სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისთვის იბრძვის რუსკა მაყაშვილი შეყვარებულთან ერთად: "იყო ისეთი ეპიზოდები, როცა ორივემ მაგრად გავჭედეთ"
რისთვის იბრძვის რუსკა მაყაშვილი შეყვარებულთან ერთად: "იყო ისეთი ეპიზოდები, როცა ორივემ მაგრად გავჭედეთ"

რო­გორც უკვე იცით, "პა­ლიტ­რა TV"-ს აზარ­ტუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მა "მი­მიხ­ვდის" პირ­ვე­ლი ფი­ნა­ლის­ტე­ბი არი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი: დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი და ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი, შემ­დე­გი ფი­ნა­ლის­ტე­ბის ჯგუ­ფი კი ონი­სე ონი­ა­ნის და ეკა ნი­ჟა­რა­ძის შე­მად­გენ­ლო­ბით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. გა­სულ პა­რას­კევს მე­სა­მე ფი­ნა­ლის­ტთა წყვი­ლი გა­ირ­კვა: რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი და მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მო­რაგ­ბე - სან­დრო ნი­ჟა­რა­ძე.

ყვე­ლა­ნი ფი­ნალს მო­უთ­მენ­ლად ელი­ან და რო­გორც ამ­ბო­ბენ, გა­მარ­ჯვე­ბა ძა­ლი­ან უნ­დათ. ამ სა­მი­დან, თა­მა­შის წე­სე­ბის თა­ნახ­მად, ერთი წყვი­ლი იმარ­ჯვებს. მოკ­ლედ, პა­რას­კევს გრან­დი­ო­ზუ­ლი ფი­ნა­ლია.

Ambebi.ge რუს­კა მა­ყაშ­ვილ­სა და მის მე­წყვი­ლეს, სან­დრო ნი­ჟა­რა­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი:

- თა­ვი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბას სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდით, რად­გან მშვე­ნი­ე­რი გა­სარ­თო­ბი შოუა. მერე რომ გვი­თხრეს, შე­ჯიბ­რე­ბა იქ­ნე­ბა და ამას­თან, პრი­ზი­ცო, ცხა­დია, მე­ტად გა­ვაქ­ტი­ურ­დით.

- თა­მა­ში­სას სირ­თუ­ლე რა იყო?

- სირ­თუ­ლე არა­ფე­რია, მაგ­რამ წამ­ზო­მი რომ ირ­თვე­ბა, უნებ­ლი­ედ იძა­ბე­ბი და შე­იძ­ლე­ბა უცებ ისე­თი ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნა­ჟი და ადა­მი­ა­ნი ვერ გა­მო­იც­ნო და ახ­სნა, რომ თვი­თონ გა­გიკ­ვირ­დეს. რა­ღაც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­ნიც­დი, ითი­შე­ბი და ვერ ხსნი, ვერ იგებ ასე რა­ტომ მოხ­და. სხვა მეტი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. აზარ­ტუ­ლი და მხი­ა­რუ­ლი გა­და­ცე­მაა, ად­ვი­ლი, კარ­გი გა­სარ­თო­ბი თა­მა­ში.

ისე მოხ­და, რომ მე და სან­დრომ მეტი გა­მო­ვი­ცა­ნით, ვიდ­რე ჩვენ­მა გვერ­დით მსხდო­მებ­მა. წყნა­რი ოპ­ტი­მიზ­მით ვი­ყა­ვით გან­წყო­ბი­ლე­ბი. კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ და ფი­ნალ­შიც ასე­ვე გა­ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას.

სან­დრო ნი­ჟა­რა­ძე, მო­რაგ­ბე:

- მგო­ნი, ასე­თი თა­მა­ში ჩვენს ტე­ლე­სივ­რცე­ში არ ყო­ფი­ლა. ახა­ლი შოუა და ბევ­რმა მის შე­სა­ხებ არც იცის. მოკ­ლედ, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოა და იმის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, ბევ­რი ადა­მი­ნის შე­სა­ხებ კი­დევ ერთხელ გა­ი­გო, გა­იხ­სე­ნო ისი­ნი. უცხო­ებ­საც ეც­ნო­ბი და ერ­თო­ბი. კონ­კუ­რენ­ცი­აც არის და სა­ხა­ლი­სო იუ­მო­რიც. მარ­თლა იუ­მო­რის­თუ­ლი იყო წინა გა­და­ცე­მა, ანუ ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი. მარ­გო ლუ­ჩკო სა­სა­ცი­ლო ფრა­ზებს ამ­ბობ­და...

- მო­რაგ­ბეს­თვის შე­ჯიბ­რე­ბა უცხო არ არის და ალ­ბათ ამი­ტომ არც გა­გი­ჭირ­დათ...

- კი, შე­ჯიბ­რე­ბა ჩემ­თვის უცხო არ არის... ჩვე­ნი თა­მა­შის დე­ტა­ლე­ბი არ მახ­სოვს, მაგ­რამ იყო ისე­თი ეპი­ზო­დე­ბიც, როცა მეც და რუს­კა­მაც, ორი­ვემ მაგ­რად "გავ­ჭე­დეთ". ერთი სი­ტყვით, ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნი ვერ ამიხ­სნა. ისე, ძნე­ლია ერთი სი­ტყვით ახ­სნა მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კო­სი. მუნ­ჯუ­რი ახ­სნა უფრო გა­მარ­თლე­ბუ­ლია.

- თქვე­ნი წყვი­ლის წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო რაში მდგო­მა­რე­ობს?

- ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა­ში... ეს არის და ეს...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

რისთვის იბრძვის რუსკა მაყაშვილი შეყვარებულთან ერთად: "იყო ისეთი ეპიზოდები, როცა ორივემ მაგრად გავჭედეთ"

რისთვის იბრძვის რუსკა მაყაშვილი შეყვარებულთან ერთად: "იყო ისეთი ეპიზოდები, როცა ორივემ მაგრად გავჭედეთ"

როგორც უკვე იცით, "პალიტრა TV"-ს აზარტული და პოპულარული გადაცემა "მიმიხვდის" პირველი ფინალისტები არიან მსახიობები: დიმიტრი ტატიშვილი და ლევან ჯიბღაშვილი, შემდეგი ფინალისტების ჯგუფი კი ონისე ონიანის და ეკა ნიჟარაძის შემადგენლობით არის წარმოდგენილი. გასულ პარასკევს მესამე ფინალისტთა წყვილი გაირკვა: რუსკა მაყაშვილი და მისი შეყვარებული, მორაგბე - სანდრო ნიჟარაძე.

ყველანი ფინალს მოუთმენლად ელიან და როგორც ამბობენ, გამარჯვება ძალიან უნდათ. ამ სამიდან, თამაშის წესების თანახმად, ერთი წყვილი იმარჯვებს. მოკლედ, პარასკევს გრანდიოზული ფინალია.

Ambebi.ge რუსკა მაყაშვილსა და მის მეწყვილეს, სანდრო ნიჟარაძეს დაუკავშირდა.

რუსკა მაყაშვილი:

- თავიდან შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდით, რადგან მშვენიერი გასართობი შოუა. მერე რომ გვითხრეს, შეჯიბრება იქნება და ამასთან, პრიზიცო, ცხადია, მეტად გავაქტიურდით.

- თამაშისას სირთულე რა იყო?

- სირთულე არაფერია, მაგრამ წამზომი რომ ირთვება, უნებლიედ იძაბები და შეიძლება უცებ ისეთი ცნობილი პერსონაჟი და ადამიანი ვერ გამოიცნო და ახსნა, რომ თვითონ გაგიკვირდეს. რაღაც ფსიქოლოგიურად განიცდი, ითიშები და ვერ ხსნი, ვერ იგებ ასე რატომ მოხდა. სხვა მეტი არაფერი ყოფილა. აზარტული და მხიარული გადაცემაა, ადვილი, კარგი გასართობი თამაში.

ისე მოხდა, რომ მე და სანდრომ მეტი გამოვიცანით, ვიდრე ჩვენმა გვერდით მსხდომებმა. წყნარი ოპტიმიზმით ვიყავით განწყობილები. კმაყოფილები ვართ და ფინალშიც ასევე გავაგრძელებთ ბრძოლას.

სანდრო ნიჟარაძე, მორაგბე:

- მგონი, ასეთი თამაში ჩვენს ტელესივრცეში არ ყოფილა. ახალი შოუა და ბევრმა მის შესახებ არც იცის. მოკლედ, საკმაოდ საინტერესოა და იმის საშუალებას გაძლევს, ბევრი ადამინის შესახებ კიდევ ერთხელ გაიგო, გაიხსენო ისინი. უცხოებსაც ეცნობი და ერთობი. კონკურენციაც არის და სახალისო იუმორიც. მართლა იუმორისთული იყო წინა გადაცემა, ანუ ნახევარფინალი. მარგო ლუჩკო სასაცილო ფრაზებს ამბობდა...

- მორაგბესთვის შეჯიბრება უცხო არ არის და ალბათ ამიტომ არც გაგიჭირდათ...

- კი, შეჯიბრება ჩემთვის უცხო არ არის... ჩვენი თამაშის დეტალები არ მახსოვს, მაგრამ იყო ისეთი ეპიზოდებიც, როცა მეც და რუსკამაც, ორივემ მაგრად ''გავჭედეთ". ერთი სიტყვით, ჩარლი ჩაპლინი ვერ ამიხსნა. ისე, ძნელია ერთი სიტყვით ახსნა მაგალითად, რომელიმე პოლიტიკოსი. მუნჯური ახსნა უფრო გამართლებულია.

- თქვენი წყვილის წარმატების საიდუმლო რაში მდგომარეობს?

- ურთიერთგაგებაში... ეს არის და ეს...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"