მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინა სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადიციაზე უარს აცხადებს
უკრაინა სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადიციაზე უარს აცხადებს

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის ექ­სტრა­დი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ძებ­ნილ პირ­თა ექ­სტრა­დი­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა "ექ­სტრა­დი­ცი­ის შე­სა­ხებ" 1957 წლის ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ით, "სა­მო­ქა­ლა­ქო, სა­ო­ჯა­ხო და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ" მინ­სკის 1993 წლის კონ­ვენ­ცი­ი­თა და "სა­მო­ქა­ლა­ქო და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბი­სა და სა­მარ­თლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის 1995 წელს და­დე­ბუ­ლი ორ­მხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით.

"ხსე­ნე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით მხა­რე­ე­ბი კის­რუ­ლო­ბენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­ნი­ხი­ლონ და გა­დას­ცენ ერ­თმა­ნეთს ძებ­ნი­ლი პი­რე­ბი.

შე­სა­ბა­მი­სად, ვი­ნა­ი­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­ყე­ნე­ბუ­ლი აქვთ ბრალ­დე­ბე­ბი და მათ მი­მართ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია ძებ­ნა, ამას­თან, ადე­იშ­ვი­ლი იძებ­ნე­ბა წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით, და ასე­ვე, ვი­ნა­ი­დან მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ხსე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან უკ­რა­ი­ნა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თა ხსე­ნე­ბულ პირ­თა დად­გე­ნა-და­კა­ვე­ბი­სა და ექ­სტრა­დი­ცი­ის შე­სა­ხებ შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად ქვეყ­ნებს შო­რის ექ­სტრა­დი­ცი­ის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა, უკ­რა­ი­ნის მხა­რეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­კი­თხზე სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან არ უთა­ნამ­შრომ­ლია და უარს აცხა­დებს ძებ­ნი­ლი პი­რე­ბის ექ­სტრა­დი­რე­ბა­ზე", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

უკრაინა სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადიციაზე უარს აცხადებს

უკრაინა სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადიციაზე უარს აცხადებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინასა და საქართველოს შორის ძებნილ პირთა ექსტრადიცია ხორციელდება "ექსტრადიციის შესახებ" 1957 წლის ევროპული კონვენციით, "სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ" მინსკის 1993 წლის კონვენციითა და "სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ" საქართველოსა და უკრაინას შორის 1995 წელს დადებული ორმხრივი ხელშეკრულებით.

"ხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად განიხილონ და გადასცენ ერთმანეთს ძებნილი პირები.

შესაბამისად, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს საქართველოში წაყენებული აქვთ ბრალდებები და მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა, ამასთან, ადეიშვილი იძებნება წითელი ცირკულარით, და ასევე, ვინაიდან მოპოვებული ინფორმაციით ხსენებული პირები იმყოფებიან უკრაინაში, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართა ხსენებულ პირთა დადგენა-დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობებით. მიუხედავად ქვეყნებს შორის ექსტრადიციის სფეროში არსებული ზემოთ დასახელებული ვალდებულებებისა, უკრაინის მხარეს მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხზე საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან არ უთანამშრომლია და უარს აცხადებს ძებნილი პირების ექსტრადირებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