სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მნიშნველოვანი ეპიზოდები ნინო გვენეტაძის ცხოვრებიდან - ქვეყნის პირველი მოსამართლის კანდიდატის პროფესიული წარსული
მნიშნველოვანი ეპიზოდები ნინო გვენეტაძის ცხოვრებიდან - ქვეყნის პირველი მოსამართლის კანდიდატის პროფესიული წარსული

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე ნინო გვე­ნე­ტა­ძის კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე სულ 36 პირი წა­რად­გი­ნეს, თუმ­ცა აქე­დან რვამ კან­დი­და­ტუ­რის გან­ხილ­ვა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ეპი­ზო­დებს ნინო გვე­ნე­ტა­ძის პრო­ფე­სი­უ­ლი ცხოვ­რე­ბი­დან.

და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი - 27.01.1964.

სა­მარ­თალმცოდ­ნე. ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი

თსუ ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა - შვი­ლი­ა­ნი.

და­ი­ბა­და ქა­ლაქ ხა­შურ­ში.

1985-1990 წლებ­ში იყო ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი.

1990 - წარ­ჩი­ნე­ბით სა­ხელ­მწი­ფო გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა და დიპ­ლო­მის დაც­ვა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე.

1990-1993 - სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­მარ­თლის ინ­სტი­ტუ­ტის ას­პი­რან­ტი სის­ხლის სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

1995 - სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვა და სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხის მი­ნი­ჭე­ბა თე­მა­ზე "და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი".

1994-1999 - სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ჯა­რო სა­მარ­თლის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე.

1994-2001 - სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ფორ­მის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის პრო­ექ­ტის შემ­მუ­შა­ვე­ბე­ლი კო­მი­სი­ის წევ­რი.

1998-1999 სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა თავ­მჯდო­მა­რე.

1999 - 2006 - სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა პა­ლა­ტის მო­სა­მარ­თლე.

ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო - სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია.

სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვას სულ მცი­რე 76 დე­პუ­ტა­ტის მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა. "სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის და პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უზე­ნა­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე პარ­ლა­მენ­ტის სი­ი­თი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბით ირ­ჩე­ვა. უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რეს 10 წლის ვა­დით ირ­ჩე­ვენ.

პარ­ლა­მენ­ტი ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვის პრო­ცე­სი ვა­დე­ბით შე­ზღუ­დუ­ლი არ არის. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი პარ­ლა­მენ­ტი უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს კან­დი­და­ტუ­რას მხარს არ და­უ­ჭერს, მა­შინ პრე­ზი­დენ­ტმა პარ­ლა­მენტს ახა­ლი კან­დი­და­ტუ­რა უნდა შეს­თა­ვა­ზოს.

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის პარ­ლა­მენ­ტის­თვის წარ­დგე­ნამ­დე კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნა და მოს­მე­ნა კო­მი­ტე­ტებ­ში ხდე­ბა.

"სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­სა და პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტში მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის, რომ პარ­ლა­მენ­ტის მიერ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვა ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რით უნდა მოხ­დეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ კენ­ჭისყრა ღიაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მნიშნველოვანი ეპიზოდები ნინო გვენეტაძის ცხოვრებიდან - ქვეყნის პირველი მოსამართლის კანდიდატის პროფესიული წარსული

მნიშნველოვანი ეპიზოდები ნინო გვენეტაძის ცხოვრებიდან - ქვეყნის პირველი მოსამართლის კანდიდატის პროფესიული წარსული

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე სულ 36 პირი წარადგინეს, თუმცა აქედან რვამ კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა.

Ambebi.ge გთავაზობთ მნიშვნელოვან ეპიზოდებს ნინო გვენეტაძის პროფესიული ცხოვრებიდან.

დაბადების თარიღი - 27.01.1964.

სამართალმცოდნე. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი

თსუ ასოცირებული პროფესორი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი.

ოჯახური მდგომარეობა - შვილიანი.

დაიბადა ქალაქ ხაშურში.

1985-1990 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.

1990 - წარჩინებით სახელმწიფო გამოცდების ჩაბარება და დიპლომის დაცვა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1990-1993 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი სისხლის სამართლის მიმართულებით.

1995 - საკანდიდატო დისერტაციის დაცვა და სამეცნიერო ხარისხის მინიჭება თემაზე "დანაშაულის ორგანიზატორი".

1994-1999 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

1994-2001 - სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის სისხლის სამართლის კოდექსის პროექტის შემმუშავებელი კომისიის წევრი.

1998-1999 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა თავმჯდომარე.

1999 - 2006 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

ინფორმაციის წყარო - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, უზენასი სასამართლოს თავმჯდომარე პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 10 წლის ვადით ირჩევენ.

პარლამენტი ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესი ვადებით შეზღუდული არ არის. იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი უზენაესი სასამართლოს კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, მაშინ პრეზიდენტმა პარლამენტს ახალი კანდიდატურა უნდა შესთავაზოს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პარლამენტისთვის წარდგენამდე კანდიდატურის წარდგენა და მოსმენა კომიტეტებში ხდება.

"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში მითითებული არ არის, რომ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრა ღიაა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა