როგორც ვიცით, ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები" ოსკარის ნომინაციაზეა წარდგენილი. დაჯილდოვების ცერემონიალი 22 თებერვალს გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ მსახიობების მზადება უკვე ფინალურ სტადიას უახლოვდება და ბოლო შტრიხები ზუსტდება. გთავაზობთ, მსახიობ ია სუხიტაშვილის კაბას, რომლითაც იგი "ოსკარის" ცერემონიალს დაესწრება, რათა საკუთარ მეუღლეს, მიშა მესხს უგულშემატკივროს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სკანდალი აგორდა მსახიობების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომლებსაც კულტურის სამინისტრომ 420 დოლარი გამოუყო. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაიღო თანხა ია სუხიტაშვილის კაბისთვის, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მისი ავტორი, ახალგაზრდა დიზაინერი ალექსანდრე ახალკაციშვილია.
რას პასუხობს მინისტრი "ოსკარზე" მიმავალ ქართველ მსახიობებს, რომელთაც 420 დოლარი გამოუყო