სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახეთში, 12 წლის გოგონა 18 წლის ბიჭს სქესობრივი კავშირისთვის საკლასო ოთახიდანაც გაჰყავდა
კახეთში, 12 წლის გოგონა 18 წლის ბიჭს სქესობრივი კავშირისთვის საკლასო ოთახიდანაც გაჰყავდა

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბის მიზ­ნით, 18 წლის ბიჭს 12 წლის გო­გო­ნა საკ­ლა­სო ოთა­ხი­და­ნაც გაჰ­ყავ­და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის დროს. ick.ge კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის დაც­ვის პი­რო­ბით, გო­გო­ნას რამ­დე­ნი­მე თა­ნაკ­ლა­სელ­მაც, და­ა­დას­ტუ­რა, რომ მა­მა­კაცს გო­გო­ნა გაკ­ვე­თი­ლე­ბის დრო­საც გაჰ­ყავ­და საკ­ლა­სო ოთა­ხი­დან და ამ­ბობ­და, რომ ის მისი სა­ცო­ლე იყო.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას სკო­ლის დი­რექ­ტო­რი კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

"ეს არის ძა­ლი­ან დიდი ტყუ­ი­ლი. ჩვენ გვქონ­და გო­გო­ნას­თან სა­უ­ბა­რი და ის ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და თავს. პირ­ვე­ლი ცოლი ჰყავ­და იმ ბიჭს, მაგ­რამ რა­ტომ უნდა მე­ეჭ­ვა რამე? მე არ ვე­რე­ვი სხვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში", - აცხა­დებს სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, რომ­ლის მე-6 კლა­სის მოს­წავ­ლეს­თან, 12 წლის გო­გო­ნას­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბის ბრალ­დე­ბით პო­ლი­ცი­ამ ამა­ვე სკო­ლის ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე და­ა­კა­ვა.

თქვენ ხომ იმ სო­ფელ­ში ცხოვ­რობთ?

- კი, აქ ვცხოვ­რობ.

არ იცო­დით რომ იმ ბიჭს სხვა ცოლი ჰყავ­და?

ცოლი ჰყავ­და, კი. პირ­ვე­ლი ცოლი?

კი. 12 წლის გო­გო­ნა რომ გა­თხოვ­და, ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მი­გექ­ცი­ათ ამ ფაქ­ტის­თვის, მი­თუფ­რო ხში­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ასეთ შემ­თხვე­ვებ­ზე, რომ ბავ­შვე­ბი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი ხდე­ბი­ან.

- კარ­დე­ნახ­ში იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია, სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა რა­ტომ უნდა იცო­დეს? რა­ტომ უნდა მე­ეჭ­ვა? გო­გო­ნა და­დი­ო­და სკო­ლა­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ ეს­წრე­ბო­და გაკ­ვე­თი­ლებს, ბო­ლოს უკვე ფეხ­მძი­მედ იყო და აღარ მო­სუ­ლა. კა­ნო­ნი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ მე არ მაძ­ლევს ამ ბავ­შვის ამო­რი­ცხვის უფ­ლე­ბას, ვუ­წერთ არას.

სკო­ლი­დან უნდა გა­გე­რი­ცხათ მეთ­ქი ეს არც მი­გუ­ლის­ხმია. რა­ტომ არ აც­ნო­ბეთ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს?

- თქვენ რა­ტომ მი­რე­კავთ მე და ასეთ კი­თხვებს რა­ტომ მაძ­ლევთ?

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ხართ, 12 წლის გო­გო­ნა გა­თხოვ­და და აგერ, მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ბრალ­დე­ბით.

- რა­ტომ უნდა მე­ეჭ­ვა მე რამე? ეს გო­გო­ნა როცა მო­დი­ო­და სკო­ლა­ში, მას დამ­რი­გე­ბე­ლი ჰყავს, გვქონ­და სა­უ­ბა­რი და არა­სო­დეს უთ­ქვამს, რომ ვინ­მე ძა­ლა­დობ­და. არ მა­ინ­ტე­რე­სებს ვის ჰყავს ცოლი და ვის არა.

ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა თქვენს სკო­ლა­ში 12 წლის გო­გო­ნა თხოვ­დე­ბა?

- არა, რა­ტომ არის ხში­რი?

ეს რომ მოხ­და, რა­ტომ არ და­ინ­ტე­რეს­დით?

