა შეძ­ლეს. კაცს ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის უთ­ქვამს, შვი­ლო, ბედ­ნი­ე­რი იყა­ვი, ქორ­წილს მე ვერ და­ვეს­წრე­ბიო და რამ­დე­ნი­მე დღით სა­კუ­თარ სახ­ლს გა­ე­ცა­ლა. ლი­ზას თხოვ­ნა­მუ­და­რამ რომ არ გაჭ­რა, 35 წლის გიგა მა­ჩა­ბე­ლი "ერთი თავი შაქ­რი­თა და ფო­ჩი­ა­ნი და­ხა­ტუ­ლი

კან­ფე­ტე­ბით"ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლის და­სა­ნიშ­ნად გა­ე­შუ­რა. ჯვრის­წე­რა­ზე ლი­ზას გა­თხო­ვე­ბა­ზე უა­რის თქმა უნ­დო­და, მაგ­რამ ძა­ლუ­ამ გა­და­უ­ლა­პა­რა­კა, არ გა­ბე­დო, ასე იტყვი­ან, უნა­მუ­სოა, ეკ­ლე­სი­ი­დან გა­მო­ექ­ცა­თო. ლი­ზაც ბედს და­ე­მორ­ჩი­ლა.

კნი­ა­ზის "სა­სახ­ლე"არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ისე, რო­გორც აღ­წერ­დნენ: სამი ფიც­რის მიგ­რე­ხილ­მოგ­რე­ხი­ლი ოთა­ხი, მო­ა­ჯირ­ჩამ­ტვრე­უ­ლი აი­ვა­ნი, კი­ბის ათი სა­ფე­ხუ­რი­დან ხუ თიღა შე­მორ­ჩე­ნი­ლი­ყო, ოთა­ხებ­ში იდგა ორი ტახ­ტი, სამი სკა­მი, ერთი კი­დო­ბა­ნი და კე­დელ­ზე თოფი ეკი­და.

მაზ­ლე­ბი და რძლე­ბი თბი­ლად შეხ­ვდნენ, მაგ­რამ მალე მე­უღ­ლემ ცოლს მათ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბაც კი აუკ­რძა­ლა და სახ­ლში გა­მო­კე­ტა: "მა­გათ არ აყვე, თო­რემ და­გიბ­ნე­ლებ დღე­საო", თა­ნაც და­ა­მა­ტებ­და: "ჩტოჟე". ამ სი­ტყვას ხში­რად ხმა­რობ­და, არ ვიცი, რაში სჭირ­დე­ბო­და, წერ­და ელი­სა­ბედ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი.

ელი­სა­ბე­დი ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­და სწავ­ლა­გა­ნათ­ლე­ბა­ზე, სცე­ნა­ზე დგო­მის სურ­ვი­ლიც ჰქონ­და, მაგ­რამ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ქმარ­თან ამის შე­სა­ხებ სი­ტყვა ვერ დას­ცდე­ბო­და. მა­ჩა­ბე­ლი სვამ­და, მერე აღ­მა­დაღ­მა და­ა­ჭე­ნებ­და ცხენს და გლე­ხებს აწი­ო­კებ­და. ამა­სო­ბა­ში ლიზა და­ორ­სულ­და, მაგ­რამ გო­გო­ნა და­ბა­დე­ბი­დან ოთხ დღე­ში და­ი­ღუ­პა. სი­ძის სახ­ლში დე­და­მი­სი და­ად­გა მომ­ვლე­ლად და მძი­მე მშო­ბი­ა­რო­ბის შე­დე­გად და­სუს­ტე­ბულ შვილს ის უვ­ლი­და, თუმ­ცა მალე დე­დაშ­ვილს სა­ხა­დი და­ე­მარ­თა და მათი ერ­თა­დერთ პატ­რო­ნი მო­ახ­ლე გოგო ანო იყო.

გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ თუ არა, კნი­აზ­მა სი­დედ­რი სახ­ლი­დან გა­აგ­დო. მალე ელი­სა­ბე­დი ხელ­მე­ო­რედ და­ორ­სულ­და, თუმ­ცა ამ ფაქტს სი­ხა­რუ­ლით არ შეხ­ვედ­რია, ნატ­რობ­და, მშო­ბი­ა­რო­ბას გა­დაჰ­ყო­ლო­და, თა­ვის მოკ­ვლა­ზეც არა­ერ­თხელ უფიქ­რია. ბოლო წვე­თი მო­რი­გი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სცე­ნა აღ­მოჩ­ნდა: "ერთ სა­ღა­მოს მაზ­ლის ცოლ­მა ჩა­ი­ზე დამ­პა­ტი­ჟა. მაზ­ლე­ბი კაკ­ლის ქვეშ ნარდს თა­მა­შობ­დნენ... შე­მოდ­გო­მის წყნა­რი და მზი­ა­ნი დარი და­ჩაგ­რულ გულს ცო­ტა­ოდ­ნად მი­ხა­ლი­სებ­და.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ გაექცა მსახიობი ელისაბედ ჩერქეზიშვილი მოძალადე ქმარს

როგორ გაექცა მსახიობი ელისაბედ ჩერქეზიშვილი მოძალადე ქმარს

ელისაბედ ჩერქეზიშვილი ქართული კინოსა და თეატრის ერთერთი გამორჩეული სახე, მაკარის დედა ფილმიდან ''ქეთო და კოტე''და ''ხანუმა'', რომელიც სხვადასხვა თეატრალურ სივრცეში უთამაშია. ვისაც მსახიობის წიგნი ''ჩემი მოგონებანი'' წაუკითხავს, მასზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას დატოვებდა, ვინაიდან მსახიობი თავისი ტრაგიკული ბედის შესახებ დაუფარავად ჰყვება.

მათ შორის იმასაც, თუ როგორ გაათხოვეს იძულებით 15 წლის ასაკში და როგორ დაუნდობლად ექცეოდა მასზე გაცილებით უფროსი ქმარი. არასრულწლოვან ლიზას ქმრის მიმართ გრძნობა არ ჰქონდა და გაუსაძლის პირობებში ცხოვრებას სამი წლის შემდეგ მშობლების სახლში დაბრუნებით დააღწია თავი. შემდეგ ჭეშმარიტი სიყვარული ეწვია, იყო შეხმატკბილებული თანაცხოვრება, სცენაზე როლები, იწვევდნენ ფილმებშიც, თუმცა, ბედნიერება მისთვის მაინც მიუწვდომელი აღმოჩნდა...

შემოდგომა იდგა, სოფელ ტირძნისში, ნათესავის ქორწილში მიპატიჟებულმა 14 წლის ელისაბედ ჩერქეზიშვილმა, ჩითის წითელი კაბასა და ''ბაშმაკებში''გამოწყობილმა, ლეკური ჩამოუარა და ყველა სტუმრის ყურადღება მიიქცია. მათ შორის იყო გიგა მაჩაბელი, რომელმაც პატარა მოცეკვავე შენიშნა და მის ოჯახს მაჭანკლები მიუგზავნა.

გოგონა უარზე იყო, ნერვიულობისგან სამი დღე სიცხიანი ლოგინში იწვა, დედას, დეიდას, ბიძას სთხოვდა, არ გაეთხოვებინათ იმ კაცზე, რომელიც სრულიად არ მოსწონდა, მაგრამ საპასუხოდ ისმენდა: ''მისთხოვდი, თავადიშვილია, კნეინა გახდებიო''.

ერთადერთი მამამისს ეჭირა შვილის მხარე, თუმცა მისი გადარწმუნება ცოლმა და ნათესავებმა შეძლეს. კაცს ქალიშვილისთვის უთქვამს, შვილო, ბედნიერი იყავი, ქორწილს მე ვერ დავესწრებიო და რამდენიმე დღით საკუთარ სახლს გაეცალა. ლიზას თხოვნამუდარამ რომ არ გაჭრა, 35 წლის გიგა მაჩაბელი ''ერთი თავი შაქრითა და ფოჩიანი დახატული

კანფეტებით''ჩერქეზიშვილების ერთადერთი ქალიშვილის დასანიშნად გაეშურა. ჯვრისწერაზე ლიზას გათხოვებაზე უარის თქმა უნდოდა, მაგრამ ძალუამ გადაულაპარაკა, არ გაბედო, ასე იტყვიან, უნამუსოა, ეკლესიიდან გამოექცათო. ლიზაც ბედს დაემორჩილა.

კნიაზის ''სასახლე''არ გამოიყურებოდა ისე, როგორც აღწერდნენ: სამი ფიცრის მიგრეხილმოგრეხილი ოთახი, მოაჯირჩამტვრეული აივანი, კიბის ათი საფეხურიდან ხუ თიღა შემორჩენილიყო, ოთახებში იდგა ორი ტახტი, სამი სკამი, ერთი კიდობანი და კედელზე თოფი ეკიდა.

მაზლები და რძლები თბილად შეხვდნენ, მაგრამ მალე მეუღლემ ცოლს მათთან დალაპარაკებაც კი აუკრძალა და სახლში გამოკეტა: ''მაგათ არ აყვე, თორემ დაგიბნელებ დღესაო'', თანაც დაამატებდა: ''ჩტოჟე''. ამ სიტყვას ხშირად ხმარობდა, არ ვიცი, რაში სჭირდებოდა, წერდა ელისაბედ ჩერქეზიშვილი.

ელისაბედი ბავშვობიდან ოცნებობდა სწავლაგანათლებაზე, სცენაზე დგომის სურვილიც ჰქონდა, მაგრამ, რასაკვირველია, ქმართან ამის შესახებ სიტყვა ვერ დასცდებოდა. მაჩაბელი სვამდა, მერე აღმადაღმა დააჭენებდა ცხენს და გლეხებს აწიოკებდა. ამასობაში ლიზა დაორსულდა, მაგრამ გოგონა დაბადებიდან ოთხ დღეში დაიღუპა. სიძის სახლში დედამისი დაადგა მომვლელად და მძიმე მშობიარობის შედეგად დასუსტებულ შვილს ის უვლიდა, თუმცა მალე დედაშვილს სახადი დაემართა და მათი ერთადერთ პატრონი მოახლე გოგო ანო იყო.

გამოჯანმრთელდნენ თუ არა, კნიაზმა სიდედრი სახლიდან გააგდო. მალე ელისაბედი ხელმეორედ დაორსულდა, თუმცა ამ ფაქტს სიხარულით არ შეხვედრია, ნატრობდა, მშობიარობას გადაჰყოლოდა, თავის მოკვლაზეც არაერთხელ უფიქრია. ბოლო წვეთი მორიგი ეჭვიანობის სცენა აღმოჩნდა: ''ერთ საღამოს მაზლის ცოლმა ჩაიზე დამპატიჟა. მაზლები კაკლის ქვეშ ნარდს თამაშობდნენ... შემოდგომის წყნარი და მზიანი დარი დაჩაგრულ გულს ცოტაოდნად მიხალისებდა.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება