პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბრალდებებს უყენებენ ნინო გვენეტაძეს სკეპტიკოსები - "გვენეტაძე "პოლიტპატიმრების სიის" ერთ-ერთი შემდგენი იყო"
რა ბრალდებებს უყენებენ ნინო გვენეტაძეს სკეპტიკოსები - "გვენეტაძე "პოლიტპატიმრების სიის" ერთ-ერთი შემდგენი იყო"

"ფე­ის­ბუქ­ზე" გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მიერ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე ნინო გვე­ნე­ტა­ძის კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი - "გა­ბე­და­ვას რომ პო­ლიტ­პა­ტიმ­რის წო­დე­ბას მი­ა­ნი­ჭებს, ის პი­როვ­ნე­ბა კი უნდა იყოს ზე­კომ­პე­ტენ­ტუ­რი და იმ­სა­ხუ­რებ­დეს უზ­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის პოსტს.

"გვე­ნე­ტა­ძის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შედ­გე­ნი­ლი სიის სა­ფუძ­ველ­ზე პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭათ 26 მა­ი­სის აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე აქ­ტი­ვის­ტებს, მათ შო­რის ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის მძღოლს, რო­მელ­მაც პო­ლი­ცი­ე­ლი გა­ი­ტა­ნა, ყინ­წვის­ში და­კა­ვე­ბულ ბად­რი ბი­წა­ძის 24-კა­ცი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებს, მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხის მო­ნა­წი­ლე­ებს, ოპე­რა­ცია ენ­ვე­რის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რებ­სა და სა­ხალ­ხო მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის წევ­რებს, რო­მელ­თაც ტე­ლე­კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს სცე­მეს."

"პრე­ზი­დენ­ტის მიერ წარ­დგე­ნი­ლი უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტი ნინო გვე­ნე­ტა­ძე გა­ცხა­დე­ბულ სა­ჭი­რო კრი­ტე­რი­უ­მებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

კერ­ძოდ,

- გვე­ნე­ტა­ძე აფი­ლი­რე­ბუ­ლია რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას­თან, ასე­ვე

- ის მუ­შა­ობ­და შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დელ სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც კო­რუფ­ცია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის წესი იყო.

გარ­და ამი­სა, ჯა­ფა­რი­ძის თქმით,

- გვე­ნე­ტა­ძე "ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ მარ­თულ­მა" არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ წა­რად­გი­ნა, ასე­ვე

- გვე­ნე­ტა­ძე ე.წ. პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სიის ერთ-ერთი შემ­დგე­ნი იყო".

ლადო სა­დღო­ბე­ლაშ­ვი­ლი - "ეს არის არა­თუ ჩემი არა­მედ ეს უნდა იყოს ყვე­ლა პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნის პო­ზი­ცია!!! რა­ტომ ძლი­ერ­დე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რად რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია?! რა­ტომ უწყობს ხელს რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში ახლა უკვე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და რა­ტომ აყე­ნებს რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რს ნინო გვე­ნე­ტა­ძეს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტუ­რა­ზე?! ბნე­ლა მე­გობ­რე­ბო?! სა­ერ­თოდ პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი რა­ტომ უნდა იყოს ეს კან­დი­და­ტუ­რა? და რა­ტომ უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს ირი­ბად ან პირ­და­პირ ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კურ ჯგუფს?!

"თა­ვი­სუ­ფა­ლი თა­ო­ბა" ემიჯ­ნე­ბა ყვე­ლა იმ კან­დი­დატს რო­მე­ლიც წარ­დგე­ნილ­ნი არი­ან - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" მიერ ასე­ვე ემიჯ­ნე­ბა ყვე­ლა იმ კან­დი­დატს რო­მელ­საც ლო­ბი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და ის არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი რომ­ლე­ბიც მხი­ლე­ბულ­ნი არი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­ტან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში...

- ისე არ უნდა მოხ­დეს რომ ვაის გა­ვე­ყა­რეთ და ვუის შე­ვე­ყა­რეთ!"

ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი - "გვე­ნე­ტა­ძის წარ­დგე­ნით მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ყვე­ლა კრი­ტე­რი­უ­მი და­არ­ღვია.პო­ლი­ტი­კუ­რი აფი­ლა­ცი­ის-რად­გან გვე­ნე­ტა­ძე რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რია; პრინ­ცი­პუ­ლო­ბის-რად­გან ის შე­ვარ­დნა­ძის კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლოს ნა­წი­ლია და კომ­პე­ტენ­ცი­ის. ამა­ზე ცუდ არ­ჩე­ვანს ძნე­ლად თუ წარ­მო­იდ­გენ­და ვინ­მე."

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე - "ის ცალ­სა­ხად აფი­ლი­რე­ბუ­ლია "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას­თან", ასე­ვე წარ­მო­ად­გენ­და შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დელ სა­სა­მარ­თლოს, რო­მელ­შიც კო­რუფ­ცია იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის წესი. გარ­და ამი­სა, არის და­მა­ტე­ბი­თი ფაქ­ტო­რე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის არის სა­ყუ­რა­დღე­ბო. ერთი, თუ ვის მიერ იქნა ამ კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნა - ეს არის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ახალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტე­ბი". ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ით დას­ტურ­დე­ბა, რომ ისი­ნი არი­ან ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ მარ­თულ­ნი. მე­ო­რე, რაც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის, ეს ადა­მი­ა­ნი იყო იმ კო­მი­სი­ის წევ­რი, რო­მელ­მაც შე­ად­გი­ნა ე.წ. პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სია და საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვის გა­რე­შე ცი­ხი­დან გა­მო­უშ­ვა ჯა­შუ­შე­ბი და მო­ძა­ლა­დე­ობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი".

სერ­გო რა­ტი­ა­ნი - "ამ კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნით მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა და­არ­ღვია თა­ვის მიერ შერ­ჩე­უ­ლი 3 კრი­ტე­რი­უ­მი: არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო არც ერთ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას­თან აფი­ლი­რე­ბუ­ლი, უნდა ჰქო­ნო­და უზა­დო რე­პუ­ტა­ცია და უნდა ჰქო­ნო­და კომ­პე­ტენ­ცია, რო­მე­ლიც დას­ტურ­დე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბით. არც ერთ კრი­ტე­რი­უმს არ ეთან­ხმე­ბა პრე­ზი­დენ­ტის მიერ წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტუ­რა - არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, რად­გან ის არის შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დე­ლი კად­რი, მა­შინ როცა სა­სა­მარ­თლო­ში იყო ქრთა­მი. მე­ო­რე, ის არის აფი­ლი­რე­ბუ­ლი "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას­თან" და კენ­ჭსაც იყ­რი­და არ­ჩევ­ნებ­ში. ასე­ვე, მისი კომ­პენ­ტენ­ცი­აც არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბით".

ნიკა რუ­რუა - პრე­ზი­დენ­ტის მიერ უზე­ნა­ე­სის თავ­მჯდო­მა­რის კან­დი­და­ტად ნ. გვე­ნე­ტა­ძის და­სა­ხე­ლე­ბა მისი, ანუ პრე­ზი­დენ­ტის, მო­რი­გი ფი­ას­კოა. შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტუ­რა სა­ვა­რა­უ­დოდ მხარ­და­ჭე­რი­ლი იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის მიერ, რად­გან ეს ადა­მი­ა­ნი ლო­ი­ა­ლუ­რია თით­ქმის ყვე­ლა­ნა­ი­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის (გარ­და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რის) და ის ამ­ჯე­რა­დაც "ოც­ნე­ბის" ჯი­ბის მო­სა­მარ­თლე გახ­დე­ბა.

მას, სამ­წუ­ხა­როდ, არც ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, არც პრო­ფე­სი­უ­ლი და არც პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი არ გა­აჩ­ნია, რომ თუნ­დაც და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად შე­ას­რუ­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის ფუნ­ქცი­ე­ბი. და­აკ­ვირ­დით, რა ტი­პა­ჟე­ბი მო­ი­წო­ნე­ბენ მის კან­დი­და­ტუ­რას პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი­დან თუ ე.წ. "ექ­სპერ­ტე­ბი­დან", და ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გახ­დე­ბა.

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის| მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნი ეპი­ზო­დე­ბი ნინო გვე­ნე­ტა­ძის ცხოვ­რე­ბი­დან - ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი მო­სა­მარ­თლის კან­დი­და­ტის პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­სუ­ლი

რა ბრალდებებს უყენებენ ნინო გვენეტაძეს სკეპტიკოსები - "გვენეტაძე "პოლიტპატიმრების სიის" ერთ-ერთი შემდგენი იყო"

რა ბრალდებებს უყენებენ ნინო გვენეტაძეს სკეპტიკოსები - "გვენეტაძე "პოლიტპატიმრების სიის" ერთ-ერთი შემდგენი იყო"

"ფეისბუქზე" გიორგი მარგველაშვილის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურებიან:

თამარ ჩერგოლეიშვილი - "გაბედავას რომ პოლიტპატიმრის წოდებას მიანიჭებს, ის პიროვნება კი უნდა იყოს ზეკომპეტენტური და იმსახურებდეს უზნაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს.

"გვენეტაძის თანამონაწილეობით შედგენილი სიის საფუძველზე პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭათ 26 მაისის აქციებში მონაწილე აქტივისტებს, მათ შორის ნინო ბურჯანაძის მძღოლს, რომელმაც პოლიციელი გაიტანა, ყინწვისში დაკავებულ ბადრი ბიწაძის 24-კაციანი შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს, მუხროვანის ამბოხის მონაწილეებს, ოპერაცია ენვერის შედეგად დაკავებული პირებსა და სახალხო მართლმადიდებელი მოძრაობის წევრებს, რომელთაც ტელეკომპანია კავკასიაში ჟურნალისტებს სცემეს."

"პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე გაცხადებულ საჭირო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.

კერძოდ,

- გვენეტაძე აფილირებულია რესპუბლიკურ პარტიასთან, ასევე

- ის მუშაობდა შევარდნაძის დროინდელ სასამართლოში, სადაც კორუფცია ჩვეულებრივი ცხოვრების წესი იყო.

გარდა ამისა, ჯაფარიძის თქმით,

- გვენეტაძე "ღარიბაშვილის მიერ მართულმა" არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა, ასევე

- გვენეტაძე ე.წ. პოლიტპატიმრების სიის ერთ-ერთი შემდგენი იყო".

ლადო სადღობელაშვილი - "ეს არის არათუ ჩემი არამედ ეს უნდა იყოს ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანის პოზიცია!!!  რატომ ძლიერდება ხელოვნურად რესპუბლიკური პარტია?! რატომ უწყობს ხელს რესპუბლიკური პარტიის გაძლიერებაში ახლა უკვე საქართველოს პრეზიდენტი და რატომ აყენებს რესპუბლიკური პარტიის წევრს ნინო გვენეტაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურაზე?! ბნელა მეგობრებო?! საერთოდ პოლიტიზირებული რატომ უნდა იყოს ეს კანდიდატურა? და რატომ უნდა ემსახურებოდეს ირიბად ან პირდაპირ ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფს?!

"თავისუფალი თაობა" ემიჯნება ყველა იმ კანდიდატს რომელიც წარდგენილნი არიან - "ნაციონალური მოძრაობის" "რესპუბლიკური პარტიის" "თავისუფალი დემოკრატების" მიერ ასევე ემიჯნება ყველა იმ კანდიდატს რომელსაც ლობირებს საქართველოს პრეზიდენტი და ის არასამთავრობოები რომლებიც მხილებულნი არიან ნაციონალურ მოძრაობასტან მჭიდრო ურთიერთობაში...

- ისე არ უნდა მოხდეს რომ ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ!"

ნუგზარ წიკლაური - "გვენეტაძის წარდგენით მარგველაშვილმა ყველა კრიტერიუმი დაარღვია.პოლიტიკური აფილაციის-რადგან გვენეტაძე რესპუბლიკური პარტიის წევრია; პრინციპულობის-რადგან ის შევარდნაძის კორუმპირებული სასამართლოს ნაწილია და კომპეტენციის. ამაზე ცუდ არჩევანს ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე."

ზურაბ ჯაფარიძე - "ის ცალსახად აფილირებულია "რესპუბლიკურ პარტიასთან", ასევე წარმოადგენდა შევარდნაძის დროინდელ სასამართლოს, რომელშიც კორუფცია იყო ჩვეულებრივი ცხოვრების წესი. გარდა ამისა, არის დამატებითი ფაქტორები, რომელიც ჩვენთვის არის საყურადღებო. ერთი, თუ ვის მიერ იქნა ამ კანდიდატურის წარდგენა - ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები". ყველა ინფორმაციით დასტურდება, რომ ისინი არიან ღარიბაშვილის მიერ მართულნი. მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს ადამიანი იყო იმ კომისიის წევრი, რომელმაც შეადგინა ე.წ. პოლიტპატიმრების სია და საქმეების განხილვის გარეშე ციხიდან გამოუშვა ჯაშუშები და მოძალადეობრივი ჯგუფები".

სერგო რატიანი - "ამ კანდიდატურის წარდგენით მარგველაშვილმა დაარღვია თავის მიერ შერჩეული 3 კრიტერიუმი: არ უნდა ყოფილიყო არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული, უნდა ჰქონოდა უზადო რეპუტაცია და უნდა ჰქონოდა კომპეტენცია, რომელიც დასტურდებოდა საერთაშორისო ინსტიტუტებით. არც ერთ კრიტერიუმს არ ეთანხმება პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა - არ აკმაყოფილებს, რადგან ის არის შევარდნაძის დროინდელი კადრი, მაშინ როცა სასამართლოში იყო ქრთამი. მეორე, ის არის აფილირებული "რესპუბლიკურ პარტიასთან" და კენჭსაც იყრიდა არჩევნებში. ასევე, მისი კომპენტენციაც არ არის დადასტურებული საერთაშორისო ინსტიტუტებით".

ნიკა რურუა - პრეზიდენტის მიერ უზენაესის თავმჯდომარის კანდიდატად ნ. გვენეტაძის დასახელება მისი, ანუ პრეზიდენტის, მორიგი ფიასკოა. შერჩეული კანდიდატურა სავარაუდოდ მხარდაჭერილი იქნება პარლამენტის მიერ, რადგან ეს ადამიანი ლოიალურია თითქმის ყველანაირი ხელისუფლების (გარდა ნაციონალურის) და ის ამჯერადაც "ოცნების" ჯიბის მოსამართლე გახდება.

მას, სამწუხაროდ, არც ინტელექტუალური, არც პროფესიული და არც პიროვნული თვისებები არ გააჩნია, რომ თუნდაც დამაკმაყოფილებლად შეასრულოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქციები. დააკვირდით, რა ტიპაჟები მოიწონებენ მის კანდიდატურას პოლიტიკური სპექტრიდან თუ ე.წ. "ექსპერტებიდან", და ყველაფერი ნათელი გახდება.

მეტი ინფორმაციისთვის| მნიშნველოვანი ეპიზოდები ნინო გვენეტაძის ცხოვრებიდან - ქვეყნის პირველი მოსამართლის კანდიდატის პროფესიული წარსული

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია