სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თანხა გადაუხადეს ალენ დელონს საქართველოში ვიზიტის სანაცვლოდ და რა საჩუქარი მიიღო მსახიობმა After party-ზე
რა თანხა გადაუხადეს ალენ დელონს საქართველოში ვიზიტის სანაცვლოდ და რა საჩუქარი მიიღო მსახიობმა After party-ზე

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­გან­გე­ბოდ ამ დღის­თვის მსოფ­ლიო კი­ნოს ლე­გენ­და, ალენ დე­ლო­ნი ჩა­მო­ვი­და. მსა­ხი­ო­ბის თბი­ლის­ში ვი­ზიტს მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სით ელოდ­ნენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს კი გა­უჩ­ნდა კი­თხვა, თუ რა­ტომ გა­და­წყდა სწო­რედ ალენ დე­ლო­ნის ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი, რო­გორც მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვო­ბა­ზე, წლე­ბის შემ­დე­გაც არა­ვინ და­ვობს. ღო­ნის­ძი­ე­ბას ორ­გა­ნი­ზე­ბა სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ინ­დუსტრია "არტპა­ლას­მა" გა­უ­წია და ალენ დე­ლო­ნიც სწო­რედ მათი მოწ­ვე­ვით ეს­ტუმ­რა თბი­ლისს.

"არტპა­ლა­სის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი, სოფო ალექ­სი­ძე მსა­ხი­ო­ბის ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბულ აქამ­დე უც­ნობ დე­ტა­ლებ­ზე Ambebi.ge-ს ესა­უბ­რა.

- ალენ დე­ლო­ნი რომ მსოფ­ლიო დო­ნის კინო-ვარსვლა­ვია, ამა­ზე ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით. თუმ­ცა მა­ინც სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ შე­ჩერ­და არ­ჩე­ვა­ნი მას­ზე, რო­გორც შოუს თა­ნა­წამ­ყვან­ზე?

- რო­დე­საც და­ვი­წყეთ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მოს და­გეგ­მვა, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ჩა­ნა­ფიქ­რი ჰქონ­დათ, რომ იუ­ბი­ლა­რის­თვის კონ­ცერ­ტზე უნდა ემ­ღე­რათ ქალ­ბა­ტო­ნებს, ხოლო წამ­ყვა­ნი მა­მა­კა­ცი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. შემ­დეგ გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ ამ­ხე­ლა შოუს მხო­ლოდ ერთი წამ­ყვა­ნი ვერ გა­უ­ძღვე­ბო­და და სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და და­თუ­ნა ალა­დაშ­ვილს გვერ­დით სხვა თა­ნა­წამ­ყვა­ნიც ჰყო­ლო­და, რაც მთა­ვა­რია ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი და სიმ­პა­თი­უ­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ჩვენ გვყავს აგენ­ტი, რო­მელ­მაც მოგ­ვა­წო­და იმ ცნო­ბი­ლი მა­მა­კა­ცე­ბის სია, რომ­ლე­ბის­თვი­საც გვქონ­და ჩა­მოყ­ვა­ნის შე­თა­ვა­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. სწო­რედ ამ სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­ვა­ჩე­რეთ არ­ჩე­ვა­ნი ალენ დე­ლონ­ზე.

- რო­გო­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბით და­ტო­ვა ალენ დე­ლონ­მა თბი­ლი­სი, მო­ას­წრო ქა­ლა­ქის ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის ნახ­ვა?

- სამ­წუ­ხა­როდ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სულ დღე­ნა­ხევ­რით იყო ჩა­მო­სუ­ლი, ფი­ზი­კუ­რად ვერ მო­ას­წრო ქა­ლა­ქის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. ჩვენ გვქონ­და და­გეგ­მი­ლი ტური ძველ თბი­ლის­ში, გვინ­დო­და ჩვე­ნი ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. მისი სურ­ვი­ლი იყო, რომ პატ­რი­არ­ქთან სტუმ­რო­ბა მო­ხერ­ხე­ბუ­ლი­ყო. პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს­თან ერ­თად ეს­ტუმ­რა და და­დე­ბი­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით და­ტო­ვა სა­პატ­რი­არ­ქო. after party-ზე ხმა­ლი აჩუ­ქეს, თა­ვად კი პა­ა­ტას სცე­ნი­დან happy birthday" უმ­ღე­რა.

- რა­ტომ გა­აპ­რო­ტეს­ტა კონ­ცერ­ტის დროს ეკ­რან­ზე მისი ახალ­გაზ­რდო­ბის­დრო­ინ­დე­ლი კად­რე­ბის ჩვე­ნე­ბა?

- ეს არ იყო პრო­ტეს­ტი უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტში. უბ­რა­ლოდ გაგ­ვე­ხუმ­რა, ახლა ასაკ­ში ვარ და კონ­ტრას­ტის ჩვე­ნე­ბა რა სა­ჭი­რო იყოო. რე­ა­ლუ­რად, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და და ესი­ა­მოვ­ნა იმ კად­რე­ბის ნახ­ვა.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი წრე­ე­ბი ალენ დე­ლო­ნის ვი­ზი­ტის ხარ­ჯებ­ზე ალა­პა­რაკ­და. ნიკა რუ­რუ­ამ Ambebi.ge-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ვი­ზი­ტის­თვის 80 ათას ევ­რომ­დე თან­ხა და­ი­ხარ­ჯა...

- რაც შე­ე­ხე­ბა ბი­უ­ჯეტს, ეს თემა სა­ლა­პა­რა­კო არ არის. თან­ხა მთლი­ა­ნად "არტ პა­ლას­მა" გა­ი­ღო, ჩვენ ხომ ხალ­ხის ჯი­ბეს არ შევ­ხე­ბი­ვართ.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

რა თანხა გადაუხადეს ალენ დელონს საქართველოში ვიზიტის სანაცვლოდ და რა საჩუქარი მიიღო მსახიობმა After party-ზე

რა თანხა გადაუხადეს ალენ დელონს საქართველოში ვიზიტის სანაცვლოდ და რა საჩუქარი მიიღო მსახიობმა After party-ზე

პაატა ბურჭულაძის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საგანგებოდ ამ დღისთვის მსოფლიო კინოს ლეგენდა, ალენ დელონი ჩამოვიდა. მსახიობის თბილისში ვიზიტს მისი გულშემატკივრები განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს კი გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ გადაწყდა სწორედ ალენ დელონის ვიზიტი საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ მისი, როგორც მსოფლიო დონის ვარსკვლავობაზე, წლების შემდეგაც არავინ დავობს. ღონისძიებას ორგანიზება სახელოვნებო ინდუსტრია "არტპალასმა" გაუწია და ალენ დელონიც სწორედ მათი მოწვევით ესტუმრა თბილისს.

"არტპალასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, სოფო ალექსიძე მსახიობის ვიზიტთან დაკავშირებულ აქამდე უცნობ დეტალებზე Ambebi.ge-ს ესაუბრა.

- ალენ დელონი რომ მსოფლიო დონის კინო-ვარსვლავია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. თუმცა მაინც საინტერესოა, რატომ შეჩერდა არჩევანი მასზე, როგორც შოუს თანაწამყვანზე?

- როდესაც დავიწყეთ პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოს დაგეგმვა, ორგანიზატორებს ჩანაფიქრი ჰქონდათ, რომ იუბილარისთვის კონცერტზე უნდა ემღერათ ქალბატონებს, ხოლო წამყვანი მამაკაცი უნდა ყოფილიყო. შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ ამხელა შოუს მხოლოდ ერთი წამყვანი ვერ გაუძღვებოდა და სასურველი იქნებოდა დათუნა ალადაშვილს გვერდით სხვა თანაწამყვანიც ჰყოლოდა, რაც მთავარია ყველასთვის ცნობილი და სიმპათიური უნდა ყოფილიყო. ჩვენ გვყავს აგენტი, რომელმაც მოგვაწოდა იმ ცნობილი მამაკაცების სია, რომლებისთვისაც გვქონდა ჩამოყვანის შეთავაზების შესაძლებლობა. სწორედ ამ სიიდან გამომდინარე შევაჩერეთ არჩევანი ალენ დელონზე.

- როგორი შთაბეჭდილებით დატოვა ალენ დელონმა თბილისი, მოასწრო ქალაქის ღირშესანიშნაობების ნახვა?

- სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ სულ დღენახევრით იყო ჩამოსული, ფიზიკურად ვერ მოასწრო ქალაქის დათვალიერება. ჩვენ გვქონდა დაგეგმილი ტური ძველ თბილისში, გვინდოდა ჩვენი ღირშესანიშნაობები გვეჩვენებინა. მისი სურვილი იყო, რომ პატრიარქთან სტუმრობა მოხერხებულიყო. პაატა ბურჭულაძესთან ერთად ესტუმრა და დადებითი შთაბეჭდილებებით დატოვა საპატრიარქო. after party-ზე ხმალი აჩუქეს, თავად კი პაატას სცენიდან happy birthday" უმღერა.

- რატომ გააპროტესტა კონცერტის დროს ეკრანზე მისი ახალგაზრდობისდროინდელი კადრების ჩვენება?

- ეს არ იყო პროტესტი უარყოფით კონტექსტში. უბრალოდ გაგვეხუმრა, ახლა ასაკში ვარ და კონტრასტის ჩვენება რა საჭირო იყოო. რეალურად, ძალიან გაუხარდა და ესიამოვნა იმ კადრების ნახვა.

- საზოგადოების გარკვეული წრეები ალენ დელონის ვიზიტის ხარჯებზე ალაპარაკდა. ნიკა რურუამ Ambebi.ge-ს განუცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ამ ვიზიტისთვის 80 ათას ევრომდე თანხა დაიხარჯა...

- რაც შეეხება ბიუჯეტს, ეს თემა სალაპარაკო არ არის. თანხა მთლიანად "არტ პალასმა" გაიღო, ჩვენ ხომ ხალხის ჯიბეს არ შევხებივართ.

სალომე შიხაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია