პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კურიერი" მაუწყებლობას კიევიდან, საგანგებოდ მოწყობილი სტუდიიდან განაახლებს" - "რუსთავი 2"-ს უკრაინული გეგმები
"კურიერი" მაუწყებლობას კიევიდან, საგანგებოდ მოწყობილი სტუდიიდან განაახლებს" - "რუსთავი 2"-ს უკრაინული გეგმები

მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, პო­რო­შენ­კოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში რე­ფორ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebook-ზე აქ­ტი­უ­რად ალა­პა­რაკ­დნენ იმის თა­ო­ბა­ზე, თით­ქოს ძა­ლი­ან მალე, "კუ­რი­ე­რი" მა­უ­წყებ­ლო­ბას კი­ე­ვი­დან, სა­გან­გე­ბოდ მო­წყო­ბი­ლი სტუ­დი­ი­დან და­ი­წყებს. ერთ-ერთი, ვინც აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს, ტე­ლე­ვი­ზი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი დათო გო­გიშ­ვი­ლია.

"სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით გე­უბ­ნე­ბით, ყო­ველ­გვა­რი ხუმ­რო­ბის გა­რე­შე, სარ­წმუ­ნო წყა­რო­ე­ბი­დან შე­ვი­ტყვე, რომ ძა­ლი­ან მალე "კუ­რი­ე­რი" მა­უ­წყებ­ლო­ბას კი­ე­ვი­დან, სა­გან­გე­ბოდ მო­წყო­ბი­ლი სტუ­დი­ი­დან გა­ნა­ახ­ლებს. მარ­თა­ლია ეს ყო­ვე­ლი­ვე????", - წერს გო­გიშ­ვი­ლი.

იგი­ვე სა­კი­თხზე თბი­ლი­სის ფო­რუმ­ზეც სა­უბ­რო­ბენ, სა­დაც თემა, სა­ხელ­წო­დე­ბით "რუს­თა­ვი2" კი­ევ­ში მი­დის" საკ­მა­ოდ რე­ზო­ნან­სუ­ლია.

ბლო­გე­რი ლე­ვან ზან­გუ­რაშ­ვი­ლი კი წერს, რომ მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის კი­ევ­ში გა­და­ტა­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვაა".

Facebook/ლე­ვან ზან­გუ­რაშ­ვი­ლი:

"და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგეგ­მე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი-2"-ის უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ტა­ნა. სა­ა­მი­სოდ კი­ევ­ში უკვე გა­მო­ყო­ფი­ლია შე­სა­ბა­მი­სი ფარ­თი კრეშ­ჩატ­ნი­კის მახ­ლობ­ლად. უკ­რა­ი­ნა­ში ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მა­უ­წყებ­ლო­ბამ ხელი უნდა შე­უ­წყოს ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის დამ­ყა­რე­ბას და და­ეხ­მა­როს უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს გა­ი­გოს სი­მარ­თლე "უკ­რა­ი­ნის ჯა­რე­ბის მიერ რუ­სე­თის და­პყრო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე". მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლად და­ი­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ად­გი­ლი აქვს მისი აზ­რე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბას ზო­გი­ერ­თი უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის მიერ. სწო­რედ "რუს­თა­ვი-2" იქ­ნე­ბა ის ტე­ლე­კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც შე­უ­ფერ­ხებ­ლად მი­აწ­ვდის უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს ობი­ექ­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის კი­ევ­ში გა­და­ტა­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვაა. მისი თქმით, ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ ერ­თგვა­რი "ატო­მუ­რი ბომ­ბის" ფუნ­ქცია უნდა შე­ას­რუ­ლოს მსოფ­ლიო მე­დი­ა­ში. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უკვე დამ­ზა­დე­ბუ­ლია ბა­ნე­რი წარ­წე­რით: "უკ­რა­ი­ნის დრო­შა კრემ­ლის თავ­ზე ფრი­ა­ლებს!"

ამ­ჯე­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს "რუს­თა­ვი-2"-ის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტექ­ნი­კის შე­ფუთ­ვა და ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის მზა­დე­ბა.

მო­ხა­ლი­სე­ებს ბარ­გის ჩა­ლა­გე­ბა­ში და­სახ­მა­რებ­ლად თხო­ვენ მი­ვიდ­ნენ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­თაო ოფის­თან".

აღ­ნიშ­ნუ­ლიმო­საზ­რე­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად, Ambebi.ge ტე­ლე­ვი­ზი­ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ ნიკა გვა­რა­მი­ას და­უ­კავ­შირ­და. რო­გორც ნიკა გვა­რა­მი­ამ ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ტე­ლე­ვი­ზია ნამ­დვი­ლად გეგ­მავს უკ­რა­ი­ნი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მოშ­ვე­ბით ეთერ­ში გას­ვლას, თუმ­ცა ამას სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი არ ექ­ნე­ბა. გვა­რა­მი­ას თქმით, "კუ­რი­ე­რი" მხო­ლოდ ერთი დღით, 20 თე­ბერ­ვალს გავა პირ­და­პირ ეთერ­ში კი­ე­ვი­დან, ვი­ნა­ი­დან ევ­რო­მა­იდ­ნის ცნო­ბი­ლი დრა­მა­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან 1 წელი გა­დის.

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"კურიერი" მაუწყებლობას კიევიდან, საგანგებოდ მოწყობილი სტუდიიდან განაახლებს" - "რუსთავი 2"-ს უკრაინული გეგმები

"კურიერი" მაუწყებლობას კიევიდან, საგანგებოდ მოწყობილი სტუდიიდან განაახლებს" - "რუსთავი 2"-ს უკრაინული გეგმები

მას შემდეგ, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პოროშენკოს გადაწყვეტილებით უკრაინაში რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა, სოციალურ ქსელ Facebook-ზე აქტიურად ალაპარაკდნენ იმის თაობაზე, თითქოს ძალიან მალე, "კურიერი" მაუწყებლობას კიევიდან, საგანგებოდ მოწყობილი სტუდიიდან დაიწყებს. ერთ-ერთი, ვინც აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს, ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი დათო გოგიშვილია.

"სრული სერიოზულობით გეუბნებით, ყოველგვარი ხუმრობის გარეშე, სარწმუნო წყაროებიდან შევიტყვე, რომ ძალიან მალე "კურიერი" მაუწყებლობას კიევიდან, საგანგებოდ მოწყობილი სტუდიიდან განაახლებს. მართალია ეს ყოველივე????", - წერს გოგიშვილი.

იგივე საკითხზე თბილისის ფორუმზეც საუბრობენ, სადაც თემა, სახელწოდებით "რუსთავი2" კიევში მიდის" საკმაოდ რეზონანსულია.

ბლოგერი ლევან ზანგურაშვილი კი წერს, რომ მისი ინფორმაციით, "ტელეკომპანიის კიევში გადატანა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაა".

Facebook/ლევან ზანგურაშვილი:

"დაუზუსტებელი ინფორმაციით, იგეგმება ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის უკრაინაში გადატანა. საამისოდ კიევში უკვე გამოყოფილია შესაბამისი ფართი კრეშჩატნიკის მახლობლად. უკრაინაში ტელეკომპანიის მაუწყებლობამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში დემოკრატიის დამყარებას და დაეხმაროს უკრაინელ ხალხს გაიგოს სიმართლე "უკრაინის ჯარების მიერ რუსეთის დაპყრობის შესაძლებლობებზე". მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა მიხეილ სააკაშვილი, ადგილი აქვს მისი აზრების იგნორირებას ზოგიერთი უკრაინული მედიის მიერ. სწორედ "რუსთავი-2" იქნება ის ტელეკომპანია, რომელიც შეუფერხებლად მიაწვდის უკრაინელ ხალხს ობიექტურ ინფორმაციას. ტელეკომპანიის კიევში გადატანა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაა. მისი თქმით, ამ ტელეკომპანიამ ერთგვარი "ატომური ბომბის" ფუნქცია უნდა შეასრულოს მსოფლიო მედიაში. ცნობილი გახდა, რომ უკვე დამზადებულია ბანერი წარწერით: "უკრაინის დროშა კრემლის თავზე ფრიალებს!"

ამჯერად მიმდინარეობს "რუსთავი-2"-ის ძვირადღირებული ტექნიკის შეფუთვა და ტრანსპორტირებისთვის მზადება.

მოხალისეებს ბარგის ჩალაგებაში დასახმარებლად თხოვენ მივიდნენ ტელეკომპანიის სათაო ოფისთან".

აღნიშნული მოსაზრებების გამოქვეყნების შემდეგ, ინფორმაციის გადასამოწმებლად, Ambebi.ge ტელევიზიის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას დაუკავშირდა. როგორც ნიკა გვარამიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ტელევიზია ნამდვილად გეგმავს უკრაინიდან სპეციალური გამოშვებით ეთერში გასვლას, თუმცა ამას სისტემატური ხასიათი არ ექნება. გვარამიას თქმით, "კურიერი" მხოლოდ ერთი დღით, 20 თებერვალს გავა პირდაპირ ეთერში კიევიდან, ვინაიდან ევრომაიდნის ცნობილი დრამატული მოვლენებიდან 1 წელი გადის.

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია