პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიქტორია ნულანდი - უკრაინას და საქართველოს ერთმანეთი სჭირდებათ
ვიქტორია ნულანდი - უკრაინას და საქართველოს ერთმანეთი სჭირდებათ

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ექ­სტრა­დი­რე­ბის მო­თხოვ­ნა სა­ქარ­თვე­ლო-უკ­რა­ი­ნის ორ­მხრი­ვი სა­კი­თხია და ამა­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ, - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წემ, ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დმა გა­ნა­ცხა­და.

"რამ­დე­ნა­დაც ჩვენ ვი­ცით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­პა­ტი­ჟეს, რომ იყოს წევ­რი იმ ფარ­თო მრჩე­ველ­თა ჯგუ­ფი­სა, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტმა პო­რო­შენ­კომ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უკ­რა­ი­ნა მი­ის­წრაფ­ვის იმის­კენ, რომ მი­ი­ღოს ფარ­თო გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, მათ შო­რის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლებ­საც ბევ­რი უმუ­შა­ვი­ათ რე­ფორ­მე­ბის სა­კი­თხებ­ზე. ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი არის კერ­ძო მო­ქა­ლა­ქე და ეს მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. რაც შე­ე­ხე­ბა ექ­სტრა­დი­ცი­ის მო­თხოვ­ნას, ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­თხოვ­ნა უკ­რა­ი­ნი­სად­მი, ამ­დე­ნად, ეს არის ორ­მხრი­ვი სა­კი­თხი ორ ქვე­ყა­ნას შო­რის და ამა­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ", - გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დმა.

მი­სი­ვე თქმით, მას სურს სხვა კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლო-უკ­რა­ი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე. "ეს არის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი რო­გორც უკ­რა­ი­ნის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, ვი­ნა­ი­დან თქვენ ორი­ვე ცდი­ლობთ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე დად­გეთ და მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს და უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, ამ პრო­ცეს­ში მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ ერ­თმა­ნეთს, თქვენ გჭირ­დე­ბათ ერ­თმა­ნე­თი", - გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

aleko
0

მართალს ბრძანებს ქალბატონი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

ვიქტორია ნულანდი - უკრაინას და საქართველოს ერთმანეთი სჭირდებათ

ვიქტორია ნულანდი - უკრაინას და საქართველოს ერთმანეთი სჭირდებათ

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა საქართველო-უკრაინის ორმხრივი საკითხია და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

"რამდენადაც ჩვენ ვიცით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაპატიჟეს, რომ იყოს წევრი იმ ფართო მრჩეველთა ჯგუფისა, რომელიც პრეზიდენტმა პოროშენკომ ჩამოაყალიბა. როგორც მოგეხსენებათ, უკრაინა მიისწრაფვის იმისკენ, რომ მიიღოს ფართო გამოცდილება საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ბევრი უმუშავიათ რეფორმების საკითხებზე. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არის კერძო მოქალაქე და ეს მისი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება ექსტრადიციის მოთხოვნას, ეს არის საქართველოს მოთხოვნა უკრაინისადმი, ამდენად, ეს არის ორმხრივი საკითხი ორ ქვეყანას შორის და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ", - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

მისივე თქმით, მას სურს სხვა კომენტარის გაკეთება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების თაობაზე. "ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან თქვენ ორივე ცდილობთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დადგეთ და მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს და უკრაინის ყველა მოქალაქეს, ამ პროცესში მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, თქვენ გჭირდებათ ერთმანეთი", - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

"ინტერპრესნიუსი"