- გა­თხოვ­და... ჩვე­ნი ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე იყო ის ბიჭი.

ის ბიჭი რომ ცო­ლი­ა­ნი იყო ხომ იცო­დით?

- მე არ ვე­რე­ვი სხვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. გა­მო­ი­ძი­ოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ. მე ისე­დაც ბევ­რი საქ­მე მაქვს და თქვენ­გან გას­ხვა­ვე­ბით სხვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ ვე­რე­ვი

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

კახეთში, 12 წლის გოგონა 18 წლის ბიჭს სქესობრივი კავშირისთვის საკლასო ოთახიდანაც გაჰყავდა

კახეთში, 12 წლის გოგონა 18 წლის ბიჭს სქესობრივი კავშირისთვის საკლასო ოთახიდანაც გაჰყავდა

კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ სექსუალური კავშირის დამყარების მიზნით, 18 წლის ბიჭს 12 წლის გოგონა საკლასო ოთახიდანაც გაჰყავდა საგაკვეთილო პროცესის დროს.  ick.ge კონფიდენციალობის დაცვის პირობით, გოგონას რამდენიმე თანაკლასელმაც, დაადასტურა, რომ მამაკაცს გოგონა გაკვეთილების დროსაც გაჰყავდა საკლასო ოთახიდან და ამბობდა, რომ ის მისი საცოლე იყო.

ამ ინფორმაციას სკოლის დირექტორი კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში კატეგორიულად უარყოფს.

"ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ჩვენ გვქონდა გოგონასთან საუბარი და ის ბედნიერად გრძნობდა თავს. პირველი ცოლი ჰყავდა იმ ბიჭს, მაგრამ რატომ უნდა მეეჭვა რამე? მე არ ვერევი სხვის პირად ცხოვრებაში", - აცხადებს სკოლის დირექტორი, რომლის მე-6 კლასის მოსწავლესთან, 12 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით პოლიციამ ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე დააკავა.

თქვენ ხომ იმ სოფელში ცხოვრობთ?

- კი, აქ ვცხოვრობ.

არ იცოდით რომ იმ ბიჭს სხვა ცოლი ჰყავდა?

ცოლი ჰყავდა, კი. პირველი ცოლი?

კი. 12 წლის გოგონა რომ გათხოვდა, ყურადღება არ უნდა მიგექციათ ამ ფაქტისთვის, მითუფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ასეთ შემთხვევებზე, რომ ბავშვები ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.

- კარდენახში იმდენი ადამიანია, სკოლის დირექტორმა რატომ უნდა იცოდეს? რატომ უნდა მეეჭვა? გოგონა დადიოდა სკოლაში, ჩვეულებრივ ესწრებოდა გაკვეთილებს, ბოლოს უკვე ფეხმძიმედ იყო და აღარ მოსულა. კანონი ზოგადი განათლების შესახებ მე არ მაძლევს ამ ბავშვის ამორიცხვის უფლებას, ვუწერთ არას.

სკოლიდან უნდა გაგერიცხათ მეთქი ეს არც მიგულისხმია. რატომ არ აცნობეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს?

- თქვენ რატომ მირეკავთ მე და ასეთ კითხვებს რატომ მაძლევთ?

სკოლის დირექტორი ხართ, 12 წლის გოგონა გათხოვდა და აგერ, მამაკაცი დააკავეს დანაშაულის ჩადენის ბრალდებით.

- რატომ უნდა მეეჭვა მე რამე? ეს გოგონა როცა მოდიოდა სკოლაში, მას დამრიგებელი ჰყავს, გვქონდა საუბარი და არასოდეს უთქვამს, რომ ვინმე ძალადობდა. არ მაინტერესებს ვის ჰყავს ცოლი და ვის არა.

ხშირია შემთხვევები, როცა თქვენს სკოლაში 12 წლის გოგონა თხოვდება?

- არა, რატომ არის ხშირი?

ეს რომ მოხდა, რატომ არ დაინტერესდით?

- გათხოვდა... ჩვენი ყოფილი მოსწავლე იყო ის ბიჭი.

ის ბიჭი რომ ცოლიანი იყო ხომ იცოდით?

- მე არ ვერევი სხვის პირად ცხოვრებაში. გამოიძიოს პროკურატურამ. მე ისედაც ბევრი საქმე მაქვს და თქვენგან გასხვავებით სხვის პირად ცხოვრებაში არ ვერევი

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა