ე.წ "ისლამური სახელმწიფოს" ჯიჰადისტებმა ერაყის ქალაქ ალ-ბაღდადში 45 ადამიანი ცოცხლად დაწვეს. ამის შესახებ "ბიბისი" ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. ჯერჯერობით უცნობია ვინ გახდნენ ექსტრემისტების მსხვერპლი, თუმცა, როგორც სამართალდაცავი უწყებები აცხადებენ, ისინი სავარაუდოდ უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები იყვნენ.
ე.წ "ისლამური სახელმწიფომ" ერაყისა და სირიის ტერიტორიების უკვე საკმაოდ დიდ ნაწილზე დაამყარა კონტროლი. ისინი ქრისტიან მოსახლეობას სასტიკად უსწორდებიან, გარდა ამისა, პერიოდულად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ხოცავენ და მკვლელობის ამსახველ ვიდეოებს სოციალური ქსელებით ავრცელებენ.